reportiori.ge - ვახტანგ ხმალაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ვერ ვხედავ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:26
პოლიტიკა
ვახტანგ ხმალაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ვერ ვხედავ
ავტორი:
18 ივლისი, 2013. 15:59

„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე. ის, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა საჭირო", -  განუცხადა „რეპორტიორს", იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ. როგორც მან განმარტა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შეიძლება ორ შემთხვევაში დაინიშნოს - „თუ პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა და  ეს ბოლომდე ვერ მიიყვანა, პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტი დაითხოვოს, თუმცა დღეს  ვერ ვხედავ იმის მიზეზს, რომ მთავრობას უნდობლობა გამოვუცხადოთ. ასევე, შესაძლებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, თუ  საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა ხელოვნურად შექმნის ისეთ ვითარებას, რომ პარლამენტი დაითხოვონ. მაგალითად, არ დაამტკიცებენ ბიუჯეტს და ა.შ.  დღესდღეობით კრიზის ნიშნები არ ჩანს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს", -  განაცხადა ხმალაძემ.

ექსპერტმა კახი კახიშვილმა პრესკონფერენციაზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცუდი არ იქნება, თუ საპრეზიდენტო კანდიდატებიც დააფიქსირებენ თავიანთ შეხედულებას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის." 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016