ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ვესაურებით დიდ ქართველ პოეტს რეზო ამაშუკელს, რომელიც ჩვეულ სტილს არ ღალატობს და კვლავ ძალიან მწვავე და რადიკალურ განცხადებებს აკეთებს.
- ბატონო რეზო, რამდენიმეკვირიანი კინკლაობა და გაწამაწია, თუ ვინ უნდა წასულიყო ამერიკაში, გაერო-ს ასამბლეაზე, პრეზიდენტი მარგველაშვილი თუ პრემიერი ღარიბაშვილი, როგორც იქნა, დასრულდა და გაირკვა, რომ თბილისიდან ნიუ-იორკში მხოლოდ ერთი დელეგაცია გემგზავრება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. კმაყოფილი ხართ ამ შედეგით?
- როგორ შეიძლება კმაყოფილი ვიყო, როცა ქვეყანას ასეთი პრეზიდენტი ჰყავს?!. მარგველაშვილი მთლიანად სააკაშვილის სადირიჟრო ჯოხის ქვეშ მოქმედებს! მე ამაში ჯერ კიდევ მაშინ დავრწმუნდი, როცა ეგ რიყეზე გამართულ ლიბერასტ-პედერასტების კონცერტზე მიქანდა. არადა, ეს ნაციონალების ორგანიზებული კონცერტი იყო და მთელი ბოკერია-გაბაშვილები იქ ეყარნენ!
მერე იყო და, ავლაბრის რეზიდენციაში შევიდა, როცა თვითონ ამბობდა, ეს გარყვნილების ბუდეაო! სხვათაშორის, არა მგონია, თავად მარგველაშვილიც გარყვნილებისაგან ძალიან შორს იდგეს! თუ არადა, კარგად დააკვირდით და მიხვდებით!
ჩემი ღრმა რწმენაა და ვერავინ გადამათქმევინებს, რომ მარგველაშვილსა და სააკაშვილს კუდი კუდზე აქვთ გადაბმული!
ჩემთვის თუნდაც მარტო ის არის საკმარისი, რომ მარგველაშვილი მაცივრების „ბარიგა" თემურ იაკობაშვილთან მეგობრობს და ამ ნაციონალების „ყარაბას-ბარაბასს" სთხოვდა, თურმე, ამერიკაში ვიზიტის ორგანიზებას!
- თემურ იაკობაშვილი მაცივრების „ბარიგა" რატომ არის?
- სანამ პოლიტიკაში მოეთრეოდა, მაცივრებით ვაჭრობდა.!! დააკვირდით, რა გარემოცვა ჰყავს მარგველაშვილს! რა უფლებით ლაპარაკობს ეს ყმაწვილი, არჩეული პრეზიდენტი ვარო?!
- ის მართლაც ხალხის მიერ არის არჩეული, ბატონო რეზო!
- კი არის არჩეული, მაგრამ ჩემზე კარგად ხომ თვითონ იცის, როგორ და რატომ არის არჩეული?! თუ დაავიწყდა ვაჟბატონს, ვისი ხათრით აირჩია ხალხმა?!
ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, ბიძინა ივანიშვილი რომ არა, მარგველაშვილს საკუთარი ქათმებიც არ მისცემდნენ ხმას! ვინ არის ეგ საერთოდ?! თავიდანვე კარგად უნდა გვცოდნოდა ამ ყმაწვილის მისწრაფებები და მიზნები! ახლა რომ ვაკვირდები, არაფერი ქართული მასში არ დევს!
- მერედა, ამ ყველაფერში ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ?
- ერთხელ ვთქვი და ამას ვერ გადამათქმევინებს ვერავინ, ეს ჩემთვის არის ფორმულა, რომელიც არასოდეს შეიცვლება - ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა საქართველოს ბედი, იხსნა ეს ქვეყანა ფიზიკური და სულიერი განადგურებისაგან!
რასაკვირველია, 1 ოქტომბრის გამარჯვება ქართველი ხალხის დიდი დამსახურებაა, მაგრამ მანამდე სად იყო ეს ქართველი ხალხი? ბიძინა ივანიშვილამდე რატომ ვერავინ შეძლო სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება?!
