reportiori.ge - „თავისუფალი თაობა“: „ნაციონალებმა“ პატრიოტთა ბანაკების ბუჩქებში აღზრდილ ახალგაზრდებს სული, სამშობლო და ზნეობა წაართვეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:51
საზოგადოება
„თავისუფალი თაობა“: „ნაციონალებმა“ პატრიოტთა ბანაკების ბუჩქებში აღზრდილ ახალგაზრდებს სული, სამშობლო და ზნეობა წაართვეს
19 სექტემბერი, 2014. 14:55


„რეპორტიორის" პრესკლუბში ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელმა ლადო სადღობელაშვილმა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად „თავისუფალი ზონის" წევრების მუქარასა და პროვოკაციულ ქმედებებზე სპეციალური ბრიფინგი გამართა.

 

 

„რამდენიმე დღეა, რაც სოციალური ქსელის მეშვეობით „თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები ფიზიკური განადგურებით და „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებით გვემუქრებიან. ჩვენ მხოლოდ სიბრალულის გრძნობა გვაქვს „ნაცების" პატრიოტთა ბანაკების ბუჩქებში აღზრდილი ახალგაზრდების მიმართ. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ახალგაზრდებს წაართვა სული, სამშობლო და ზნეობა. ზიზღი, მანიაკალური, სადისტური ვნებებია მხოლოდ მათი ცხოვრების არსი. მათგან გასხვავებით, ჩვენ პატივს ვცემთ დედაენას, ეკლესიას და მრწამსს. „თავისუფალი თაობა" ვირთხებს აღარასდროს მისცემს უფლებას, პროვოკაციებზე წამოგვაგოს. ამ ახალგაზრდების მოწამვლაში ყველაზე დიდი წვლილი „ნაციონალების" მამებს - მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას და ბაჩო ახალაიას მიუძღვით.

 

დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხი ეკლესიების დამანგრევლებს ნდობას აღარასდროს გამოუცხადებს", - განაცხადა „ახალგაზრდა თაობის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა დარსალიამ.


„დაახლოებით ერთი კვირაა, რაც „ თავისუფალი თაობა" გამოჩნდა ასპარეზზე. ამ ეტაპზე მიზნად ვისახავთ, გავანადგუროთ „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტები და პირველ რიგში ეს იქნება „თავისუფალი ზონა".



გამოგვეხმაურენ არა მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით, პირადადაც დამიკავშირდნენ ტელეფონზე და პირდაპირ მითხრეს, ჩვენ მოვალთ ისევ ხელისუფლებაში და იმ ცოცხებს ისევ გაგიკეთებთ ერთ ადგილზეო.



ამ პიროვნებებს და ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ისევ  წამება, გაუპატიურება და ბიზნესების წართმევა უდევთ ტვინში. მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო, დავდგეთ ყველანი ერთად და არავითარ შემთხვევაში არ მოვატრიალოთ „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში",- განაცხადა   „ახალგაზრდა თაობის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლადო სადღობელაშვილმა.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016