reportiori.ge - ადამიანს ნებისმიერ ასაკში წარმატების მიღწევის შესაძლებლობა აქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:24
სხვადასხვა
ადამიანს ნებისმიერ ასაკში წარმატების მიღწევის შესაძლებლობა აქვს
ავტორი:
18 სექტემბერი, 2014. 12:07



ბევრი თვლის, რომ წარმატებას აღწევენ მხოლოდ ისინი, ვინც სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოჩნდა და შესაფერისი ასაკი ჰქონდა. შეხედეთ მათ, ვინც შესანიშნავ რეზულტატებს მიაღწია ასაკისა და გარემოებების მიუხედავად:

 

 

5 წლის ასაკში მოცარტი უკვე დახელოვნებული იყო და უკრავდა ფორტეპიანოზე და ვიოლინოზე.

 

6 წლის ასაკში შირლი ტემპლი გადაიღეს ფილმში „მბრწყინავი თვალები“ (ბავშვობაში ის იყო კინოვარსკვლავი, შემდეგ კი იპლომატი გახდა).

 

12 წლის ასაკში ანა ფრანკმა დაწერა თავისი ცნობილი დღიური ომიანობის პერიოდზე.

 

13 წლის ასაკში მაგნუს კარლსენი გახდა მეორე, ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი ჭადრაკის ისტორიაში.

 

14 წლის ასაკში ნადია კომანეჩი გახდა პირველი ტანმოვარჯიშე, რომელმაც 10 ქულა აიღო ოლიმპიური თამაშების დროს.

 

15 წლის ასაკში ტენცზინ გიამცჰო ოფიციალურად იქნა აღიარებული მე-14 დალაი-ლამად.

 

17 წლის ასაკში პელემ ბრაზილიის საფეხბურთო გუნდი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა.

 

19 წლის ასაკში ელვის პრესლი სუპერვარსკვლავი გახდა და შემდგომში ის ცნობილი იყო, როგორ „მეფე“.

 

20 წლის ასაკში ჯონ ლენონი ჯგუფ „the Beatles“-ის პირველი კონცერტით წარსდგა პუბლიკის წინაშე.

 

22 წლის ასაკში ჯესი ოუენსმა მოიპოვა 4 ოქროს მედალი ბერლინში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე.

 

23 წლის ასაკში ბეთჰოვენი უკვე ცნობილი იყო, როგორც ვირტუოზი პიანისტი.

 

24 წლის ასაკში ისააკ ნიუტონმა დაწერა „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები“, ნაშრომი, რომელიც გახდა კლასიკური მექანიკის საფუძველი.

 

25 წლის ასაკში ლეტ ლოჯერ ბანისტერმა 4 წუთში ერთ მილზე მეტი გაირბინა.

 

26 წლის ასაკში ალბერტ ეინშტეინმა შექმნა ფარდობითობის თეორია.

 

28 წლის ასაკში  მიქელანჯელომ შექმნა სკულპტურები „დავითი“ და „პიეტა“.

 

29 წლის ასაკში ალექსანდრე დიდმა შექმნა ძველი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი იმპერია.

 

30 წლის ასაკში ჯ.კ. როულინგმა დაასრულა რომანი „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“.

 

31 წლის ასაკში ასაკში ამელია ერჰარტი გახდა პირველი ქალი-პილოტი, რომელიც მარტო კვეთდა ატლანტიკის ოკეანეს.

 

32 წლის ასაკში ოპრა უინფრი თავისი თოქ-შოუს ფარგლებში პირველად გავიდა ეთერში.

 

33 წლის ასაკში ედმუნდ ჰილარი და მისი მეწყვილე ოფიციალურად გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც დაიპყრეს მწვერვალი ევერესტი.

 

34 წლის ასაკში მარტინ ლუთერ კინგ უმცროსმა დაწერა ცნობილი სიტყვა „მე მაქვს ოცნება“.

 

35 წლის ასაკში მარია კიურიმ (მეუღლესთან – პიერ კიურისთან ერთად) მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში.

 

36 წლის ასაკში უილბურ რაითმა ძმასთან – ორვილთან ერთად შექმნა პირველი თვითმფრინავი, რომლითაც განხორციელდა ფრენა.

 

37 წლის ასაკში ვინსენთ ვან გოგი ფაქტიურად ყველასთვის უცნობი გარდაიცვალა, თუმცა სურათებმა, რომელიც მან შექმნა, საქვეყნოდ აღიარება მოიტანა.

 

38 წლის ასაკში ნილ არმსტრონგმა მთვარეზე დადგა ფეხი.

 

40 წლის ასაკში მარკ ტვენმა დაწერა „ტომ სოიერის თავგადასავალი“.

 

41 წლის ასაკში ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა.

 

42 წლის ასაკში როზა პარკსმა უარი განაცხადა ავტობუსის მძღოლის მოთხოვნის შესრულებაზე ადგილი დაეთმო თეთრკანიანი მგზავრისთვის.

 

43 წლის ასაკში ჯონ კენედი გახდა აშშ-ს რიგით 35-ე პრეზიდენტი.

 

45 წლის ასაკში ჰენრი ფორდმა გამოუშვა პირველი, T მოდელის ავტომობილი.

 

46 წლის ასაკში სიუზენ კოლინზმა დაწერა „შიმშილის თამაშები“.

 

50 წლის ასაკში ჩარლზ დარვინმა გამოაქვეყნა „სახეობების წარმოშობა“.

 

51 წლის ასაკში ლეონარდო და ვინჩიმ დაწერა „მონა ლიზა“.

 

52 წლის ასაკში აბრაამ ლინკოლნი აშშ-ს რიგით მე-16 პრეზიდენტი გახდა.

 

53 წლის ასაკში რეი კროკმა იყიდა რესტორან „McDonalds“-ის ქსელი, რომელიც მაშინ სულ 8 ობიექტს მოიცავდა.

 

54 წლის ასაკში თეოდორ გეიზელმა. „ექიმი სიუზი“-ს ფსევდონიმით დაწერა ზღაპარი „ქუდიანი კატა“.

 

61 წლის ასაკში პოლკოვნიკმა ჰარლანდ სანდერსმა გახსნა ცნობილი სარესტორნო ქსელის „Kentucky Fried Chicken“-ის პირველი ობიექტი.

 

62 წლის ასაკში ჯ.რ.რ. ტოლკინმა გამოაქვეყნა წიგნი „ბეჭდების მბრძანებელი“.

 

69 წლის ასაკში რონალდ რეიგანი გახდა აშშ-ს რიგით მე-40 პრეზიდენტი (და ყველაზე უფროსი, მანამდე მყოფთა შორის).

 

70 წლის ასაკში ჯეკ ლალეინი, ხელ-ფეხდაბორკილი, ძლიერი ქარისა და დინების საწინააღმდეგოდ მიათრევდა 70 ნავს.

 

75 წლის ასაკში ნელსონ მანდელა გახდა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი.

 

მნიშვნელობა არ აქვს რა მდგომარეობაში ხართ, ახალგაზრდული ენერგიით თუ ასაკობრივი სიბრძნით სავსე, როგორი გარემოებებც არ უნდა იყოს თქვენს ირგვლივ თქვენ შეგიძლიათ წარმატებას მიღწევა. როდის დაიწყო? ახლავე!

 

 

 

 

(წყარო:b2p.ge)

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016