reportiori.ge - ერიკ რუბინი: არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შესაძლებელია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:07
მსოფლიო
ერიკ რუბინი: არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შესაძლებელია
21 სექტემბერი, 2014. 10:46

 

 

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე  ერიკ რუბინი უკრაინაში არსებული ვითარების მოსაგვარებად სამხედრო გზით  მოგვარების შესაძლებლობას  ეჭვქვეშ აყენებს. მან აღნიშნულ საკითხზე  „ამერიკის ხმის" ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენად მუშაობს.



"სახეზეა უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ ამბოხებული სეპარატისტების პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა და რუსეთის პირდაპირი სამხედრო ჩარევა. ეს ის საკითხებია, რომელთაც წერტილი უნდა დაესვას. იმედი გვაქვს, პრეზიდენტ პოროშენკოს ვაშინგტონში ვიზიტის პარალელურად, მსოფლიო გარკვევით აუხსნის რუსეთის ფედერაციას, რომ მან ყველაფერი უნდა იღონოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკში ხელმოწერილი შეთანხმების მხარდასაჭერად, რამაც სწრაფად უნდა დაასრულოს კონფლიქტი. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი პოროშენკო სიტყვით გამოვიდა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე და ამ საღამოს პრეზიდენტ ობამას შეხვდება. განვიხილავთ გზებს, თუ როგორ აღმოვუჩინოთ უკრაინას უფრო მეტი დახმარება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ რამდენიმე ახალი ნაბიჯის შესახებ. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ვეძებთ სხვა გზებსაც და არ გამოვრიცხავთ არაფერს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დასახმარებლად. მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა ობამამ არა ერთხელ განაცხადა, არ გვჯერა, რომ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შესაძლებელია" , - განაცხადა ერიკ რუბინმა.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016