reportiori.ge - პრემიერი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებით დაინტერესდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:01
პოლიტიკა
პრემიერი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებით დაინტერესდა
19 სექტემბერი, 2014. 10:59


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების საკითხით დაინტერესდა. უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მიაწოდა.



სახელმწიფო მინისტრმა პრემიერს განუმარტა, რომ უკრაინელი ბავშვები უკვე საქართველოში იმყოფებიან და ისინი ქართველმა თანატოლებმა თბილად მიიღეს.



„ეს არის იმ ჰუმანიტარული დახმარების მეორე ეტაპი, რომელსაც საქართველო უკრაინას უწევს", - განაცხადა მინისტრმა.



მთავრობის მეთაურმა უკრაინაში მედიკამენტების გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით განმარტება ჯანდაცვის მინისტრსაც სთხოვა. დავით სერგეენკომ პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ჰუმანიტარული დახმარება უკვე კიევშია და უკრაინელ კოლეგასთან მუდმივი კონტაქტი აქვს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016