reportiori.ge - რა საგანგებო თათბირი გაიმართა „ნაცმოძრაობის“ ოფისში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:57
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა საგანგებო თათბირი გაიმართა „ნაცმოძრაობის“ ოფისში?
ავტორი:
25 სექტემბერი, 2014. 23:34


მიხეილ სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ" საერთაშორისო რეიტინგი საბოლოოდ დაკარგეს და დღეს არც ერთის, აღარც მეორის ხსენება აღარ უნდა იმ ხალხს, ვინც ადრე მათ ლობისტებად ითვლებოდნენ. არადა, ბოლო 2 წელიწადში 3 არჩევნების წაგების, საქართველოს მოსახლეობის მიერ მიშასა და მისი პარტიის საყოველთაო ზიზღის ფონზე, ეს საგარეო მხარდაჭერა იყო „ნაცმოძრაობისთვის" ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი შანსი. სწორედ უცხოელთა მხარდაჭერით აპირებდნენ, გაემართლებინათ ის დესტრუქციული გეგმები, რომლებიც დაგეგმილი ჰქონდათ, დაწყებული მცირე მასშტაბის არეულობებით, დამთავრებული კიევური „მაიდნის" თბილისში გადმოტანით. სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ, ეს კაციც გაუფასურდა და მისი პარტიაც. „ალიამ" კულუარულად მოიპოვა ინფორმაციები, რა უბედურება სჭირთ „ნაცებს" საგარეო ფრონტზე, ასევე, იმ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, რაც ამ დღეებში მოხდა ყოფილი მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში.


ცნობილია, რომ „ნაცმოძრაობის" პოლიტიკას ამერიკაში, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი, თემურ იაკობაშვილი ახორციელებს. ის უშუალოდ გიგა ბოკერიასგან იღებს კონკრეტულ დავალებებს, თუ ვის შეხცვდეს და რა საკითხებზე ესაუბროს. ამ ერთ კვირაში, იაკობაშვილმა სერიოზული კრახი განიცადა. მას რამდენიმე დაგეგმილი შეხვედრა გაუუქმეს ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან. გასაგებია, რომ მას არ შეხვდნენ „დემოკრატი" კონგრესმენები შონ პატრიკ მალონი და ელიოტ ენგელი, ესენი დიდად არც ადრე გამოირჩეოდნენ „ნაცების" მხარდაჭერით. საინტერესო ის არის, რომ იაკობაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადე „რესპუბლიკელმა" სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ბენ კარდინმა. არადა, ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ჯონ მაკკეინთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა საგანგებო განცხადებით გააპროტესტეს.


„ნაცმოძრაობაში" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციაც გახმაურდა. ამას წინათ, გიგა ბოკერია ამერიკაში ჯონ მაკკეინს რომ შეხვდა, ბოკერიასთვის პირდაპირ განუცხადებია, შენ და შენმა გუნდმა თავს უშველეთ, სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას" აღარაფერი ეშველებათ, ამერიკულმა პოლიტიკურმა ელიტამ ორივე ჩამოწერა და მათ დასახმარებლად თითსაც აღარავინ გაანძრევსო; აღარც თავად არ ვაპირებ სააკაშვილის მხარდაჭერას, მის გამო ამერიკის ხელისუფლების არც ერთ წევრს არ შევაწუხებ, მხოლოდ მის მხარდამჭერ განცხადებებს გავაკეთებ, თუ ეს რამეში წაადგება, მაგრამ სააკაშვილი რომ დაიჭირონ, შესაძლოა, ხმა არც ამოვიღოო. მეტიც, მაკკეინს ბოკერიასთვის უთქვამს, კონგრესში უკვე გამოითქვა აზრი, რომ შეისწავლონ იმ 4.5 მილიარდის საკითხი, რომელიც ამერიკამ 2008 წლის ომის შემდეგ გამოუყო საქართველოს დახმარების სახით, კონგრესმენთა ერთ ჯგუფს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ ამ ფულის დიდი ნაწილი სააკაშვილისა და მისი ჩინოვნიკების კეთილდღეობას მოხმარდა და ხალხთან მხოლოდ მცირედმა მიაღწია. შესაძლოა, კონგრესში საგამოძიებო ჯგუფიც შეიქმნას, რომელიც ამ 4.5 მილიარდის გახარჯვის საკითხს შეისწავლისო. უკვე ამერიკელებსაც აღარ ეპარებათ ეჭვი, რომ მიშა სააკაშვილი ერთი ვიგინდარა კორუმპირებული პრეზიდენტი იყო, რომელიც, ოღონდ განცხრომაში ეცხოვრა, არც იმ ხალხის „გადაგდებას" ერიდებოდა, ვინც ხელისუფლებაში მოიყვანა და 9 წელი ამ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერი გაუკეთა.


აქვე იმას ვიტყვი, რომ ამ დღებში „ნაცებმა" ევროპაშიც ორი სოლიდური მხარდამჭერი დაკარგეს. შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კარლ ბილდტი და რადისლავ სიკორსკი. ორივე ქვეყანაში მთავრობა შეიცვალა და აღარც ბილდტია თავის პოსტზე და აღარც სიკორსკი. ზოგადად, „ნაცებს" ევროპაშიც აღარ ჰყავთ მხარდამჭერები. გიორგი კანდელაკმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, დავით დარჩიაშვილმა და სხვებმა, ევროპელ პოლიტიკოსებთან ჩახუტებულმა „ნაცებმა", ევროკავშირსა და ევროსაბჭოში კარები აუტალახეს ყოფილ მეგობრებს, მაგრამ ახლოს აღარავინ იკარებს, ყველა თავის იმიჯს უფრთხილდება და პირდაპირ უცხადებენ, რომ მათი დახმარების იმედი არ ჰქონდეთ.