ამიტომ, კარგად დავფიქრდეთ, ვის რა პრეტენზიებს ვუყენებთ! ახლა გარშემო რომ აყაყანდნენ ვიღაც-ვიღაც პარტიები, ყველა ჭკვიანად იყოს, თორემ ზოგ-ზოგიერთს, კაცი იქნება თუ ქალი, თავიდან გავუხსენებ ყველაფერს!
მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი, სიცოცხლით ვარ ვალდებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე! ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ მე ცოტა ძნელი მოსათვინიერებელი და ძნელი საყიდელი ვარ, თუმცა, სხვებზე კარგად ვიცი ფულის ხარჯვაც და დროსტარებაც!
ასე რომ, კარგად დაფიქრდეს დიდიც და პატარაც, რას გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა საქართველო!
ხომ გახსოვთ, მარგველაშვილი მუშტებს როგორ იქნევდა და როგორ იღრინებოდა, როგორც კი პრეზიდენტად ამირჩევთ, კოჰაბიტაცია იმ დღესვე დამთარვდებაო, მაგრამ როგორც კი სავარძელში ჩადეს, ვაჟბატონმა „პლასტინკა" გადაატრიალა, იმიტომ, რომ მაგას და ნაციონალებს ერთი სისხლი აქვთ!
- ისე, ნაციონალები მართლაც მაგრად გულშემატკივრობენ მარგველაშვილს!
- თავიდან ბოლომდე მაგათია და უგულშემატკივრებენ, აბა, რას იზამენ?! ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დგას ქართული სახელმწიფო! ქართველები ასე როგორ დავჩლუნგდით, რომ კაცი მთელ ერს დებილს გვეძახის, დაგვიწერა, დიაგნოზი დაგვისვა - გონებაშეზღუდულები ხართო და ასეთ კაცს პრეზიდენტად ვიტანთ! პირდაპირ ვაცხადებ, უთავმოყვარეო ერი ვართ ჩვენ!
პირდაპირ ასე დაწერეთ - მარგველაშვილი ამერიკაში კი არ უნდა წავიდეს, დუშეთში უნდა გადასახლდეს, წინსაფარი გაიკეთოს, ბევრი სიმინდი ჩაიყაროს და „ჯუ-ჯუ-ჯუ" უძახოს თავის ქათმებს! ინდაურებს თუ გაურევს შიგადაშიგ, უკეთესია, იმიტომ, რომ ფხალაძე უდგას გვერდით და ინდაურის ჭუკებს ფხალი უყვართ!
და კიდევ, მარგველაშვილს თავმოყვარეობის ნატამალი რომ გააჩნდეს, ერი „კარალევა მარგოს" და „მთავარსარდალს" რომ ეძახის, დაიხურავდა ქუდს და სახლში წავიდოდა!
- ბატონო რეზო...
- ერთი წუთით... ამერიკის ელჩმა პირდაპირ შუბლზე დაგვაწება, კრიზისი ყოველ წუთს მოსალოდნელიაო. ეს რას ნიშნავს? არის თუ არა ეს ნაციონალებისათვის გაგზავნილი „მესიჯი"? კრიზისს დესტაბილიზაცია მოჰყვება და სწორედ ამას ამზადებენ ესენი!
თქვენ როგორ ფიქრობთ, მე იმდენი ჭკუა არ მაქვს, რომ გავჩუმდე და ჩემთვის დავჯდე? ამ სიბერეში ორი ბოთლი ღვინის ფულს კი ვიშოვნი, იმიტომ, რომ მეგობრები მყავს და მომხედავენ. დავჯდები და ირაკლი აბაშიძის ნაჩუქარი პატარა ჭიქით დავლევ, მაგრამ ახლა ხმა რომ არ ამოვიღო და ჩუმად დავეგდო, კაცი მერქმევა?! ზოგიერთების გასაგონადაც ვიძახი ამას, ფულები რომ კარგად დააგროვეს და გატრუნულები არიან!
