reportiori.ge - ჯონდი ბაღათურია: სააკაშვილს, მის დედას და მამას ბოლო თეთრამდე უნდა ჩამოართვან ყველაფერი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:22
ინტერვიუ
ჯონდი ბაღათურია: სააკაშვილს, მის დედას და მამას ბოლო თეთრამდე უნდა ჩამოართვან ყველაფერი!
ავტორი:
25 სექტემბერი, 2014. 23:32


„სააკაშვილს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად სჭირდება სამხედრო გადატრიალება!"


საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სააკაშვილისთვის ქონების დაყადაღებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. გთავაზობთ ინტერვიუს „ქართული დასის" ლიდერ ჯონდი ბაღათურიასთან, რომელმაც ჯერ კიდევ ნაცთა ფიურერის ხელისუფლებაში ყოფნისას, პარლამენტის ტრიბუნიდან აუფრიალა მას უკანონო ქონების ამსახველი ფოტოები...


- ბატონო ჯონდი, რას ნიშნავს სააკაშვილის ქონების დაყადაღება?


- მე დადებითად ვაფასებ პროკურატურის ამ ნაბიჯს! სააკაშვილი ბრალდებულია სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვაში, ამდენად, მის ქონებას ყადაღა უნდა ედოს!


თუმცა, ეს კიდევ არაფერია: სააკაშვილს, მის დედას და მამას ბოლო თეთრამდე უნდა ჩამოართვან ყველაფერი, რაც უკანონოდ აქვთ მითვისებული!


ქონება უნდა ჩამოართვან სააკაშვილის ბანდის წევრებსაც, რომლებმაც ხალხის ძარცვით უზარმაზარი სიმდიდრე დააგროვეს!


და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სააკაშვილის მმართველობის დროს მიღებული კანონმდებლობით, რომელიც დღესაც მოქმედებს და რომელსაც ნაცების რეჟიმი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდა!


ხომ არ დაგვავიწყდა ის უამრავი ფაქტი, როდესაც ნაცები ხალხს ელემენტარულად ძარცვავდნენ, აქაოდა, დაუსაბუთებელი ქონება აქვთო! ჰოდა, ახლა, კეთილი ინებონ და თავად დაამტკიცონ საიდან აქვთ ამდენი ქონება, როდესაც ხელისუფლებაში, როგორც იტყვიან, ცალ-ცალი „კალოშით" მოვიდნენ...


მოკლედ, ვინც მახვილი აიღო, მახვილითვე განიგმირების!


- მახვილზე გამახსენდა... ამას წინათ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სააკაშვილის რევოლუციურ გეგმებზე და სახელმწიფო გადატრიალებაზე ილაპარაკა...

 

- მიშა, ვაი, შენს პატორნს! მე სააკაშვილის გონებრივ შესაძლებლობებზე დიდი წარმოდგენა არასდროს მქონია, მაგრამ ის არც ისე სულელი მგონია, რომ აქ რაღაც რევოლუცია მოაწყოს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად!


- რატომ?

 

- იმიტომ, რომ ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არა აქვს! უბრალოდ, სააკაშვილი და მისი ბანდა, ამ ვითომდა, რევოლუციური მზადებით, გარკვეულწილად, თავს იცავენ! ამ ხმების გავრცელებით, ისინი გარკვეულწილად, აშინებენ მოსამართლეებსა თუ ძალოვნებს - ფრთხილად იყავით, თორემ ჩვენ ისევ დავბრუნდებით ხელისუფლებაშიო!


გარდა ამისა, ამ ხმების დაყრით, სააკაშვილი ცდილობს, შეკრას გუნდი, რომელსაც უკვე საპანაშვიდედ აქვს საქმე!


მე მაინც ვფიქრობ, რომ ჭიკაიძემ სააკაშვილისა და მისი ბანდის რევოლუციურ მზადებაზე გაკეთებული საჯარო განცხადებით, შეცდომა დაუშვა!


- რატომ, უსაფუძვლო იყო მისი განცხადება?

