reportiori.ge - მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჰიტლერი კოკაინს მოიხმარდა და „შამანიზმით“ იყო ავად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 05:42
სხვადასხვა
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჰიტლერი კოკაინს მოიხმარდა და „შამანიზმით“ იყო ავად
ავტორი:
25 სექტემბერი, 2014. 18:34


აღმოჩინეს საიდუმლო მოხსენება ადოლფ ჰიტლერზე, რომელიც 1942 წლის აპრილში ბრიტანეთის დაზვერვისთვის მოამზადეს. მოხსენებაში საუბარია ჰიტლერის ფსიქოლოგიურ პორტრეტზე, რომლის ავტორიც კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამშრომელი ჯონ მაკერდია. მან დასკვნები ფიურერის მიერ რაიხსტაგში გამოსვლისა და წარმოთქმული სიტყვის საფუძველზე გააკეთა.

მოხსენების თანახმად, ადოლფ ჰიტლერს „შამანიზმი",  გულყრა და პარანოია სჭირდა. მაკერდი ფიურერს ეპილეფსიით ავადმყოფობასაც მიაწერს. ამასთან, მას წარუმატებლობის შემთხვევაში „სულიერი დაცემის" შეტევებიც ემართებოდა. მისი ფატალიზმი კი, მაკერდის აზრით, ცხადი გახდა ოპერაცია „ბარბაროსას" ჩავარდნისას, რომელიც საბჭოთა კავშირზე გერმანიის სწრაფ გამარჯვებაზე იყო გათვლილი.


ადოლფის პარანოია მის „მესიის კომპლექსში" ვლინდებოდა, - წერს მაკერდი. ის საკუთარ თავს მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის მეთაურად მიიჩნევდა, ბოროტებას კი მისი აზრით, ებრაელები განასახიერებდნენ.

ის თავს ღმერთად თვლის, რომლის თვითშეწირვაც ბოროტებაზე გამარჯვებას მოიტანს", - წერია მოხსენებაში.


კიდევ ერთი ტერმინი, რომელსაც მაკერდი დიქტატორის ფსიქიკური მდგომარეობის დასახასიათებლად იყენებს, შამანიზმია. ამ დიაგნოზის დასამტკიცებლად  ავტორს, საჯარო გამოსვლების დროს ჰიტლერის ისტერიული საქციელი მოჰყავს და პარალელს ავლებს შამანებთან, რომლებიც ასეთ დროს გაშმაგებამდე მიდიან და იჯერებენ, რომ მათი ბაგეებით თვით სულები მეტყველებენ.


მაკერდის მოხსენება სოციოლოგ მარკ აბრამსის საოჯახო კოლექციაში აღმოაჩინეს, რომელიც ბრიტანული ტელერადიოსამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის საერთაშორისო სამსახურის ანალიტიკურ განყოფილებაში მუშაობდა.


უფრო ადრე კი მკვლევარებმა აღმოაჩინეს ღია ბარათი, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჰიტლერმა დაწერა, როცა ის პირველი მსოფლიო ომის დროს დაიჭრა და მიუნხენის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოხვდა. ეს წერილი იმით იყო საინტერესო, რომ სულ რაღაც რამდენიმე წინადადებაში ფიურერმა წერა-კითხვის დაუჯერებელი უცოდინარობა გამოავლინა.


აშშ-ში აუქციონზე გაიტანეს ჰიტლერის სამედიცინო ბარათი, კერძოდ, რენტგენით გადაღებული მისი თავის ქალისა და ცხვირის ღრუს სურათები. აღნიშნული დოკუმენტები ამერიკის სამხედრო დაზვერვის არქივებში ინახებოდა. ისინი მოწმობენ, რომ ფიურერი კოკაინს მოიხმარდა და „უკონტროლო მეტეორიზმით" იყო ავად.




წყარო:  presa.ge 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016