2014 წელი კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის საიუბილეო წელია. ამ თარიღის (100 წლისთავის) აღსანიშნავად საქართველოსა და უცხოეთში არაერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიება ჩატარდა. კონცერტები გაიმართა ანკარაში, ჰამბურგში, ბრიუსელში, ლონდონში, ლისაბონსა და სანქტ-პეტერბურგში.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ალექსი მაჭავარიანის საიუბილეო წლის დასკვნითი კონცერტი დღეს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
კონცერტზე კომპოზიტორის მიერ შექმნილი ნაწარმოებები შესრულდება. გაიმართება ნანა კიკნაძე-შადურის დოკუმენტური ფილმის პრემიერა, რომელიც ალექსი მაჭავარიანის ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობას ასახავს.
პროექტის ორგანიზატორია ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, ხელმძღვანელი მაია ხუროძე.
(მოამზადა ანა ნოდიამ)