reportiori.ge - დაუჯერებელი და უცნაური სინდრომები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:40
სხვადასხვა
დაუჯერებელი და უცნაური სინდრომები
ავტორი:
26 სექტემბერი, 2014. 16:01



ადამიანის ფსიქიკა ამოუცნობი ფენომენია. ხშირად ხდება ისე, რომ ჩვენგან გაუცნობიერებლად გვაქვს შიშები, გაძლიერებული წარმოსახვითი უნარი, ერთი შეხედვით, უჩვეულო და წარმოუდგენელი რამ გვემართება. ამ აუხსნელმა მოვლენებმა დროთა განმავლობაში ფაქტებიდან გამომდინარე  საინტერესო სახელწოდებები შეიძინა.

 

გთავაზობთ ადამიანის ფსიქიკის აუხსნელ და უცნაურ სინდრომებს:

 

ვან გოგის სინდრომი: ამ დროს ადამიანი მიმართავს თვითდაზიანებას – სხეულის ნაწილის მოკვეთას, ჭრილობის მიყენებას ან კატეგორიულად მოითხოვს, ჩაუტარონ ქირურგიული ოპერაცია. ეს სინდრომი ვლინდება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა შიზოფრენია, ჰიპოქონდრიული მანია, ჰალუცინაცია, იმპულსური გამოვლინებები. გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ინტოქსიკაცია.

 

სინდრომის სახელწოდება უკავშირდება ჰოლანდიელ ფერმწერმ ვინსეტ ვან გოგს, რომელმაც ფსიქიკური აშლილობის დროს თვითდაზიანება მიიყენა და ყური მოიჭრა. სავარაუდო მიზეზი იყო ფუტკარა ყვავილით ინტოქსიკაცია.

 

აჰასფერის სინდრომი:  ამ სინდრომში თავმოყრილია მენტალური აშლილობის ნიშნები: პაციენტი გამუდმებით მიმართავს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას, დადის საავადმყოფოდან საავადმყოფოში, ექიმიდან ექიმთან, თხზავს ანამნეზის დრამატულ სურათებს, ხშირად მიმართავს თვითდაზიანებას, ოღონდაც დაარწმუნოს მკურნალი მისი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაში და დაიკაყოფილოს ამა თუ იმ მედიკამენტის მიღების მოთხოვნილება, თუნდაც ქირურგიული ოპერაცია გაუკეთონ.

 

სინდრომის სახელწოდება მომდინარეობს შუასაუკუნეების ქრისტიანული ლეგენდის პერსონაჟიდან. ლეგენდა მოგვითხრობს აჰასფერზე, რომელსაც ღმერთმა მიუსაჯა მარადიული ლტოლვილობა, რადგან მან არ მისცა იესო ქრისტეს დასვენების საშუალება ჯვარცმის წინ.

 

 

დორიან გრეის სინდრომი - ამ სინდრომით იტანჯებიან ადამიანები, ვისაც არაბუნებრივად ეშინია სიბერის. გამუდმებით ცდილობენ გაახალგაზრდავებას, ცდილობენ, ჩაიცვან ასაკის შეუფერებლად, იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს. ხშირად ამ სინდრომით დაავადებული ადამიანები ცხოვრებას  მძიმე დეპრესიის ფონზე თვითმკვლელობითაც ამთავრებენ.

 

 

იერუსალიმის სინდრომი: ფსიქიკური აშლილობის ფორმა, რომელიც განდიდების მანიის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. ამ სინდრომით დაავადებული ტურისტები და მომლოცველები, რომლებიც იერუსალიმში იმყოფებიან, წარმოიდგენენ და გრძნობენ, რომ ფლობენ ღვთაებრივ და წინასწარმეტყველურ ძალას, არიან რომელიმე ბიბლიური გმირის რეინკარნაცია და მათზე დაკისრებულია სამყაროს ხსნის წინასწარმეტყველური მისია. დღესდღეობით ეს მოვლენა ფსიქოზად ითვლება და ამ სინდრომით შეპყრობილი ადამიანი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანას ექვემდებარება.

 

 

ალისა საოცრებათა ქვეყანაში, ანუ თოდის სინდრომი: ხასიათდება ქრონიკული თავის ტკივილით, გარემოსა და დროის ილუზიური აღქმით (დისორიენტაციით), სხეულის შეგრძნების დარღვევით. გარშემო არსებულ საგნებს (მანქანები, შენობები და ა.შ.) აღიქვამენ შეცვლილ ზომებსა და ფორმებში, გადიდებულად  ან დაპატარავებულად,  ან დამახინჯებულად. მაგალითად, ქუჩა ძალიან ვიწროა, იატაკი ძალიან ახლოსაა; ამ სინდრომით დაავადებულ ადამიანებს ახასიათებთ სმენისა და შეხების აღქმის დარღვევა: ხმა რეალურზე უფრო ახლოდან ან შორიდან ესმით.  განსაკუთრებით მძიმედ განიცდიან საკუთარი სხეულის ზომებისა და პროპორციების აღქმის დარღვევას.

