reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: გარდაბნის სასათბურე მეურნეობის პროდუქტი იმპორტირებული პროდუქტის 30 პროცენტს ჩაანაცვლებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:00
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: გარდაბნის სასათბურე მეურნეობის პროდუქტი იმპორტირებული პროდუქტის 30 პროცენტს ჩაანაცვლებს
19 სექტემბერი, 2014. 18:15


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში სასათბურე მეურნეობის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ თანდათანობით ჩვენ გადავდივართ იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენი მუშაობა თავის ნაყოფს იღებს.



წელს, მაისში ჩვენ ვუმასპინძლეთ საფრანგეთის პრეზიდენტს, ჩვენ ერთად დავესწარით საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმს, სადაც ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემრანდუმს თანაინვესტირების ფონდსა და კომპანია „Richel Group"-შორის. მას შემდეგ სულ რაღაც სამი თვეა გასული და დღეს ჩვენ უკვე მომზადებული პროექტის პრეზენტაციაზე ვხვდებით ერთმანეთს, რომელიც უკვე იწყება და უნდა დასრულდეს ერთ წელიწადში.



ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის სასათბურე მეურნეობა, რომლის ჯამური ფართობია 9 ჰექტარი. აქ მოწეული მოსავალი - პომიდორი, კიტრი და მწვანილი ჩაანაცვლებს იმპორტირებული პროდუქტის 30 პროცენტს. პირველ ეტაპზე წარმოებული პომიდვრის მოცულობა იქნება 1700 ტონა; მეორე ეტაპზე წარმოებულის მოცულობა დამატებით 2 300 ტონა. წარმოების ჯამური მოცულობა პირველი და მეორე ეტაპების დასრულების შემდეგ 4 ათას ტონას გაუტოლდება. პროექტის საბოლოოდ დასრულების შემდეგ კი, რაც უკვე 35 ჰექტარი სასათბურე მეურნეობის განვითარებას გულისხმობს, წარმოების მოცულობა დაახლოებით 25 ათას ტონას მიაღწევს", - განაცხადა პრემიერმა.



ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ეს ნიშნავს სამამულო წარმოების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, რაც მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.



გარდა ამისა, ეს წარმოქმნის ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიან ფასებს და გახდება დიდი სტიმული სხვა ინვესტორებისთვის სოფლის მეურნეობაში კაპიტალის დასაბანდებლად. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ გარდაბნის სასათბურე მეურნეობა იქნება ახალი სიტყვა აგრარულ სექტორში და ეს იქნება ქვეყანაში სოფლის მეურნეობის აღმავლობის დასაწყისი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016