reportiori.ge - ყადაღ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 03:03
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ყადაღ!
ავტორი:
24 სექტემბერი, 2014. 23:34



მართალია, ლეგენდარული ნათია მოგელაძე, რომელმაც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინ მთელი ოპოზიცია და „გლობალტივის" თეფშები დააყადაღა, დღეს გაქანებული ნაცის - ლაშა თორდიას სახელმწიფო აუდიტის სამსახურშია მოკალათებული, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ქონების დამყადაღებლად ის მაინც არ გამოდგებოდა; ამიტომაც ეს საპატიო და ძვირფასი მისია საქართველოს მთავარმა პროკურატურამ იტვირთა და დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს, სანრა რულოვსს, გიული ალასანიას, ნიკა სააკაშვილსა და მზია წერეთელს შემდეგი ქონება დაუყადღაა:


1.  ქ. ყვარელში მდებარე 2332 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;


2.  ქ. ყვარელში მდებარე 1316 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;


3.  ქ. ყვარელში მდებარე 2441 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;


4. ქ. ყვარელში მდებარე 1207 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;


5. ქ. ყვარელში მდებარე 6820 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 97 კვ.მ. შენობა-ნაგებობით;


6. ქ. ყვარელში მდებარე 682 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;


7. ქ. ყვარელში მდებარე 1668 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;


8. ქ. ყვარელში მდებარე 2637 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;


9. HONDA ACCORD-ის მარკის ავტომანქანა (გამოშვების წელი 1988);


10. ქ. თბილისში, ბარნოვის № 9-ში მდებარე 154 კვ.მ. ბინა და 164 კვ.მ. მანსარდა.


11. ქ. ყვარელში მდებარე 1313 კვ.მ., 251 კვ.მ., 334 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები;


12. ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა № 5-ში მდებარე 172.80 კვ.მ. ბინა;


13. შპს „ილუჯი ბაღში" გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 50 %-იანი წილი;


14. ქ. თბილისში. ილია ჭავჭავაძის გამზ. № 37-ში მდებარე 197 კვ.მ. მშენებარე ბინა;


15. ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში მდებარე 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;


16. TOYOTA RAV4-ის მარკის ავტომანქანა (გამოშვების წელი 2010).


17. TOYOTA LANDCRUISER LC 200-ის მარკის ავტომანქანა (გამოშვების წელი 2014).



ეს ყველაფერი ძალიან წააგავს ცნობილ სცენას მიხეილ ჭიაურელის საქვეყნოდ ცნობილი ფილმიდან „ქეთო და კოტე", როცა თავად ლევანთან სამაჭანკლოდ მისული ქაბატო ქეთოს მზითევის არზას გაშლის და ჩამოარაკრაკებს:


„დარბადი და დიბას ქარვა

ბაფთები და ბაღდადები,

ოქრომკედით ნაქარგები,

ნოხები და ფარდაგები;

მარგალიტის გულსაბნევი,

ლალები და ალმასები,

ბადახშები, ფირუზები..."


მიშას რაც ქონება დაუყადაღეს, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, იმის ფასი სააკაშვილს თავისი იახტის მარტო ერთი ლუქსის კეთილმოწყობაში აქვს გადახდილი, მაგრამ განკულაკების პროცესი ხომ დაიწყო და ხელისუფლებამ საქართველოს სხვა დამაქცევრებსაც ხომ ჩაუკრა თვალი ავად?


მიუხედავად ამისა, სააკაშვილი თითს არ კაკვავს და უტიფრად აცხადებს - „ეს ქონება, რომელიც ამ დღეებში ივანიშვილმა წაიღო, არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ რას ნიშნავს არაკორუმპირებული პრეზიდენტი, რას ნიშნავს სახელმწიფო მოხელე, რომელიც არ იპარავს, პოლიტიკოსი, რომელიც ახმარს ფულს ხალხს და არც ერთ თეთრს საკუთარ თავსა და ოჯახს. მაჩვენეთ ერთი პრეზიდენტი მთელს მსოფლიოში, რომელიც 9 წელი იყო პრეზიდენტი და უფრო პატარა სახლი აქვს, ვიდრე ჩემი სახლია - ერთადერთი ქონება, რაც მე შევქმენი 9 წლის განმავლობაში... ჩემი ქონება კი არ დააყადაღეს, საქართველო დააყადაღეს!"


