reportiori.ge - გურამ გირგვლიანი: სიჩუმის სანაცვლოდ ნახევარ მილიონ დოლარს გვთავაზობდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:29
პოლიტიკა
გურამ გირგვლიანი: სიჩუმის სანაცვლოდ ნახევარ მილიონ დოლარს გვთავაზობდნენ
ავტორი:
18 ივლისი, 2013. 18:37

რეპორტიორის“ პრეს-კლუბში გამართულ შეხვედრაზე გურამ გირგვლიანმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება მის ოჯახს გაჩუმების სანაცვლოდ გარიგებას სთავაზობდა.

ძირითადად, ორი წონიანი შეთავაზება მახსენდება ყოფილი ხელისუფლების მხრიდან, ერთი იყო, გია გვიჩიანის დაკავების შემდეგ, რომელიც ჩვენი ოჯახის ნათესავია, ჩვენთან მოაგზავნეს მისი ოჯახის წევრები და დააბარეს, რომ თუკი ჩვენ გავჩუმდებოდით, გია გვიჩიანს პატრიმრობიდან გაათავისუფლებდნენ. მეორე კი ის იყო, ჩვენთან მოვიდა ჩვენი ოჯახის ახლობელი, რომელიც შუამავლის ფუნქციას ასრულებდა, ლევან ჭელიძე, იგი იყო შუამავლი პარლამენტარ გოდერძი მარსაგიშვილის და გაჩუმების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი და ქალაქში ნებისმიერი შენობა შემოგვთავაზა, რაზეც ცხადია, მეც და ჩემმა მეუღლემაც კატეგორიული უარი ვთქვით“,- განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

გურამ გირგვლიანი მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ყველა ბრალდებული, მათ შორის, პირველ რიგში, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია და თბილისის ყოფილი პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი უნდა დაისაჯონ.

რაც შეეხება ღვიანიშვილს, როგორც გურამ გირგვლიანმა აღნიშნა, როდესაც პარლამენტარის მხრიდან შუამავალი მივიდა მათთან და ეს ამბავი გახმაურდა, გიორგი ღვინიაშვილმა ისიც და მისი მეუღლე ირინა ენუქიძეც პროკურატურაში დაიბარა და უთხრა, რომ ამ უსინდისობის ავტორებს დასჯიდა და ამაზე დაიწყებოდა გამოძიება.

 

მიუხედავად ამისა, მე მჯერა, რომ ამ შეთავაზების უკან ვანო მერაბიშვილი, ახალაია, ღვიანიშვილი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ“,- განაცხადა გურამ გირგვლიანმა. 

გურამ გირგვლიანი აცხადებს, რომ  ლევან ჭელიძის შვილი, ძალიან საეჭვო გარემოებებშია  დაპატიმრებული.  პროკურატურაში სარჩელი უკვე შეტანილია. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016