reportiori.ge - კულტურის სამინისტრო დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:17
კულტურა
კულტურის სამინისტრო დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს
ავტორი:
19 სექტემბერი, 2014. 14:49


კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ქვიშხეთში მდებარე სახლი, სადაც საზოგადო მოღვაწემ მთელი ცხოვრება გაატარა, დღეს დანგრევის პირასაა. 


პროექტი შემუშავდება პროფესიონალი არქიტექტორების მიერ, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შენობის გადარჩენის ზუსტ გეგმას დასახავენ.


აღნიშნული პროცესის ორგანიზება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა.



სამინისტროს ცნობით, დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. 2014 წელი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის საიუბილეო წელია.



დიმიტრი ყიფიანი მე-19 საუკუნის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მისმა მოღვაწეობამ და პუბლიკაციებმა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი.




(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016