reportiori.ge - 20 სექტემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ალექსი მაჭავარიანის საიუბილეო წლის დასკვნითი საზეიმო კონცერტი გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:29
კულტურა
20 სექტემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ალექსი მაჭავარიანის საიუბილეო წლის დასკვნითი საზეიმო კონცერტი გაიმართება
ავტორი:
19 სექტემბერი, 2014. 14:51


19 სექტემბერს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დიდი ქართველი კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი.



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 20 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ალექსი მაჭავარიანის საიუბილეო წლის დასკვნითი საზეიმო კონცერტი გაიმართება. კონცერტზე შესრულდება კომპოზიტორის მიერ შექმნილი ნაწარმოებები, ასევე შედგება რეჟისორ ნანა კიკნაძე-შადურის დოკუმენტური ფილმის პრემიერა, რომელიც ალექსი მაჭავარიანის ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობას ასახავს.



2014 წელი კომპოზიტორის საიუბილეო წელია. ამ თარიღის (100 წლისთავის) აღსანიშნავად საქართველოსა და უცხოეთში არაერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიება ჩატარდა. კონცერტები გაიმართა ანკარაში, ჰამბურგში, ბრიუსელში, ლონდონში, ლისაბონსა და სანქტ-პეტერბურგში.



საიუბილეო კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. პროექტის ორგანიზატორია ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, ხელმძღვანელი - მაია ხუროძე.




(მოამზადა ანა ნოდია)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016