ამ დღეებში „ნაცმოვრაობის" ოფისში ლიდერების შეკრება გაიმართა, სადაც ბოკერიას პირდაპირ განუცხადებია, მიშას გადარჩენა შეუძლებელია, ვეღარც პარტიას გადავარჩენთ და ერთადერთი, შესაძლოა, ახალი პარტია შევქმნათ და პოლიტიკოსთა ნაწილი იქ გადავბარგდეთო: ჩვენმა გუნდმა ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს, მიშა უნდა მოვიცილოთ, ყველა ბერკეტი, ყველანაირი გავლენა, რაც დარჩა „ნაცმოძრაობაზე", უნდა ჩამოვართვათო, - უთქვამს თანაგუნდელთათვის ბოკერიას. სავარაუდოდ, ვიდრე „ნაცმოძრაობა" დაიშლება და მისი ნარჩენები ახალ პარტიას ჩამოაყალიბებენ, სააკაშვილს მშობლიურ „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის პოსტიდან დაუსწრებლად გადააყენებენ. მიშას საქართველოში ერთდაერთი პოსტსაც ართმევენ.


ამ ყრილობის შემდეგ, „ნაცმოძრაობა" მცირე ხნით იარსებებს, მისი ლიდერები დააფიქსირებენ, რომ დამნაშავე სააკაშვილს გაემიჯნენ და მერე, ვითომ ეს „სუფთა ლიდერები" ახალ პარტიას დააარსებენ. ამ ახალი პარტიის თავმჯდომარე შესაძლოა, გიგა ბოკერია გახდეს, შესაძლოა, უცხოეთში მცხოვრები რომელიმე „ნაციონალი". ამბობენ იმასაც, რომ შეიძლება თავმჯდომარედ „ნაციონალებთან" დაახლოებული საზოგადოებისთვის პატივსაცემი არაპოლიტიკსი მოგვევლინოს, ცხადია, სატყუარად, რომ ხალხს თვალი აუხვიონ, ნახეთ, რა სუფთა კაცი გვყავს ლიდერად, ქართულ პოლიტიკაში საერთოდ არ ყოფილაო, პარტიის რეალური მმართველი კი გიგა ბოკერია იქნება. ბოკერიას ეს გადაწყვეტილება თავიდან სააკაშვილის მომხრე რამდენიმე ლიდერს გაუპროტესტებია, მაგრამ მერე ყველა გაჩუმებულა. ყველა ხედავს, მიშა ჩაძირულია და არავის უნდა, მისი ბედი გაიზიაროს. ახლა ყველა გიგა ბოკერიას ეჭიდება, იქნებ ამან გადაგვარჩინოს, კვლავ პოლიტიკაში დავრჩეთ და დაჭერას ამით მაინც გადავრჩეთო, მაგრამ ბოკერიას ჯერ „კასტინგი" არ გამოუცხადებია მომავალი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრობაზე.


თუ პარტია იშლება, ზურაბ ჯაფარიძე რატომღა აირჩიეს აღმასრულებელ მდივნად და პარტიის რეფორმირებაზე რატომღა ლაპარაკობენ „ნაცებიო?" - ვინმე აუცილებლად იკითხავს. მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ეს, უბრალოდ, დროის მოგების ტაქტიკაა, საკუთარ მომხრეებს ჯერ არაფერს ეუბნებიან, რადგან დაანონსებული რევოლუცის მცირე იმედი კიდევ შერჩენიათ და არ უნდათ, ხალხში, მომხრეებში ნიჰილიზმი დათესონ, რევოლუციას მომხრეები სჭირდება და ცხადია, არ იტყვიან, ვიშლებითო, რადგან განწირულ პარტიას აღარავინ არ დაუდგება გვერდით. არც იმას ამხელენ „ნაცები", რომ მიშა სააკაშვილი პარტიის ლიდერობიდან უნდა მოისროლონ, რადგან ამით თავად მიშას ფანებს დაკარგავენ, რომელთათვისაც მიშა,„ნაცმოძრაობის" გარეშეც სალოცავი ხატია.


მოკლე, შავ დღეში არიან „ნაციონალები", პარტია იშლება და სამომავლო გეგმა, რეალურად, არ აქვთ. კი, კულუარული ინფორმაციით, ბოკერია პარტიის შექმნას აპირებს, მაგრამ უეჭველი არც ეს არის. თუ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში გაფლანგული მილიონების გამო, აი, მაშინ თავად ბოკერია იქნება გადასარჩენი, ვერც ორთქლმავლის როლს ითამაშებს და ვერც ჩაიბამს ვინმეს. ცხადია, ახალი პარტიაც გვერდზე დარჩება.


შორს აღარ არის ის დრო, რომ ქართველი ხალხი ამ დამნაშავე პარტიისგან დაისვენებს. არც გიგა ბოკერიას ახალი პარტია იქნება თაფლი და შაქარი, თუკი შექმნა, მაგრამ ახა ის მაინც იცის ხალხმა, რა მავნებელი პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება ახალი პარტია და ძველ შეცდომებს, მათთან დაკავშირებით, აღარ დაუშვებს.


„ალია" კომენტარისთვის „ნაცმოძრაობის" პრესცენტრის უფროსთან, გიორგი პატარაიასთან შეეცადა ამ ინფორმაციის გადამოწმებას, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, არც მას შემდეგ, რაც მესიჯით მივწერეთ, რის შესახებ გვსურდა მასთან საუბარი.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016