reportiori.ge - ფიქრია ჩიხრაძე: სახელისუფლებო გუნდმა ერთ დროს ძალიან მოწონებული გიორგი მარგველაშვილი ძალიან მოიძულა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:51
საზოგადოება
ფიქრია ჩიხრაძე: სახელისუფლებო გუნდმა ერთ დროს ძალიან მოწონებული გიორგი მარგველაშვილი ძალიან მოიძულა
18 სექტემბერი, 2014. 14:53

 



„რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ გაერო-ს სამიტის გარშემო განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა.


„ეს არ არის ინსტიტუციონალური კამათი. სახელისუფლებო გუნდმა ერთ დროს ძალიან მოწონებული გიორგი მარგველაშვილი ძალიან მოიძულა, მხოლოდ იმის გამო, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს აღარ მოსწონს მარგველაშვილი. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ მთელი ფრონტით შეტევა მარგველაშვილის და პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ.

 

ვინ წავიდოდა გაერო-ს სამიტზე, ჩვენი ქვეყნისთვის ამას გადამწყვეტი მნიშნველობა  არ ჰქონდა, ამით ქვეყანა არ დაიქცეოდა, მაგრამ ქვეყანა მართლა შეიძლება დაიქცეს მომავალში, როდესაც ასეთ ურთიერთობას ვხედავთ ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს შორის.

 

მართლა ველოდებოდი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ამ მოვლენების ფონზე. იმედი მქონდა, რომ ის მაინც გვეტყოდა, რა მიმართულებით მიდის საქართველო, რადგან ამას ვერ გვეუბნება ვერც მთავრობა, ვერც პარლამენტი და, მითუმეტეს, ვერც  პრეზიდენტი. ეს არის ძალიან ცუდი. ამ არაადეკვატურობის გამო მალე მივიღებთ სახელისუფლებო კრიზისს",- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016