სხვადასხვა
ჯეკი ჩანის ვაჟს ციხე ემუქრება
19 სექტემბერი, 2014. 12:01
„როიტერის" ინფორმაციით, ჩინეთის პოლიციამ დააპატიმრა 32 წლის ჯეისი ჩანი - ცნობილი კინომსახიობის ჯეკი ჩანის ვაჟი. მისი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ აღმოაჩინა 100 გრ მარიხუანა. ჩინური კანონების მიხედვით, მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით, ჯეკი ჩანმა სახალხოდ ბოდიში მოიხადა: „მე ვერ შევძელი ჩემი შვილის აღზრდა და ამიტომ პასუხისმგებლობა მეც უნდა ავიღო. მე და ჯეისი ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას", - განაცხადა კინოვარსკვლავმა.
ჯეკი ჩანის აზრით, ეს ფაქტი ჭკუის სასწავლებელი უნდა გახდეს ახალგაზრდებისათვის.
(მოამზადა ნონა ხუციშვილმა)
13 თებერვალი, 2016. 12:11
13 თებერვალი, 2016. 11:33
12 თებერვალი, 2016. 02:36
09 თებერვალი, 2016. 18:20
09 თებერვალი, 2016. 12:26
05 თებერვალი, 2016. 16:02
27 იანვარი, 2016. 17:07
24 იანვარი, 2016. 22:04
22 იანვარი, 2016. 11:03