reportiori.ge - დიმიტრი ხუნდაძე: ძალიან ცუდი ფაქტია, როცა პატიმარი საკუთარ ნებაზე გადაადგილდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:55
სამართალი
დიმიტრი ხუნდაძე: ძალიან ცუდი ფაქტია, როცა პატიმარი საკუთარ ნებაზე გადაადგილდება
21 სექტემბერი, 2014. 16:28


საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან პატიმრის გაქცევას გამოეხმაურა. მისი თქმით, პატიმარი საკუთარი სურვილისამებრ არ უნდა გადაადგილდებოდეს. მანვე აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანო შესაბამის სამუშაოს ჩაატარებს.

 

ძალიან ცუდი ფაქტია, არ შეიძლება პატიმარი თავის ნებაზე გადაადგილდებოდეს. ალბათ, ბადრაგიც დაიკითხება და შესაბამისი ორგანოები საჭირო მოქმედებს ჩაატარებენ. სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარების დამძიმებაზე საუბარი, ვფიქრობ, გადაჭარბებული იქნება, რადგან შედარება უნდა გავაკეთოთ იმასთან, რაც ორი წლის წინ იყო. 2012 წლამდე პატიმართა რაოდენობა 3-დან 25 ათასამდე გაიზარდა", - განაცხადა ხუნდაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან მსჯავრდებული რუსლან სოსელია გაიქცა, სადაც ის  სამკურნალოდ იყო მოთავსებული. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016