- მთელს ამ ორომტრიალში ისე ჩანს, რომ ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძლიერი მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი. ამაზე რას იტყვით?
- კატეგორიულად არ დაგეთანხმები! ირაკლი ღარიბაშვილს ხალხში დიდი მხარდაჭერა აქვს!
- ხალხი, კი ბატონო, მაგრამ ხელისუფლების შიგნით და, ზოგადად, პოლიტიკურ სპექტრში ჰყავს მოკავშირეები?
- ხალხი ძალიან დიდი სიმპათიით არის განმსჭვალული ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, მაგარამ ხალხის ამ განწყობას თვითონ ბატონმა ირაკლიმაც უნდა შეუწყოს ხელი!
- რას გულისხმობთ?
- ერთხელ ჩემი ყურით მოვისმინე, ზოგიერთი მინისტრი ისეთი ფამილარულია, ირაკლის „ირას" ეძახის!
- საიდან მოისმინეთ ასეთი რამ?
- ერთ-ერთ შეკრებაზე! როგორი ახლო ურთიერთობაც არ უნდა გქონდეს, ის პრემიერ-მინისტრია და სუბორდინაცია ყოველთვის დაცული უნდა იყოს!
ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი შრომით, თავისი განათლებით მიაღწია ყველაფერს, სუფთა ბიოგრაფიით მოვიდა და როგორც ყველა წესიერი კაცი, შეიძლება, ხშირად ზედმეტად მიმნდობიც არის!
ირაკლი ღარიბაშვილი იმ აზროვნებაში ვერასოდეს ჩაჯდება, რომელიც ზოგიერთ მინისტრს აქვს! მაგალითად, გადაქოქილი პატეფონივით მოლაპარაკე ზაქარეიშვილის ფსიქიკა და დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ და ღარიბაშვილის დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან!
ირაკლი ღარიბაშვილი დინების საწინააღმდეგოდ მიდის! ყოველ წუთში უჩიჩინებენ, იქნებ რუსეთის გასაღიზიანებელი ნაბიჯები გადადგას, მაგრამ ამ ახალგაზრდა ბიჭს იმდენი ჭკუა და კაცობა ჰყოფნის, რომ ფილიგრანულად იაროს ბეწვის ხიდზე!
- თუმცა, ბეწვის ხიდზე სიარული მაინც სახიფათოა, ბატონო რეზო!
- რა თქმა უნდა, სახიფათოა! დღეს მოვისმინე, რომ ამერიკამ საქართველო თავის მთავარ პარტნიორად აღიარა! დიდი მადლობა ბატონებო, მაგრამ მე მაქვს ერთი კითხვა, რომელზეც აუცილებლად ვითხოვ კონკრეტულ პასუხს ამერიკის მთავრობისაგან, მისი ელჩისაგან - ქართველი ხალხის მთავარი პარტნიორები არიან თუ სააკაშვილისა და მისი ფაშისტური გუნდის მთავარი დამცველები? მე, როგორც რიგით ქართველს, რომელიც ამ შემთხვევაში ასიათასობით ჩემნაირის პოზიციას ვახმოვანებ, გამცენ პასუხი ამ კითხვაზე ნორლანდმაც და ობამა იქნება თუ ვინც იქნება, ყველამ! აირჩიონ - ან ეს სისხლისმსმელები, რომლებსაც თავგამოდებით იცავენ და ბოდიში უწმაწური გამოთქმისათვის, მაგრამ თითს აძლევენ, ან - ქართველი ხალხი!
და კიდევ, ყველა ერთად შუაზე რომ გაიხეს, ვერავინ ამიკრძალავს, მე მიყვარდეს პუშკინი, ტოლსტოი, ბლოკი, მანდელშტამი, ცვეტაევა, ახმატოვა, ახმადულინა და ა.შ. დიახ, ვერავინ ამიკრძალავს რუსული კულტურის პატივისცემას!
