„რეპორტიორის" პრესკლუბში „GN travel" -ის დამფუძნებელმა გიორგი აღნიაშვილმა საერთაშორისო ინტელექტუალურ ტურნირთან დაკავშირებით, რომელიც 23 სექტემბერს „ექსპო ჯორჯიაში" ჩატარდება, ბრიფინგი გამართა.
„GN travel" არის ტურისტული კომპანია, რომელიც მეოთხე წელია, საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს. გვაქვს როგორც შიდა ტურები, ასევე ტურები საქართველოს ფარგლებს გარეთ. „GN travel" 23 სექტემბერს „ექსპო ჯორჯიას" მესამე პავილიონში აწყობს საერთაშორისო ინტელექტუალურ თამაშებს „რა, სად, როდის".
გვეყოლება რუსეთიდან, ქალაქ პეტერბურგიდან ჩამოსული სტუმრები, სხვადასხვა მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები. რაც შეეხება ქართულ მხარეს, რამდენიმე კომპანიიდან ავარჩიეთ გუნდები.
პროექტის მხარდამჭერები არიან მედიაჰოლდინგი „რეპორტიორი", „ექსპო ჯორჯია", ტურიზმის დეპარტამენტი, საბავშვო მაღაზია „Holy kids" და „მარგო პალასი". საღამოს გააფორმებს ანსამბლი „ერისიონი", რომელიც უშუალოდ ქართულ მხარეს უგულშემატკივრებს. იმედი გვაქვს, ეს პროექტი ერთჯერადი არ იქნება და მომავალშიც გაგრძელდება",- განაცხადა გიორგი აღნიაშვილმა.