reportiori.ge - „ნაციონალებმა“ კიდევ ერთი „ენჯეო“ შექმნეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:29
პრეს-დაიჯესტი
„ნაციონალებმა“ კიდევ ერთი „ენჯეო“ შექმნეს!
ავტორი:
21 სექტემბერი, 2014. 22:03


„ნაციონალები" კიდევ ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ქმნიან, რომელსაც „სამართლის თაობა" ერქმევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციაში „ნაცმოძრაობის" წევრი არაერთი ისეთი ახალგაზრდაა, რომლებიც ბევრჯერ ყოფილან შემჩნეული სხვადასხვა აქციებზე პროვოკაციების მოწყობაში, გამუდმებით ატარებდნენ მერაბიშვილის, სააკაშვილის, უგულავას მხარდამჭერ შეკრებებს. მათი უმრავლესობა „თავისუფალი ზონის" წევრი იყო.


რატომ გამოეყვნენ ამ ორგანიზაციას, რა გეგმები აქვთ ერთი შეხედვით უწყინარი სახელის მიღმა და რატომ შეიქმნა ეს ორგანიზაცია მაინცდამაინც ახლა?


ამ კითხვებით „ალიამ" ორგანიზაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, გირშელ ბართაიას მიმართა:


- გირშელ, რატომ დატოვეთ „თავისუფალი ზონა" და ახალი ორგანიზაციის შექმნა მაინცდამაინც ახლა რატომ გადაწყვიტეთ, ხომ არ მოხდა თქვენს შორის განხეთქილება?


-  „სამართლის თაობა" „თავისუფალი ზონისგან" აბსოლუტურად განსხვავებული სტრუქტურის, შინაარსისა და მიზნების არასამთავრობო ორგანიზაციაა. ამ სექტორში გაერთიანებული არიან ინტელექტუალი, პროფესიონალი ადამიანები და სამუშაო პროცესი წარიმართება სხვადასხვა პროექტების სახით: თვითმმართველობის განვითარება, სოფლის, თემის, რაიონული ცენტრის დონეზე. ნაციონალური უმცირესობების აქტიური ჩართულობა მათთან დაკავშირებულ პრობლემებში.


- დამარწმუნე, რომ ეს პოლიტიკური მიზნისთვის შექმნილი ორგანიზაცია არაა...

 

- არასწორად უდგები საკითხს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ არასამთავრობო ორგანიზაციას „თავისუფალ ზონასთან" არანაირი კავშირი არ აქვს და არც იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც მე ეს არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმენი.


- ვინ გაფინანსებთ და რისთვის ემზადებით?


- რაც შეეხება დაფინანსებას, იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე ჩამოგითვალე, ჩვენ უკვე ვმუშაობთ საგრანტო პროექტებზე და პრობლემების აქტუალურობიდან გამომდინარე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსების დიდი იმედი გვაქვს. ორგანიზაციის სტრუქტურა ემყარება თანაბარუფლებიანი და თანაბარსტატუსიანი წევრების მუშაობის პრინციპს და თითოეული მათგანი საკუთარი პროექტით იქნება წარმოდგენილი, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.


- მითხრეს, პარლამენტარი დავით საყვარელიძე იქნება იმ ორგანიზაციის არაფორმალური მმართველიო...

 

- მე ვერ გიპასუხებ, ვინ ამბობს...


