reportiori.ge - არჩილ ხაბაძე: წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად აჭარის სამი მუნიციპალიტეტი დაზარალდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:49
საზოგადოება
არჩილ ხაბაძე: წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად აჭარის სამი მუნიციპალიტეტი დაზარალდა
21 სექტემბერი, 2014. 13:49


აჭარის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და აჭარაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით,  წვიმის შედეგად დაზარალებულია ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები.

 

"მსურს გაგაცნოთ ბოლო ინფორმაცია აჭარაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. გუშინ ღამით ძლიერი წვიმა და 4-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. ზიანი მიადგა სამ მუნიციპალიტეტს - ბათუმს, ქობულეთს და ხელვაჩაურს. ქედაში, შუახევსა და ხულოში სტაბილური მდგომარეობაა.

 

სინოპტიკოსების ცნობით, დღეს ისევ წვიმაა მოსალოდნელი, 16:00 საათისთვის გამოიდარებს, ღამით ისევ იწვიმებს, მაგრამ ხვალიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მზიანი ამინდი შენარჩუნდება.   

 

რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, ქობულეთს შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია; ბათუმში გათიშულია 7 000 აბონენტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დენი არ მიეწოდება  1790 აბონენტს. გადაუღებელი წვიმების გამო ვერ ხერხდება სამუშაო ჯგუფების მიერ შესაბამისი სამუშაოების შესრულება. გამოდარებისთანავე სპეციალისტების დაიწყებენ ელექტროენერგიის ჩართვას.

 

ამ დროისათვის ბათუმში წყალი არ მიეწოდება ძველი ქსელის აბონენტებს - . ბენზეს, ბონის, გოროდოკის და ბარცხანის დასახლებებს. წყლის სათავე-ნაგებობებში წყალი ამღვრეულია და სარეზერვო ფონდიდან წყლით მარაგდება ქალაქის მხოლოდ ცენტრალური ნაწილი.

 

წყალთან დაკავშირებით პრობლემებია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ ახალშენში დაზიანდა წყლის მილები და წყალი არ მიეწოდება თემის გარკვეულ ნაწილს. წყლის მიწოდება დასტაბილურდება ამინდის ამინდის გაუმჯობესებისთანავე.

 

უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა . ბათუმის ჭაობისა, ბონი-გოროდოკის, აღამაშენებლისა და მახინჯაურის დასახლებებში მდებარე საცხოვრებელი სახლები, ასევე დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ქუჩები.

 

გამოდარებისთანავე ქალაქის ქუჩები და სახლები სარდაფები წყლისგან გათავისუფლება.

 

 

გუშინ დაფიქსირდა მეწყერული მოვლენებიც. ბათუმში მთისძირის ქუჩაზე მეწყერმა ერთი ადამიანი მოიყოლა, მაგრამ სამაშველო სამსახურმა დროულად გამოიყვანა.

 

ქობულეთში, სოფელ ხალაში მეწყერი ჩამოწვა და ქარცივაძეების ოჯახში სახლის კედელი დააზიანა,  ოჯახი დროებით ნათესავებთან არის გადაყვანილი.

 

ხელვაჩაურში, ზედა სამებაში, მეშვიდე რაიონსა და ჩაქვისთავში გზაზე ჩამოწვა მეწყერი, ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ჩაისუბანში ხიდია ჩავარდნილი და ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა.

 

მძიმე ვითარებაა ორთაბათუმის თემში, ახალშენში, მახინჯაურსა და სარფში. წყალი შეუვარდა მოსახლეობას, იყო მეწყერული მოვლენები. გზა არის გადაკეტილი ახალშენში ე.წ. ტაშხანას მიმართულებით, მუნიციპალიტეტის ტექნიკა მობილიზებულია და გზა იწმინდება.

 

რეგიონის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულება შეუფერხებლად ფუნქციონირებს. არ არის დაზიანებული არც ერთი სკოლა, შესაბამისად, ხვალიდან ყველა მათგანში სწავლის პროცესი განახლდება.

 

სწრაფი რეაგირების ჯგუფები ბათუმსა და დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. ამჟამადაც მობილიზებულია ბათუმის მერიის და სხვა მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, აჭარის საგზაო დეპარტამენტი, შსს-ს სამაშველო დეპარტამენტი, სამაშველო სააგენტო, საპატრულო სამსახურები, პოლიციის დანაყოფები, სახანძრო-სამაშველო სამსახურები.

 

მთავრობაში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მონიტორინგს გაუწევს და ზარალს დაითვლის. ასევე, ბათუმის მერიასა და მთავრობის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი 27 20 06, 27 26 06, 27 26 25. აქ შემოსულ ზარებზეც მოხდება დროული რეაგირება", - განაცხადა ხაბაძემ.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016