reportiori.ge - 6 „ჯადოსნური“ სიტყვა ბავშვის დასათანხმებლად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 05:42
სხვადასხვა
6 „ჯადოსნური“ სიტყვა ბავშვის დასათანხმებლად
ავტორი:
20 სექტემბერი, 2014. 16:14


არსებობს ბავშვთან მოლაპარაკების სხვადასხვა ხერხი, რომლებიც მშობლის ნერვებსაც დაზოგავს და ბავშვიც არ მიეჩვევა დაყვირებას. თუ გინდათ, რომ ბავშვმა გაგიგოთ, დაუჯექით ახლოს, ისე, რომ მზერა ორივეს ერთ სიმაღლეზე გქონდეთ. მიიხუტეთ მკერდზე ან მისი ხელი ხელში აიღეთ და ნაზად, მაგრამ გარკვევით უთხარით სათქმელი. ამ ხერხს შესანიშნავი შედეგები აქვს.


გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე „ჯადოსნური" სიტყვა, რომელიც ურთიერთობას უფრო დამთმობსა და გამგებს ხდის.


 

„კარგი, თუ..." - „არას" ნაცვლად

 

პირდაპირ ნათქვამმა  „არამ" შეიძლება ისტერიკის პროვოცირება გამოიწვიოს. მით უმეტეს,  თუ ბავშვი დაღლილი ან მშიერია. ალტერნატივად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფორმულირება „იქნებ", ან „კარგი, ოღონდ...". ეს ბევრად ეფექტურია, ვიდრე გამუდმებული აკრძალვები. თუ ბავშვი გასეირნებას  გთხოვთ, თან დაუყოვნებლივ, შეგიძლიათ უპასუხოთ: „კარგი, წავედით, ოღონდ თუ სწრაფად მიალაგებ სათამაშოებს". ეს მას დალაგების მოტივაციასაც გაუჩენს, რომელსაც სხვა დროს მთელ დღეს მოანდომებდა. აქ უკვე მთავარია, მშობელმა შეასრულოს დაპირება. თუ სათამაშოებს მართლაც მიალაგებს, მაშინვე ჩააცვით და წაიყვანეთ.


„მაპატიე"

შეცდომა ყველას მოსდის. არც მშობლები არიან გამონაკლისი. საქმე ისაა, რომ შეცდომის შემთხვევაში ბოდიშს ვუხდით მეგობრებს, ნათესავებს, კოლეგებს, მაგრამ საკუთარ შვილებს - არასოდეს. მათ ზრდილობიანი მოპყრობა უფროსებზე ნაკლებად როდი სჭირდებათ. ასეთი მოპყრობით ისინიც სწავლობენ თავაზიანობას.

 

„გაჩერდი"

ამ სიტყვით ელვისებურად შეაჩერებთ ბავშვის მოქმედებას, მაგრამ იქვე უნდა „მიაშველოთ", თუ რა გააკეთოს ამის ნაცვლად. თუ ბავშვები ოთახში ცელქობენ, ნოტაციების კითხვას აზრი არ აქვს. ჯობია დაიყვიროთ: „გაჩერდი" და მაშინვე მიაყოლოთ ინსტრუქცია - „შეძვერით მაგიდის ქვეშ და პაზლი ააწყვეთ".

შეთანხმდით, რომ „გაჩერდი" არის თამაში, რომელიც ყოველთვის უნდა „შეასრულო" - ამ სიტყვის გაგონებისთანავე ყველაფერი „შეშდება". მაგრამ ბოროტად არ ისარგებლოთ ამ შეთანხმებით. მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, როცა სიტუაცია კონტროლიდან გამოდის, სახიფათო ხდება ან ძალიან დიდ ხმაურს იწვევს.


„ვსწავლობთ"

თუ ბავშვს რაიმე შეცდომა მოსდის, დასახმარებლად გამოიყენეთ ფრაზა: „არა უშავს, ვსწავლობთ". ეს ფრაზა მასაც „გადაარჩენს" და თქვენს ნერვებსაც დაზოგავს.


„შეგიძლია"

ეს სიტყვა შეაშველეთ, როცა მას საკუთარ ძალებში ეჭვი ეპარება. წარუმატებლობა მხოლოდ დროებითი მოვლენაა, რომელიც ცოტა მეტი ძალისხმევისა და მონდომების შემდეგ აუცილებლად გამოსწორდება. დაარწმუნეთ ბავშვი თავის შესაძლებლობებში.


„ყოველთვის"

გასაკვირი არ არის, რომ იქ, სადაც ბავშვია, მუდამ ხმაური და ალიაქოთია. მაგრამ არის რაღაც, რაც უცვლელია და მათ შორისაა სიყვარული თქვენი შვილის მიმართ. ბავშვი ამაში დარწმუნებული უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაც დააშავა და მოთმინებიდან გამოგიყვანათ. სასურველია, თუ ყოველ საღამოს რიტუალად აქცევთ ჩახუტებას. მოეფერეთ და უთხარით ბავშვს, რომ ძალიან გიყვართ და ყოველთვის გეყვარებათ, რაც არ უნდა მოხდეს. ბავშვებისთვის ამის გაგონება ძალიან მნიშვნელოვანია.




(წყარო: მშობლები.გე)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016