reportiori.ge - როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიცირებული მაწონი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:31
სხვადასხვა
როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიცირებული მაწონი
ავტორი:
25 სექტემბერი, 2014. 19:08


მაწონი ქართული ნაციონალური რძემჟავა პროდუქტია. დღეს საქართველოს ბაზარზე არსებული მაწონი მთლიანად საქართველოშია დამზადებული. პროდუქტი სწრაფად (1-2 კვირაში) იყიდება, ამიტომ ქარხნული წარმოების მაწვნებსაც კი პასტერიზაციას არ უკეთებენ. შესაბამისად, მაწონი „ცოცხალი" რძემჟავა პროდუქტია - შემადედებელი ბაქტერიები მასში ცოცხალია და ის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.


ბაზარზე იყიდება როგორც ქარხნული, ასევე კუსტარული წესით დამზადებული მაწონი. რომელი ჯობია? ძნელი სათქმელია. ქარხნული მაწონი სუფთა კულტურით და შესაბამის ჰიგიენურ პირობებშია მომზადებული, ამდენად, უფრო უვნებელია. რა თქმა უნდა, ქარხნული მაწვნის ძირითადი მასა არა ნატურალური რძისგან, არამედ რძის ფხვნილისგან მზადდება. კანონის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში პროდუქტის ეტიკეტზე უნდა იყოს წარწერა „დამზადებულია რძის ფხვნილის გამოყენებით".


სხვათაშორის, არ არის გამორიცხული, რძის ფხვნილი მაწვნის კუსტარულად დამზადების დროსაც იყოს გამოყენებული. ამავე დროს, თუ კუსტარულად დამზადებულ მაწონს ყიდულობთ, გაითვალისწინეთ: შესაძლოა, მისი დამზადებისას ჰიგიენური მოთხოვნები დაცული არ იყოს. ამიტომ გირჩევთ, სოფლის მაწონი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძინოთ, თუ დარწმუნებული ხართ, რომ მას საკმარისად სუფთად ამზადებენ. ბაზარში უცნობი ადამიანებისგან მაწვნის შეძენას არ გირჩევთ. სამწუხაროდ, კუსტარულად მომზადებული მაწვნის ფალსიციფირების შემთხვევებიც ხშირია. ყველაზე ხშირად მაწვნისათვის წყლით გაზავებულ რძეს იყენებენ, შემდეგ კი ამ ნაკლის დასაფარად და მაწვნისათვის სისქის მისაცემად პროდუქტს სახამებელს უმატებენ. ამ ფალსიფიკაციის აღმოჩენა ძალიან იოლია - ჩააწვეთეთ მაწონში ერთი წვეთი იოდის ხსნარი. თუ ის გალურჯდა - ესე იგი მაწონი ფალსიფიცირებულია.


გაითვალისწინეთ: ვინაიდან მაწონი ცოცხალ რძემჟავა ბაქტერიებს შეიცავს, შენახვისას იგი უფრო და უფრო მჟავდება, მეტისმეტად მჟავე მაწონი კი ჯანმრთელობისთვის რეკომენდებული არ არის (განსაკუთრებით - მომატებული მჟავიანობის, წყლულების, ეროზიული გასტრიტის, პანკრეატიტისა და ჰეპატიტის დროს). ამიტომ გადამჟავებულ მაწონს ნუ მიირთმევთ, მაგრამ შეიძლება მისი გამოყენება საკონდიტრო ან ფქვილოვანი ნაწარმის მოსამზადებლად. ვადაგასულმა და არასათანადო პირობებში შენახულმა მაწონმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. ნუ გამოიყენებთ დაძველებულ ან გაფუჭებულ მაწონს.


წყარო - mkurnali.ge


(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016