reportiori.ge - დავით ნარმანია outdoor.ge-ს წარმომადგენლებს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:04
პოლიტიკა
დავით ნარმანია outdoor.ge-ს წარმომადგენლებს შეხვდა
19 სექტემბერი, 2014. 16:48


დედაქალაქის მერიაში თბილისის მთავრობის წევრები კომპანია outdoor.ge-ს წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც შეხვედრაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ეს არის ტრადიციული შეხვედრა, რომელსაც თბილისის მერია სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან აწყობს.



ჩვენ მოვუსმენთ, თუ რა აქვს გაკეთებული კომპანიას წლების განმავლობაში. ასევე ვისაუბრებთ პრობლემებზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



მისივე თქმით, თბილისის მერიაში outdoor.ge-ის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია არ ინახებოდა და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო აღნიშნული შეხვედრის გამართვა. მან კომპანიის წარმომადგენლებს დეტალური ფინანსური ანგარიში მოსთხოვა.



შეხვედრაზე კომპანია outdoor.ge-ს იურისტმა ნიკა ურუშაძემ კომპანიის მუშაობის შესახებ პრეზენტაცია გამართა და აღნიშნა, რომ კომპანია 2008 წლიდან ბაზარზე ფუნქციონირებს და საკმაოდ დიდ თანხებს იხდის ბიუჯეტშიც. მისივე განმარტებით, კომპანია outdoor.ge ფლობს სარეკლამო ბილბორდებს, ასევე აქვს უფლება რეკლამის განთავსებისა ავტობუსებსა და მეტროპოლიტენში.



გარე რეკლამაზე ერთი კვადრატული მეტრიდან ბიუჯეტში კომპანია outdoor.ge -ის შენატანი 6 ლარს შეადგენს", - განაცხადა ნიკა ურუშაძემ.



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კომპანია outdoor.ge-ის წარმომადგენლებს პრეზენტაცია დაუწუნა და აღნიშნა, რომ, როდესაც თბილისის მთავრობის მხრიდან ხდება კომპანიის მოწვევა, უმჯობესია, კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთოს მისმა ხელმძღვანელმა.



ეს არის მთავრობისადმი პატივისცემა", - აღნიშნა ნარმანიამ.


შეხვედრაზე თბილისის მერი ასევე დაინტერესდა, კონკრეტულად ბაზრის რა წილი უჭირავს outdoor.ge-ს. მისივე განცხადებით, მერიის კუთვნილ ხიდებზე ხდება რეკლამის განთავსება, თუმცა, მერიის ბიუჯეტში თანხები არ შედის, თუნდაც იმისთვის, რომ მოხდეს ამ ხიდების მოვლა-პატრონობა. მან კომპანიის წარმომადგენლებს ასევე მოსთხოვა, თბილისის მთავრობის წარმომადგენლებისთვის მიეწოდებინათ დეტალური ინფორმაცია კონსტრუქციების რაოდენობასა და მის ზრდასთან დაკავშირებით.



გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, კონკრეტულად რამდენი კონსტრუქცია გქონდათ საქმიანობის დასაწყისში და როგორ მოხდა მისი ზრდა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



ის აგრეთვე დაინტერესდა, თუ როგორ აპირებენ თანამშრომლობის გაგრძელებას მერიის ახალ ხელმძღვანელობასთან და რა როლს ასრულებს outdoor.ge სოციალურ რეკლამაში.



outdoor.ge-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილები არიან სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. რაც შეეხება პრეზენტაციას, მათი განცხადებით, პრეზენტაცია მწირი იმიტომ იყო, რომ მათ ეგონათ, შეხვედრა მხოლოდ გაცნობითი ხასიათის იქნებოდა.



მისივე თქმით, კონკრეტული ციფრები და კონსტრუქციების ზრდის შესახებ ინფორმაცია დღეს არ მოუტანია და თბილისის მთავრობის წევრებს დაჰპირდა, რომ ამ ინფორმაციას გონივრულ ფარგლებში აუცილებლად მიაწვდის.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016