reportiori.ge - ძმრის 13 მაგიური თვისება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:13
სხვადასხვა
ძმრის 13 მაგიური თვისება
ავტორი:
25 სექტემბერი, 2014. 18:33


ძმარი, ალბათ, ყველა სამზარეულოში მოიპოვება. მისი მოხმარების სპექტრი კი ბევრად ფართოა, ვიდრე მხოლოდ კულინარია. რაში დაგეხმარებათ ძმარი?


1.            აშორებს ოფლის ლაქებს ტანსაცმლიდან. გარეცხვის წინ გაყვითლებულ ლაქაზე თეთრი ღვინის ძმარი დაასხით და დაალბეთ. გარეცხვისას ლაქა ადვილად ამოვა.


2.            შველის ანგინას. გახსენით 1 კოვზი ვაშლის ძმარი 1 ჭიქა წყალში და ყელში გამოივლეთ.


3.            არბილებს თმებს. დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმაზე წყალგარეული ძმარი და აღარ ჩამოიბანოთ.


4.            ხსნის კუნთების ტკივილს. ინტენსიური დატვირთვის შემდეგ მტკივან კუნთებზე 20 წუთით დაიდეთ ძმრიანი კომპრესები.


5. ადვილად აშორებს დაწებებულ ეტიკეტებს. დაადეთ ზემოდან თბილ ძმარში დასველებული ღრუბელი და ცოტა ხანს გააჩერეთ. ეტიკეტი სწრაფად აძვრება წებოვანი ლაქების გარეშე.


6.            აშორებს ჟანგს. პატარა დაჟანგული ნივთები (ლურსმანი, ჭანჭიკი და ა.შ) წამოადუღეთ ძმარში, შემდეგ კი კარგად გარეცხეთ.


7.            აშორებს უსიამოვნო სუნს. გაწმინდეთ მაცივრის, კარადის ან კონტეინერის კედლები ძმრიანი ჩვრით.


8.            აშორებს ნადუღს ჩაიდნიდან. წამოადუღეთ მასში ძმრიანი წყალი.


9.            თუ სახლში ჭიანჭველები გაჩნდა, წაუსვით ძმარი იმ ადგილებს, სადაც შენიშნავთ.


10.          გაწმინდეთ შუშის, პლასტიკის ან ქრომის ზედაპირები. თუ ქრომს ძმრიანი სოდით გაწმენდთ, იბრწყინებს.


11.          ჩაამატეთ ცოტა ძმარი ლარნაკში, ყვავილები უფრო დიდხანს იცოცხლებს.


12.          გაიკეთეთ ძმრიანი აბაზანები, თუ ფეხზე სოკოს ნიშნები გაქვთ. ჩაამატეთ წყალში და ჩაყავით ფეხები 20 წუთით.


13. თუ ნიჟარის მილი გაიჭედა, ჩაყარეთ ¾ ჭიქა სოდა და დაასხით ½ ჭიქა ძმარი. 30 წუთის შემდეგ მდუღარე წყალი დაასხით. დიდი შანსია, რომ სანტექნიკოსის დახმარება აღარც დაგჭირდეთ.




წყარო: presa.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016