reportiori.ge - თვითდიაგნოსტიკა გარეგნობის მიხედვით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 05:51
სხვადასხვა
თვითდიაგნოსტიკა გარეგნობის მიხედვით
ავტორი:
23 სექტემბერი, 2014. 15:12


ადამიანების უმრავლესობას არ აქვს იმის საშუალება, რომ თუნდაც წელიწადში ერთხელ  საერთო დიაგნოსტიკური გამოკვლევა ჩაიტაროს. ამიტომ გთავაზობთ ძველი ჩინელი მკურნალის მეთოდს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ, საკუთარ თავს დიაგნოზი დაუსვათ. ჩაიხედეთ ყოველ დილით სარკეში, დაუკვირდით თითოეულ ნაკვთს და აღმოაჩინეთ ცვლილებები. იყავით დაკვირვებულები და თქვენ შეძლებთ, ადრეულ სტადიაზე შეამჩნიოთ ესა თუ ის დაავადება საკუთარ თავს და თქვენს გარშემომყოფებს, რითაც შეძლებთ დახმარებას.  ადრე დასმული დიაგნოზით მკურნალობას  ბევრად სწრაფად დაიწყებთ და უფრო ეფექტური შედეგი ექნება.



1.    ცხვირი - ჩინელი მკურნალები თვლიდნენ, რომ ცხვირი მთლიანად ასახავს ადამიანის ხერხემლის მდგომარეობას, ეს კი დიდ გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე.


2.    ცხვირის ნესტოები თუ წითლდება და იმ ადგილას კანი თხელდება, ამ დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში სერიოზული პრობლემებია მოსალოდნელი; ამავე დროს, ეს სიმპტომი შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ სისხლში შაქრის დონემ მოიმატა.



3.  ცხვირის წვერზე კანი აქერცვლა ან გაღიზიანება იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ზედმეტად ეტანებით რძის პროდუქტებს, რომლებზეც უარის თქმაა საჭირო და უნდა მიიღოთ მწვანე ფერის ბოსტნეული.


4.  მოლურჯო - მოწითალო ფერის ცხვირი პირდაპირ მიუთითებს სისხლის დაბალ წნევაზე, ახასიათებს ჰიპოტონიით დაავადებულ ადამიანებს.



5.  ცხვირის ცალკეული ადგილების გაფერმკრთალება, ნესტოების სიფერმკრთალე მიუთითებს პნევმონიაზე (ფილტვების ანთება). ეს ნიშანი ხშირად უჩნდებათ პნევმონიით დაავადებულ ბავშვებს.


6.  ცხვირის ბრინჯაოსფერი შეფერილობა, რომელსაც თან ახლავს მუქი ფერის წერტილოვანი წარმონაქმნები - ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ან ელენთის დაავადებებზე მიანიშნებს.



7.  ცხვირის ზემოთ, შუბლის არეში ღრმა ვერტიკალური ნაოჭები ისეთ ადამიანს უჩნდება, რომელიც ხშირად ვარდება დეპრესიაში და შემდეგ ძალიან უჭირს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.


8.  ცხვირის ზემოთ ჰორიზონტალურად ღრმა ნაოჭები პირდაპირ მიუთითებს ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებულ პრობლემებზე.



9.  ცხვირის ნესტოებზე მკაფიოდ გამოკვეთილი კაპილარები პირდაპირ მიუთითებს ღვიძლის დაავადებაზე; აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.


10.  ცხვირსა და ზედა ბაგეს შორის მარცხენა მხარეს არსებული ღრმა ნაოჭი მიუთითებს მსხვილი ნაწლავის უწესრიგობაზე. ადვილი შესაძლებელია, ამ დროს სწორი ნაწლავი ადგილიდან იყოს დაძრული და გადაწეული მარცხენა მხარეს.



11. ცხვირის მახვილი წვერი კუჭის გაღიზიანებასა და გასტრიტულ მოვლენებზე მიუთითებს.


12. ცხვირის წვერის გაფერმკრთალება სისხლის მიმოქცევის დარღვევასა და წყლულოვანი დაავადებების საფრთხეზე მიანიშნებს.



13. ცხვირის მიჭყლეტილი წვერი პირდაპირ მიუთითებს კუჭის წყლულის არსებობაზე.


14. ცხვრის შესივებული წვერი გულის სისუსტის ნიშანია.



15. ცხვირის წვერი შესამჩნევი გაორებული ღარით - გულის დეფექტზე, არითმიაზე მიგვანიშნებს.


16. ცხვირის წვერის გამკვრივება - მოახლოებული ინფარქტის ნიშანია.



17.                 ყვრიმალები დაკავშირებულია ნაღვლის ბუშტთან. თუ ამ ადგილებში ხშირად იჩენს თავს მუწუკები, მიაქციეთ ყურადღება ნაღვლის ბუშტს და ჩაიტარეთ გამწმენდი პროცედურები.


18. ნიკაპი - თუ ქალს მენსტრუალური ციკლის დროს ნიკაპზე მუწუკები უჩნდება, ეს იმის მაუწყებელია, რომ მისი ნაწლავები მოსაწესრიგებელია. საჭიროა დიეტა და ორგანიზმის გაწმენდა.



19.                პირის კუთხეებში წვრილი მუწუკები თუ ჩნდება ან ამ ადგილას კანი იქერცლება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თორმეტგოჯა ნაწლავი არასწორად ფუნქციონირებს.


20.                ტუჩებზე თუ კანი იქერცლება, კუჭის დაავადების ნიშანია.



21.                პირის გარშემო ძარღვების გაგანიერება გასტრიტზე, გასტროკოლიტზე მიუთითებს.


22.                ყავისფერი ლაქები თმის ძირებთან ღვიძლის გადატვირთვაზე, ორსულობაზე მიგვანიშნებს.



23.                კოჟრი მარცხენა ფეხის ნეკა თითთან - გულის გაუმართავი მუშაობს ნიშანია.



წყარო: როგორ.ჯე

 

(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016