ძვირფასო მკითხველო, აი, ეს ბოლო ფრაზა ნამდვილად გამოდგება ჩვენი წერილის კვინტენსენციად, რადგან, თუ საქართველოს მთავარი პროკურატურა კუდის ძირამდე ჩაჰყვება მიშასა და მისი ხროვის ქონებებს, აღმოჩნდება, რომ ფოთის პორტით დაწყებული, უკლებლივ ყველა დიდი ბიზნესით დამთავრებული, სადაც დოლარების შრიალი ისმის, ყველგან სააკაშვილის, თემურ ალასანიას, ვანო მერაბიშვილის, ძმები ბეჟუაშვილ-მარტიროსოვების, მერაბ სამადაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის სხვა ხელისბიჭების მოურავები დაძრწიან.


სააკაშვილის ნამდვილი და რეალური ქონებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას ჯერჯერობით არ მიუკვლევია და თუ ხელისუფლებას მიშას სეიფის საიდუმლოს გაგება სურს, მაშინ უნდა დაიჭირონ, მოიტაცონ ან მოიპარონ ნაცისტური ხროვის ტანმოკლე ჰიმლერი ზურაბ ადეიშვილი, რომლის გამხმარ მკერდზეც ნაცმოძრაობის პარტიული „ობშიაგის" კლიტეა ჩამოკიდებული...


არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ავადსახსენებელი ომის დროს, როცა თბილისში პანიკა დაიწყო და მთელი ქალაქი კახეთისკენ მიმავალ გზას დაადგა, ლეჩხუმის ქუჩაზე გაძლიერებული დაცვის თანხლებით და რამდენიმე შავი „ჯიპით" მოულოდნელად გამოჩნდა ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც აქოშინებულმა აირბინა თავისი საცხოვრებელი სახლს კიბეები. რამდენიმე წუთის შემდეგ ადეიშვილის სახლიდან გამოვიდნენ დაცვის კუნთმაგარი წევრები, რომლებიც ძლივს მოათრევდნენ ეგრეთწოდებულ კეისებს. ბიჭებს წინ მოუძღოდათ ზურაბ ადეიშვილი...


საინტერესოა, რა იდო იმ კეისებში? ფული? გამორიცხულია, ფული ასეთი მძიმე არ არის, მსგავსი სიმძიმე ბაჯაღლო ოქროს უმთავრესი თვისებაა!


არსებობს ეკონომისტთა გათვლები, რომლის თანახმადაც 9 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით 17 მილიარდი ლარი აქვს „შეტყაპუნებული"... სწორედ ამ თანხის უმცირესი ნაწილია ის 700 ათასი, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურატურა დავით ბაქრაძეს ედავება.


ახლა ხომ წარმოგიდგენიათ ქვეყნის ბიუჯეტიდან რამდენი ექნებათ შეთქვლეფილი ძმებ ბეჟუშვილ-მარტიროსოვებს, გიგა ბოკერიას, ვანო მერაბიშვილს, „ზარალას" და გივია თარგამაძეს, რომელიც უკანასკნელ დრომდე უკრაინიდან შემოტანილი სამშენებლო მასალების მთელ ბიზნესს აკონტროლებდა!


გივი თარგამაძე, რომელიც ჩამოყალიბებული ალკოჰოლიკია, სიზმარშიც რომ ვერ ინატრებდა, ისეთ ქერის ორმოშია ჩავარდნილი. რაც უფრო გაიზარდა გივის ქონება, უფრო გაფართოვდა მისი ყბა და თარგამაძემაც გასაგებად ლაპარაკს უმატა.


დღეს, როცა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უმნიშვნელო, მაგრამ მაინც, საკუთრება დააყადაღა, გივის და სხვა ნაცისტებს, რომელთა ქონებაც ჯერ არ დაუყ(ბ)ადაღებიათ, გაოცებისაგან ყბა ჩამოუვარდათ!


როგორც ერთ ანიმაციურ ფილმშია, - „ყადაღ!" - დაჩხავის ყვავი სააკაშვილის ნაცისტური ხროვის სალაროს და ვაი, იმას, ვის ერდოზეც ყვანჩალა ჩამოჯდება...


საქართველოს მთავარო პროკურატურავ, ეძიე და დააყადაღე მიხეილ სააკაშვილის რეალური ქონება, რომელიც მილიარდებს ითვლის და დატოვე სააკაშვილი ყბადაღებული!


დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016