reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილმა სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:08
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
21 სექტემბერი, 2014. 15:45


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მან განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.


„მის აღმატებულებას, სომხეთის პრეზიდენტს ბატონ სერჟ სარგსიანს

თქვენო აღმატებულებავ!

პირადად ჩემი და საქართველოს მოქალაქეთა სახელით, გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - სომხეთის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს  და ვუერთდები სომეხი ხალხის დღევანდელ ზეიმს.

 

ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა ათასწლეულობით იზომება. საქართველოში პატივს მიაგებენ თქვენი ქვეყნის დიდ კულტურასა და ისტორიას, მის თანამედროვეობას. ჩვენი ურთიერთობა არამხოლოდ ძმობისა და მეგობრობის მაგალითია, არამედ - მნიშვნელოვანი წინაპირობა რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის.

 

მსურს დაგარწმუნოთ, რომ მზად ვარ დაუღალავად  ვიშრომო ამ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი და საქართველოს მოქალაქეთა საუკეთესო სურვილები მოძმე სომეხ ხალხს.

პატივისცემით,

გიორგი მარგველაშვილი"- ნათქვამია განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016