reportiori.ge - იანვრიდან ბიზნესოპერატორის აღიარების წესი ამოქმედდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:51
ეკონომიკა
იანვრიდან ბიზნესოპერატორის აღიარების წესი ამოქმედდება
19 სექტემბერი, 2014. 17:14


2015 წლის იანვრიდან ბიზნესოპერატორის აღიარების წესი ამოქმედდება. სურსათის ეროვნულ სააგენტოში დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები რესტორნების მფლობელებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე საუბარი კვების ობიექტებში ღვინისა და მაღალი რისკის შემცველი სურსათის უვნებლობის კონტროლის გამკაცრებაზე იყო.


სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, მუდმივი კომუნიკაცია და კოორდინაცია ჰქონდეს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც მზად არიან, მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფასა და ასევე საკუთარი ობიექტის რეპუტაციაზე იზრუნონ.


სურსათის ეროვნული სააგენტო თავის მხრივ, მზად არის, ნებისმიერ ბიზნესოპერატორს გაუწიოს კონსულტაცია, რათა მათ სურსათის უვნებლობის შიდა კონტროლის სისტემები თავიანთ საწარმოებში დანერგონ.


სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა რესტორნების მფლობელებს გააცნეს რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი, მიკვლევადობის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, სურსათის უვნებლობის შიდა საწარმოო კონტროლის პროცედურები (HACCP), ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომელიც 2015 წლის იანვრიდან შედის ძალაში.


შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრებს რეგულარული სახე მიეცემა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა შესთავაზა ბიზნესოპერატორებს, შექმნან გაერთიანება, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შექმნილ „სამოქალაქო დარბაზთან", რომლის შემადგენლობაში შედიან ექსპერტები, მეცნიერები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016