reportiori.ge - გვანცა დოლუაშვილი: ჟურნალისტები, როგორც ,,მოცეკვავეები''...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:53
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
გვანცა დოლუაშვილი: ჟურნალისტები, როგორც ,,მოცეკვავეები''...
ავტორი:
27 სექტემბერი, 2014. 15:16


გამარჯობა.

მე გვანცა ვარ და 22 წელია ვცხოვრობ საზოგადოებაში რომელიც დაუღალავად ცდილობს საკუთარ „დაკრულზე მაცეკვოს".

მათთან ურჩობა 4 წელია უფრო მეტად მიჭირს, მე ხომ 2010-დან ჟურნალისტი ვარ.

მავანს აღნიშნულზე ჩაეცინება და პოსტის კითხვასაც შეწყვეტს.

ნაწილი  რეალობის დრამატიზებას დამაბრალებს, თუმცა მე კიდევ უფრო დავკონკრეტდები და ვიტყვი: დიახაც, დღესდღეობით საზოგადეობა არის „დამკვრელი", ჟურნალისტები კი ხშირად „მოცეკვავეებს" ვგავართ.


ვგონებ მიხვდი რასაც ვგულისხმობ, თუმცა მეტი სიცხადისთვის ვეცდები საკუთარი მოსაზრების სისწორეში რეალური არგუმენტებით დაგარწმუნო.

დასაწყისშივე შეგახსენებ, რომ მე და შენ  ერთად ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც მალე მედია საშუალებებზე ნაკლები ხე დაგვრჩება. მგონი არც ისაა სადაო, რომ დემოგრაფიული პრობლემაც კი ნაკლებად საგანგაშო იქნებოდა,  საინფორმაციო საშუალებების რაოდენობის ზრდის შესაბამისი  რომ იყოს  შობადობა ჩვენს  ქვეყანაში.



მოკლედ, ფაქტია რომ ინფორმაცია მოდის ყოველი მხრიდან - ინტერნეტიდან, გაზეთის ფურცლებიდან, რადიოდან თუ ტელევიზიიდან. ჩემს კოლეგებსაც თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვხვდები, მაგრამ ჯანდაბა - მაინც „მოცეკვავეები"  ვართ.

მიზეზი მარტივია, სამწუხაროდ ჩვენთან მედია საშულებები ძირითადად ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების  ან პოლიტიკური ინტერესების გატარების საუკეთესო გზაა.


პირველ შემთხვევაში „ფულის გადამხდელი" გიკვეთავს „მუსიკას", მეორეში კი რომელიმე პოლიტიკური გაერთიანება.

პირველი, თითქოს ნაკლებად დასაძრახია. ამ შემთხვევაში ხომ  საკუთარ თავს ხანდახან მაინც შეგიძლია მისცე იმის თქმის უფლება, რომ „ხალხს ემსახურები".  ისე კი,  ყოველ წამს შეგვიძლია ამის გამეორება. უფრო ლოგიკური იქნება ეს სიტყვები მაისურზეც რომ წავიწეროთ. რადგან შექმნილი მდგომარეობა ნათლად გვიჩვენებს რომ  ჟურნალისტები ხალხს ვემსახურებით, უბრალოდ ძირითადად დათვური სამსახურით.


და  რადგან უკვე შევთანხმდით რომ მედია არის ბიზნესი, აღარც ისაა სადავო რომ მფლობელს ფინანსური ინტერესი ამოძრავებს. ამ მიზნით  ის ყიდის საეთერო დროს, თუმცა მყიდველი ჰყავს იმ შემთხვევაში თუ ჰყავს მაყურებელი. აი, მივადექით იმას, რასაც ჩემი ზემოთხსენებული დასკვნა ეყრდნობა.


გინდა გყავდეს მაყურებელი, მაშინ ყველაზე მარტივია გყავდეს გუნდი, რომელიც შეძლებს მათი „დაკრულის შესაბამისად ცეკვას".

არ უარვყოფ, ოდნავ რთული გზაც არსებობს - მედიამ იზრუნოს „დამკვრელთა" გემოვნების დახვეწაზე.


მაგრამ სამწუხაროდ ამ რთულ გზას მხოლოდ რამდენიმე მედია საშუალება მიუყვება. სწორედ ამიტომ ქვეყანაში დღემდე ინფრომაციის გავრცელება მისი სკანდალურობის შესაბამისია. რადგან სკანდალს ჰყავს მაყურებელი, შესაბამისად არის მყიდველიც.

ასე რომ, ძალიან რთულია თითქმის გმირობის ტოლფასი -   დარჩე ჟურნალისტად, რომელიც არ „ცეკვავს".




(tvalsazris.blogspot.com, გვანცა დოლუაშვილი)


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016