reportiori.ge - ნუ ჩავახშობთ მოზარდში შემოქმედებითობას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 05:19
სხვადასხვა
ნუ ჩავახშობთ მოზარდში შემოქმედებითობას!
ავტორი:
26 სექტემბერი, 2014. 13:02



XXI  საუკუნე გამორჩეულია შემოქმედებითი  ნიჭით დაჯილდოებული ადამიანებით.  ამას გარდა გარემო პირობები ხელს უწყობს ადამიანს, თავისი შემოქმედებითი უნარები გამოავლინოს და განავითაროს.

 

იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი უნარის მქონე მოზარდს არ ექნება  შემოქმედობითობის მასტიმულირებელი და მისი რეალიზებისთვის საჭირო გარემო პირობები, ფსიქოლოგიური უსაფრთხოების, ნდობის, მიმღებლობის, გაგების, თანაგანცდის, თავისუფალი შეფასების, ნებადართულობის, გულღიაობის, სპონტანურობის ატმოსფერო; თუ მის პიროვნებას და საქმინობას ახლობლები  და მეგობრები მუდმივად კრიტიკის ობიექტად აქცევენ და თვითგამოხატვის საშუალებას არ მისცემენ, ადვილი შესაძლებელია, რომ მოზარდში სამუდამოდ ჩაკვდეს შემოქმედებითი უნარი, რაც,  თავის მხრივ,  უამრავი  გართულების მიზეზად იქცევა:  პიროვნებაში მატულობს შფოთის დონე, ძლიერდება სტრესი, რომელთანაც გამკლავება ადეკვატური გზებით ხდება, მოზარდს უჩნდება საკუთარი არსებობის  უაზრობის განცდა და პროტესტი საზოგადოების მოთხოვნების მიმართ, ვინაიდან საზოგადოება, მისი აზრით, ზღუდავს დ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას არ აძლევს.

 

ამ პროტესტმა მომავალში შეიძლება პათოლოგიური ფორმა მიიღოს და გამოვლინდეს ნარკომანიაში, ალკოჰოლიზმში, დანაშაულებრივ ქმედებებში. შესაძლოა,  მოხდეს ისეც, რომ მოზარდი  უბრალოდ შეეგუოს საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს და გახდეს „სტანდარტიზირებული“. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, აღმოცენდება პირადი ცხოვრების უაზრობის, უფუნქციობის განცდა, რასაც შედეგად მოჰყვება სხვადასხვა სახის ფსიქოსომატური დაავადებები. სწორედ ამგვარი და უამრავი სხვა უარყოფითი შედეგის ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ  ბავშვისათვის შეიქმნას თვითგამოხატვის შესატყვისი პირობები და მხარდაჭერის ატმოსფერო.

 

ფსიქოლოგებისა და თეორეტიკოსების რჩევა:

 

1.ხელი შეუწყვეთ იდეების წარმოშობას.

2.დააჯილდოვეთ ბავშვები კრეატიული იდეებისათვის.

3.წაახალისეთ გონივრული რისკი.

4.იყავით შემწყნარებელი შეცდომების მიმართ, აქცენტი გააკეთეთ მათ გაანალიზებაზე.

5.ეძებეთ სტიმულის გამომწვევი გარემო.

6.დაანახვეთ ბავშვებს კავშირი მათსა და გარემოს შორის.

7. ხელი შეუწყვეთ სხვა შეხედულებების განხილვას.

8. გააკეთეთ აქცენტი კითხვების დასმაზე და არა პასუხების გაცემაზე.

 

შემოქმედებითობა არა მხოლოდ თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, სამყარო და მასში მიმდინარე მოვლენები მრავალფეროვნად აღიქვას, არამედ ახალი იდეებისკენ სწრაფვის, აღმოჩენების გაკეთების, უწყვეტი გამოცდილებების შეძენის საწინდარია. ეს ყველაფერი  კი, საბოლოო ჯამში, სამყაროს განვითარების გარანტიაა. ამიტომ ნუ ჩავახშობთ მოზარდებში და არა მარტო მათში შემოქმედებითობის უნარს.

 

 

 

(სპეციალურად „რეპორტიორისთვის“ მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016