კომუნისტური პარტიის წევრი ვიყავი და სამჯერ არ ვიქნები ნამყოფი პარტიის კრებაზე, ზოგიერთებისგან განსხვავებით, თავიანთ მანდატებს რომ ინახავდნენ და სხვებისას ყრიდნენ!
მე არ მავიწყდება ის უბედურება, რაც რუსეთმა 2008 წელს დაგვმართა, არც სხვა უბედურებებს ვივიწყებ, მაგრამ ილია ჭავჭავაძიდან დაწყებული, მთელმა ქართველმა ინტელიგენციამ განათლება რუსეთში მიიღო და იქიდან წამოვიდა ეს აზროვნება! რატომ ვკარგავთ ამას?
ერეკლე მეორე, თურმე, მეფე არ ყოფილა! მუხრან მაჭავარიანი ჩემი ძმა იყო და ძმა იქნება ყოველთვის, მაგრამ როცა დაწერა - „ვერ იდავითა პატარა კახმა"-ო, ვუთხარი, არ ხარ სწორი-მეთქი!
ერეკლეს მონობაზე არ მოუწერია ხელი! იმ ტრაქტატში სულ სხვა რამე იყო ჩაწერილი, მაგრამ მერე გვიღალატეს რუსებმა!
- ბატონო რეზო, ნაციონალები საკმაოდ წამოყელყელავდნენ... აი, მაგალითად, გივი თარგამაძე ხელისუფლებას ემუქრება, პასუხისგებისთვის მოემზადეთო, ხოლო ბიძინა ივანიშვილს ეუბნება, მაგ შენს ზვიგენს „მატროსოვის" ციხეში გაგატანთო. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- პირდაპირ ულტიმატუმს ვუყენებ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მთელ ხელისუფლებას - ბატონებო, ვცდილობ, თავზე არ გადაგახტეთ, მაგრამ ცოტა ხანში თქვენც აღარ გაგიწევთ ანგარიშს!
დიახ, თუ შევატყვე, რომ სამართალი ისევ აგვიანებს და ხელისუფლება ვერ უვლის ამ ნაცბანდას, მთელ საქართველოს ფეხზე დავაყენებ და ნაციონალებს სახლებიდან გამოვათრევ! არანაირი კანონი აღარ მაინტერესებს! ის „ანტიდისკრიმინაციული კანონი" რომ მიიღეს, დაახვიონ და ყურებში გაითხარონ!
დიახ, აღარ ვაპირებ ნაციონალების ნარჩენების ყურებას და მათგან კიდევ აქეთ თითის ქნევის მოთმენას. ამასწინათ ოთხი კაცი მოვიდა ჩემთან, რომლებსაც ქონება წაართვეს და ცხოვრება გაუმწარეს. ვიღაც ნინო გინტური ყოფილა ნოტარიუსი, რომელსაც ნაციონალები შუაღამით აფორმებინებდნენ ხალხისთვის წართმეულ ქონებას! ასეთი გინტურები თუ ღინტურები როდემდე უნდა იყვნენ დაუსჯელნი! ქართველი ხალხი ამას აღარ მოითმენს!
პირველად ვამბობ ამას ხმამაღლა - ვიცი, რომ მოკვლით მემუქრებიან, მაგრამ ნაციონალებს დედას ვუტირებ!
რაც შეეხება გივი თარგამაძეს, მას პირდაპირ მივმართავ - შე ღორის გაგდებულო პედოფილო! სანიტარი რომ იყავი, ასფალტზე რომ ეგდე გაგლეჯილი მთვრალი და თავი რომ გაგიხეთქეს ორჯერ, დაგავიწყდა?!
სპეციალურად მაქვს ნაყიდი ვარდისფერი კოლგოტკები და აკაკი მინაშვილს, როგორც შევპირდი, მაგ კოლგოტკებით ვარბენინებ რუსთაველის გამზირზე!
და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვიმეორედ და ამით დავამთავრებ - ნაციონალებო, მე, რეზო ამაშუკელი, გპირდებით - დედას გიტირებთ!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"