რა დგას რეალურად ამ ორგანიზაციის მიღმა? ამ საკითხზე „ალიას" „თავისუფალი თაობის" თანადამფუძნებელი, ანი დარსალია ესაუბრა:


- „ნაციონალურ მოძრაობას" სხვა გზა არ დარჩა, უნდა, რომ საქართველოში შექმნან ისეთი სიტუაცია,  თითქოს არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ. ესენი არიან ინტერესების გამტარებელი ლეკვები. მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ახალ ორგანიზაციას აფუძნებს „ნაციონალებთან" დაახლოებული ერთ-ერთი ბიზნესმენი. ინფორმაცია სრულად არ მაქვს ჯერ გადამოწმებული, ამიტომ გვარს ახლა ვერ დავასახელებ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ იმდენად საცოდავები არიან, უნდათ სიტუაცია განმუხტონ და თქვან, რომ არასამთავრობოს ქმნიან და არა პოლიტიკურ ორგანიზაციას. „ნაციონალებს"საქართველოში ფონის შესაქმნელად, ბევრი მართული არასამთავრობო ორგანიზაცია  სჭირდებათ. ესენი არიან იგივე „ნაციონალები", ერთმანეთზე კუდები აქვთ გადადებული, იდეოლოგიურად ერთნი არიან და ერთი ფინანსები აქვთ.


- ძირითადი ბირთვი „თავისუფალი ზონიდან" ყოფილა, ესენიც პროვოკაციებისთვის ეზადებიან?

 

- ესენი იბრძვიან მხოლოდ ერთი იდეისთვის, მათ უნდა მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება, დააბრუნონ „ნაციონალები" ხელისუფლებაში, გამოუშვან ციხიდან მერაბიშვილი, უგულავა... ვერ ინელებენ, რომ წააბრძანეს  და უნდათ, ყველანაირი გზით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამიტომ აპირებენ დესტაბილიზაციას.


- ადრე „ალია" წერდა, რომ „ნაციონალები" შემოდგომისთვის აპირებდნენ „ენჯეოების" შექმნას. დაზუსტებული ინფორმაცია ხომ არ გაქვთ, ახლო მომავალში კიდევ აპირებენ ორგანიზაციების შექმნას?


- დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ არაა გამორიცხული, რადგან ეს მათ სჭირდებათ. ნუ ირჯებიან ტყუილად, ჩვენთვის არ აქვს მათ რაოდენობას მნიშვნელობა, მოწამლული ახალგაზრდების, მარიონეტების ჯგუფები არიან. „ალიაში" დაბეჭდილი ლადო სადღობელაშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ წამოვიდა მუქარები მათგან, რომ თურმე არ უნდა შევეჭიდოთ მათ, თორემ გაგვანადგურებენ, ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდებიან და მონაგონი იქნება ყველაფერი, პირველი ჩვენ გაგვისწორდებიან. პირადად დაგვემუქრა „თავისუფალზონელი" სალომე მახარაშვილი. ჩვენ სუფთა ხელებით ვიბრძოდით „ნაციონალების" წინააღმდეგ და  არ ავარევინებთ ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა, გვინდა, უკეთესი იყოს და ვაფრთხილებთ მათ, არავის მივცემთ უფლებას, არეულობა მოაწყონ. ჩვენზე წამოსული აგრესია ვერ შეგვაშინებს.


- ინფორმირებული ხართ იმ გეგმების შესახებ, რასაც „თავისუფალი ზონა" და ეს ორგანიზაცია აპირებენ?


- დიახ, ამ პატარა „კიტოვანებს" ყველანაირ წინააღმდეგობას გავუწევთ, რადგან ესენი არიან დესტრუქციული ძალები. აქვე შევნიშნავთ, რომ ამაოდ ცდილობენ ჩვენს დაკავშირებას რუსეთთან, მიგვაჩნია, რომ რუსეთი ოკუპანტია და მისგან ვერ ვიქნებით მართული. ჩვენს უკან დგას ხალხი და სამშობლოს სიყვარული, ის ეროვნული ფასეულობები, რომლის გადაჯიშება უნდოდათ მუტანტ თარგამაძეს და ბოკერიას. ვიდგებით სულ წინა პლანზე და მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხია ჩვენი მმართველი და დამკვეთი. ჯოჯოხეთი უნდა ჰქონდეთ იმ „ნაციონალებს", რა ჯოჯოხეთიც გვქონდა ჩვენ 9 წლის მანძილზე.


ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016