 

 

სტოკჰოლმის სინდრომი - ეს ის სინდრომია, როდესაც მძევალი გამტაცებლის მდგომარეობაში შესვლას იწყებს და გარკვეულწილად ცდილობს, დაეხმაროს კიდეც მას. ფსიქოლოგები ამ მდგომარეობას თვითგადარჩენის ინსტინქტის ერთ-ერთ გამოვლინებად მიიჩნევენ.

 

ამ სინდრომმა სახელწოდება მიიღო რეალური ფაქტებიდან გამომდინარე. შეიარაღებული დამნაშავეები, რომლებიც ციხიდან გამოიქცნენ, სტოკჰოლმის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, ბანკის შენობაში შეიჭრნენ და ოთხი თანამშრომელი, მათ შორის სამი ქალი,  მძევლად აიყვანეს. მომდევნო ექვსი დღის განმავლობაში ისინი გამუდმებით ერთად იყვნენ ბანკის დაჯავშნილ საცავში და ბევრი რამ გადაიტანეს. მძევლებს დამნაშავეებისადმი  სიმპათიები გაუჩნდათ და საბოლოოდ მათ ეხმარებოდნენ. დამნაშავეების დაკავების მიუხედავად, ყოფილმა მძევლებმა მათ ციხეში მიაკითხეს და ადვოკატებიც კი დაუქირავეს.

 

 

ლიმის სინდრომი:  სტოკჰოლმის სინდრომის საპირისპირო მოვლენა. ამ დროს გამტაცებლებს უჩნდებათ სიმპათია თავიანთი ტყვეების მიმართ. ფენომენს სახელწოდება მიეცა 1996 წელს ლიმაში, იაპონიის საელჩოში მომხდარი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც რევოლუციური მოძრაობის წევრებმა ჯერ ტყვედ აიყვანეს საელჩოში წვეულებაზე შეკრებილი ასობით ადამიანი, ხოლო შემდეგ სიმპათიის გამო გაათავისუფლეს.

 

 

სტენდალის სინდრომი - კიდევ ერთი უცნაური დაავადება, როცა ადამიანი განიცდის ძლიერ ღელვას, კანკალს, თავბრუსხვევასა და ჰალუცინაციებს სახვითი ხელოვნების ნაწარმოებების ზეგავლენით. ძირითადად, ეს სინდრომი ვლინდება ისეთ გარემოში მოხვედრისას, სადაც გამოფენილია დიდი რაოდენობით ხელოვნების ნიმუშები. ეს სინდრომი პირველად აღწერა სტენდალმა თავის ნაშრომში „ნეაპოლი და ფლორენცია: „მოგზაურობა მილანიდან რეჯიოში".

 

 

ნაპოლეონის სინდრომი: დაბალი მამაკაცი ხანდახან ფარულად, იქნებ გაუცობიერებლადაც, არასრულფასოვან ან შეუმდგარ ადამიანად გრძნობს თავს. ამაზე წუხილი უზარმაზარი ამბიციებით და გასაოცარი ამპარტავნებით კომპენსირდება.

 

 

პიტერ პენის სინდრომი: ამ სინდრომის მქონე ადამიანებს არ აქვთ გაზრდის სურვილი. აუხსნელი მიზეზების გამო ეს დაავადება საერთოდ არ გვხვდება გოგონებში.

ამ დაავადების მქონე ყველაზე ცნობილი ადამიანი არის მაიკლ ჯექსონი.

 

 

კოტარის სინდრომი (ცოცხალი გვამის სინდრომი) - ეს სინდრომი ჩნდება სუიციდისადმი ძლიერი მიდრეკილების შედეგად. მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანები წუწუნებენ, რომ მათ დაკარგეს ფაქტობრივად ყველანაირი კავშირი ცოცხალ სამყაროსთან: გემო, ლტოლვები და საკუთარი სხეულიც კი. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი ადამიანები აღარ არიან. რაღაც პარადოქსული გზით, საკუთარი თავის მკვდრად აღიარება შემოდგომ აჩენს დარწმუნებულობას საკუთარ უკვდავებაში. ხანდახან ეს იმ დონემდე მიდის, რომ დაავადებულები ამტკიცებენ, რომ მათი სხეული იხრწნება.

 

 

 

(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016