reportiori.ge - მოკლული ლაშა მახარაძის მეგობარს თენგიზ ერისთავს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:03
სამართალი
მოკლული ლაშა მახარაძის მეგობარს თენგიზ ერისთავს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
18 სექტემბერი, 2014. 18:42



ვაკეში მოკლული ლაშა მახარაძის მეგობარს თენგიზ ერისთავს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ერისთავს ბრალად განსაკუთრებით დიდ ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა ედება. ერისთავი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს. მან დღევანდელ პროცესზე დაკავების მომენტიც გაიხსენა და განაცხადა, რომ პოლიციელთა მხრიდან მასზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.

ჯერ კიდევ ლაშა მახარაძის პანაშვიდებზე ხდებოდა წარმოუდგენელი რამ - მისი მეგობრები ყოველდღე დავყავდით პოლიციის განყოფილებაში. გვქოდა ინფორმაცია, რომ  უნდა მომხდარიყო ჩემი დაკავება და აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართე კიდეც ჩვენი უბნის მაჟორიტარ შალვა შავგულიძეს. თუმცა, ამის შემდეგ რამდენიმე დღის წინ დეიდაჩემთან ერთად მივდიოდი პრობაციის ეროვნულ ბიუროში, რათა გამოვცხადებულიყავი, როგორც პრობაციონერი. ჭავჭავაძის გამზირზე გაგვაჩერეს, გადმოვიდა ოთხამდე პოლიციელი, გადმოგვათრიეს მანქანიდან, ჩამიდეს ნარკოტიკები და დამაკავეს. სრულიად არალოგიკური და ნონსენსია, რომ მე ნარკოტიკები მქონოდა, რადგან ისედაც ვფლობდი ინფორმაციას, რომ უნდა მომხდარიყო ჩემი დაკავება. არ ვიცი, ალბათ ვიღაცის ინტერესებში შედის, რომ ჩემს მიმართ ასეთი რამ მომხდარიყო, - აღნიშნა ერისთავმა სასამართლო პროცესზე.

მისივე თქმით, გაავრცელეს სრულიად უსაფუძვლო ჭორი, რომ მასსა და მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ ოქროპირიძეს შორის ადრე მოხდა დაპირისპირება, რის გამოც ოქროპირიძემ მის მეგობარზე შური იძია და მოკლ. გაავრცელეს ჭორი, რომ ვითომ მე გავლახე ოქროპირიძე და შემდეგ ოქოპირიძემ მე ვერ მნახა და ჩემს მეგობარზე იძია შური. ეს არის სრული აბსურდი,- განაცხადა ერისთავმა.

წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან მისი ოჯახის წევრები და აცხადებენ, რომ ერისთავს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. ისინი ასევე უარყოფენ ოქროპირიძესა და ერისთავს შორის დაპირისპირებას.

თავის მხრივ დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ერისთავის აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება ან გირაო მოითხოვა.

 

წინასასამართლო სხდომა 29 ოქტომბერს გაიმართება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016