reportiori.ge - ზამთრის დეპრესია - როგორ გავუმკლავდეთ მას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 05:33
სხვადასხვა
ზამთრის დეპრესია - როგორ გავუმკლავდეთ მას
ავტორი:
24 სექტემბერი, 2014. 18:31

 

 

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ბევრს ეცვლება გუნება-განწყობილება და დეპრესიაში ვარდება. 

 

 

არა აქვს მნიშვნელობა, ზამთარი გიყვართ თუ არა, მელანქოლიური განწყობა ხშირად ამ პერიოდის თანმხლებია,  თუმცა, ხშირად დეპრესიაში გადაიზრდება და სხვადასხვა სიმპტომებით არის დამოხატული: დაღლილობა, ენერგიის დაკარგვა, ძილიანობა და  ყველაფრისადმი უკმაყოფილობა, დაბნეულობა,  ტკბილეულის მიმართ ძლიერი ლტოლვა, გაღიზიანება და ცუდი განწყობა.

 

 

კვლევებით დადასტურებულია, რომ  ამ ემოციურ მდგომარეობას  ქალები მამაკაცებზე 2-ჯერ ხშირად განიცდიან. სეზონური დეპრესიის მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დღის ხანგძლივობის შემცირებაა,  რადგან მზის სხივების ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს ჰოპოთალამუსის (ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ისეთ ფუნქციებზე, როგორიცაა განწყობა, ძილი, მადა, სექსი  და ა.შ.) მუშაობაზე, არღვევს მელატონინის („ძილის ჰორმონი") ბალანსს და აფერხებს სეროტონინის („ბედნიერების ჰორმონი") გამოყოფას.



ზამთრის დეპრესიის ნიშნები, როგორც წესი, ვლინდება შემოდგომის დასაწყისში, როდესაც დღის ხანგრძლივობა საგრძნობლად კლებულობს. იწყება წვიმიანი და პირქუში ამინდები. ამ პერიოდში ადამიანს  გაციებასა და  სურდოთი  გამოწვეული უხერხული მომენტების შიში უჩნდება და  სახლიდან გასვლის სურვილი არ აქვს.



რა უნდა გავაკეთოთ, რათა  თავიდან ავიცილოთ ზამთრის დეპრესია ან შევამციროთ მისი სიმპტომების სიძლიერე?!



1.დღისით რაც შეიძლება მეტი ისეირნეთ: გარდა იმისა, რომ აგიმაღლდებათ განწყობა, დღის სინათლე D ვიტამინის გამოყოფას უწყობს ხელს, რომლის ნაკლებობაც დეპრესიას და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს.



2. მეტი დრო ფანჯარასთან გაატარეთ. ამ დროს შესაძლოა, შემოქმედებითმა მუზამაც კი მოგაკითხოთ. მასზე ფიქრი განწყობას გამოგისწორებთ.



3.რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ და დაიტვირთეთ ფიზიკურად. ვარჯიშები და მოძრაობა სეროტონინის გამოყოფას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, განწყობის ამაღლებაზეა პასუხისმგებელი. განსაკუთრებით სასარგებლოა სუფთა ჰაერზე ვარჯიში: ამით თქვენ ზამთრის დეპრესიას ორმაგ დარტყმას მიაყენებთ.



4. გაატარეთ მეტი დრო მეგობრებთან ერთად, უყურეთ სასიამოვნო ფილმს. არაფერი ჯობს მეგობრებთან დროის გატარებას. მათთან საუბარი გაგახალისებთ.



5.იკითხეთ საინტერესო წიგნები. იმისთვის, რომ იყოთ ენერგიულები, კარგად გამოიძინეთ და ბევრი იცინეთ.

 


მთავარია, არ დავნებდეთ და არ მივცეთ ზამთარს ჩვენი განწყობის გაფუჭების უფლება.

 

 

 

 

 

(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016