reportiori.ge - სალვადორ დალის ცნობილი გამონათქვამები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:29
სხვადასხვა
სალვადორ დალის ცნობილი გამონათქვამები
ავტორი:
26 სექტემბერი, 2014. 17:19


1.      სრულყოფილების ნუ გეშინიათ, მაინც ვერასდროს მიაღწევთ მას.



2.      ექვსი წლის ასაკში მსურდა, მზარეული ვყოფილიყავი. შვიდი წლისას უკვე ნაპოლეონობა მინდოდა და მას შემდეგ ჩემი ამბიცია სტაბილურად იზრდებოდა.


3.      ყოველ დილით როდესაც ვიღვიძებ, კვლავ ენით აღუწერელი კმაყოფილება მეუფლება: ეს სალვადორ დალიდ ყოფნის სიამოვნებაა.



4.      ნამდვილი ხელოვანი ის კი არაა, რომელიც შთაგონებულია, არამედ ის, ვინც სხვას შთააგონებს.


5.      მას შემდეგ, რაც აღარ ვეწევი, გადავწყვიტე, ულვაშები გამეზარდა - ასე უკეთესია ჯანმრთელობისათვის.



6.      ჭკუა ამბიციის გარეშე ფრინველს ჰგავს, რომელსაც ფრთები არა აქვს.



7.      ერთადერთი განსხვავება ჩემსა და შეშლილს შორის ისაა, რომ მე შეშლილი არ ვარ.



8.      თვითმკვლელები ყველაზე ხშირად ისინი ხდებიან, ვინც ვერ შეძლო დაბადების ტრავმის დაძლევა.


9.      სიურრეალიზმი წყვეტს ბორკილებს, რომელიც ზღუდავს ჩვენს ხედვას.



10.  არის ბევრი დღე, როდესაც ვფიქრობ, რომ შეიძლება, ზედმეტი კმაყოფილებისაგან მოვკვდე.



11.  წარმატების თერმომეტრი უკმაყოფილებაა.



12.  ყველაზე საინტერესო მსოფლიოში - ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი - სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით.



13.  პირველი კაცი, რომელმაც ქალის ლოყები ვარდს შეადარა, ნამდვილად პოეტი იყო. მაგრამ ვინც ეს გაიმეორა, იდიოტი იქნებოდა.



14.  ერთხელაც მოგვიწევს იმის აღიარება, რომ რეალობა ბევრად  უფრო დიდი ილუზიაა, ვიდრე ოცნებების სამყარო.



15.  შეცდომები ყოველთვის ჩვენი ბუნების ნაწილია. ნურასოდეს ეცდებით, გამოასწოროთ ისინი. გაიაზრეთ, ღრმად ჩასწვდით  მათ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მათგან გათავისუფლებას.



16.  უცნაური არა, უბრალოდ, არანორმალური ვარ.



17.  არ გიყვარდეს ქალი - დანაშაულია, გიყვარდეს - სასჯელი.



  წყარო: 4motivi.com

 (მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016