reportiori.ge - სპილო ნარკოზიდან გამოვიდა - „გრანდის“ ხელმეორედ დაბადება (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:14
სხვადასხვა
სპილო ნარკოზიდან გამოვიდა - „გრანდის“ ხელმეორედ დაბადება (ვიდეო)
ავტორი:
19 სექტემბერი, 2014. 00:28



უნიკალური ოპერაცია თბილისის ზოოპარკში - სომხეთიდან ჩამოყვანილ სპილო „გრანდს“  მარცხენა ეშვი ამოუღეს, რომელიც წლების წინ დაუზიანდა.

 

 

ოპერაცია ექვს საათს გაგრძელდა.

 

 

ოპერაციას ლონდონიდან მოწვეული სტომატოლოგი პიტერ კერტესი ხელმძღვანელობდა.

 

 

ოპერაციას გართულებები მოყვა, სპილოს ნარკოზიდან გამოსვლა გაუჭირდა, რამაც მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. რამდენიმე საათიანი ძილის შემდეგ  „გრანდმა“ გაიღვიძა და საფრთხემაც ჩაიარა.

 

 

„გრანდის“ გაღვიძებას უამრავი ადამიანი ელოდებოდა. ზოოპარკის ადმინისტრაცია მადლობას უხდის საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის.

 

 

„ურთულესი, უმძიმესი დღის საოცარი დასასრული!!!

გრანდი ფაქტობრივად ხელმეორედ დაიბადა!!!

ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ყველას ასეთი საოცარი, არნახული გულშემატკივრობისთვის და სიყვარულისთვის!“ - წერენ თბილისის ზოოპარკის „facebook” ოფიციალურ გვერდზე.

 

 

“გრანდს” ოპერაცია ერთი წლის შემდეგაც ჩაუტარდება, ოღონდ მარჯვენა ეშვზე.

 

 

სპილო სომხეთიდან 2014 წლის ივლისში მდედრობითი სქესის სპილო "მალკასთან" შესაჯვარებლად ჩამოიყვანეს.

 

 

ზოოპარკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ეშვები "გრანდს" 6 წლის წინ მოტყდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ერევანში ცხოვრობდა. არსებობდა ინფექციის საფრთხე, ამიტომ აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა.

 

 




 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016