reportiori.ge - გინდათ, გქონდეთ კარგი მეხსიერება?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:48
სხვადასხვა
გინდათ, გქონდეთ კარგი მეხსიერება?
ავტორი:
22 სექტემბერი, 2014. 13:05


მეხსიერება  თურმე იტევს  დაახლოებით  10  გიგაბაიტ  ინფორმაციას. ასეთი ინფორმაციით შეიძლება  დაიტვირთოს  ძალიან  ძლიერი კომპიუტერი. ამ სიმდიდრიდან ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ მეათედს, დანარჩენი ინფორმაცია კი ჩვენი ტვინის ხვეულებში ილექება  ე.წ. მეხსიერებაში, რომელიც სპეციალისტების აზრით, სამი სახისაა: ოპერატიული, ხანმოკლე და ხანგრძლივი. პირველი ორი წარმოიქმნება თავის ტვინის ნერვულ უჯრედებს შორის კავშირის წყალობით, ხოლო ხანგრძლივი მეხსიერების წარმოქმნაში მონაწილეობს ცილები და ნუკლეინის მჟავები.


მოხუცებულობაში  მეხსიერება  ქვეითდება , რადგან თავის ტვინის ქერქის  უჯრედები კვდება  და  ირღვევა  მათ შორის კავშირი.ზოგჯერ მეხსიერების მკვეთრი  დაქვეითების  მიზეზი  ხდება  ალცჰაიმერის  ან  სისხლძარღვების  დაავადებები: ათეროსკლეროზი,  სისხლძარღვების  ტონუსის დარღვევა  და  ა.შ.



ნათელი  აზროვნების  შესანარჩუნებლად  საჭიროა,  ამაზე  ახალგაზრდობიდანვე ვიზრუნოთ: სისტემატურად უნდა გავაკონტროლოთ საკვებში ქოლესტერინის დონე, უპირატესობა მივანიჭოთ  მცენარეულ პროდუქტებს,  წითელ ღვინოს,  ვიმოძრაოთ ბევრი და, რაც მთავარია, თავი დავანებოთ მოწევას. სისტემატურად გავიზომოთ  არტერიული წნევა  და  წელიწადში ორჯერ  შევამოწმოთ  ქოლესტერინის დონე. თუ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეამჩნიეთ, მიმართეთ ექიმს. საწყის სტადიაში მკურნალობა ადვილია. მოამარაგეთ  ორგანიზმი კალციუმით,  მაგნიუმითა და თუთიით, რაც მთავარია, ავარჯიშეთ მეხსიერება: ამოსხენით კროსვორდები, ისწავლეთ ლექსები ზეპირად და დაითვალეთ კალკულატორის გარეშე.


წყარო:  ჯანმრთელობაინფო.ჯი

(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016