 

- არა, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ნაცები რაღაც ამდაგვარზე ოცნებობენ, მაგრამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, უკეთესია, ფაქტებით ილაპარაკოს, ვიდრე ასე ჰაერზე თქვას მსგავსი რამ! ჭიკაიძის განცხადება პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ იყო, რადგან ამით, ფაქტობრივად, ნაცების წისქვილზე დაასხა წყალი! ისე გამოჩნდა, თითქოს ნაცები იმდენად ძლიერები არიან, რომ უკვე ძალაუფლების დაბრუნებას გეგმავენ!


„საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას ნაცების ფიზიკური განადგურება მოჰყვება!"


არადა, ეს რევოლუცია და დესტაბილიზაცია თავად ნაცბობოლებს არ უნდათ ყველაზე მეტად!


თუ ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყება, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება დაკარგავს კონტროლს ვითარებაზე და ძალაუფლების განხორციელებას მასა დაიწყებს! ეს კი იმით დასრულდება, რომ ხალხი ანგარიშსწორებას დაუწყებს თავის მწამებელ და მჩაგვრელ ნაცებს! ამდენად, რევოლუცია და დესტაბილიზაცია ნაცების ფიზიკურ განადგურებას ნიშნავს!


ნაცები ხელისუფლებაში არჩვენების გზით ვერ დაბრუნდებიან! ამდენად, მათ რჩებათ ერთადერთი გზა - სამხედრო გადატრიალება! ანუ სააკაშვილს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად სჭირდება სამხედრო გადატრიალება!


- მერე სააკაშვილს ჰყავს დასაყრდენი არმიაში?

 

- რა თქმა უნდა, სააკაშვილს ჰყავს მომხრეები არა მხოლოდ არმიაში, არამედ პოლიციაში, პროკურატურაში, სასამართლოში და სხვადსხვა სახელმწიფო დაწესებულებაში! წარმოიდგინეთ, რამდენი ნაცი გაწევრიანდა 1 ოქტომბრის შემდეგ „ოცნებაში", როდესაც 5-ნომრიანი მაისური გაიხადეს და ცისფრად გადაიღებნენ, იმ მელიასავით! რამე რომ მოხდეს, ისინი ისევ გადაიღებებიან ვარდისფრად!


მაგრამ, ეს მაინც, თეორიული შანსია, რადგან ხალხი არ დაუშვებს სააკაშვილის რეჟიმის რეინკარნაციას და სამოქალაქო ომი დაიწყება! შემდეგ კი, უკვე გითხარით - ნაცების ფიზიკური განადგურება!


მე ამ არეულ-დარეული ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს ვხედავ! „ასავალ-დასავალს" უამრავი მკითხველი ჰყავს, მათ შორის, ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში... ამიტომ, თქვენი გაზეთის ფურცლებიდან, მე პირადად ბატონ პრემიერს მივმართავ: „მწიფდება სახელისუფლებო კრიზისი - აქეთ, პრეზიდენტი მარგველაშვილის პრობლემა, იქით, „ხვალ-ზეგ, შეიძლება, აჭარის პარლამენტი გავიდეს კონტროლიდან! შიგნით „ოცნების" კოალიციაში დიდი ბზარი ჩნდება! ამდენად, ბატონო პრემიერო, ძალიან დროული იქნება, პოლიტიკურ სპექტრთან დაიწყოთ მოლაპარაკებები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ!


ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არა მხოლოდ ქვეყანას წაადგება, არამედ პირადად პრემიერ ღარიბაშვილსაც! წარმოიდგინეთ, ახალ პარლამენტში მინიმალურად ან, საერთოდ, არ იქნებიან წარმოდგენილი ნაცები! გარდა ამისა, კოალიცია „ქართული ოცნება" გაიწმინდება ზედმეტი ტვირთისგან და ჩვენ გვეყოლება ახალი კოალიციური ხელისუფლება, რომელშიც მაქსიმალურად იქნება წარმოდგენილი საზოგადოების ინტერესები!


თუ „ოცნება" ამ შემადგენლობით მივა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მას ძალიან გაუჭირდება ხალხის მხარდაჭერა! მე „ოცნებაზე" ნამდვილად არ შემტკივა გული, უბრალოდ, დროს ვკარგავთ - ქვეყანა ფეხზეა წამოსაყენებელი!


ესაუბრა გიორგი გიგაური

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016