reportiori.ge - კანონდამრღვევი დირექტორები სხვების უფლებებს იცავენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:01
პრეს-დაიჯესტი
კანონდამრღვევი დირექტორები სხვების უფლებებს იცავენ
ავტორი:
29 სექტემბერი, 2014. 12:56


 

 

რამდენიმე კვირის წინ ასპარეზზე ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია „საგანამანთლებლო ალიანსი" გამოვიდა. სახელწოდება კარგად ჟღერს, ვერაფერს იტყვი, მაგრამ სწორედ რომ ეს „მაგრამ" აფუჭებს ყველაფერს - ორგანიზაციის სახელს ამოფარებული არიან ადამიანები, რომლებიც სკოლის დირექტორის თანამდებობიდან მეტად სერიოზული ფინანსური დარღვევების გამო, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

 

 

აშკარაა, ადამიანთა ამ ჯგუფის გააქტიურება საჯარო სკოლებში დირექტორების არჩევნებს უკავშირდება. ამ პროცესთან მიმართებაში მათ სამინისტროს რიგი გადაწყვეტილებები არ მოსწონთ. მაგალითად, ა/ო-ს თანათავმჯდომარე მარიამ რამინაშვილი იმითაა აღშფოთებულია, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონიმინისტრს ანიჭებს დისკრეციულ უფლებას ბრძანებით დანიშნოს დირექტორი. არადა კურიოზი ის არის, რომ ამ კანონის საფუძველზე,მაშინდელი მინისტრის შაშკინის ბრძანებით არაერთი დირექტორია დანიშნული, რაც მინისტრის მოკავშირე რამინაშვილს არასოდეს გაუპროტესტებია. ძველი კავშირების გათვალისწინებით, ცხადია, რამინაშვილი სხვანაირად კითხულობდა კანონს და იმ პერიოდისთვის სულ არ ფიქრობდა, რომ „განათლებისა და მეცნიერების სამინისტო ამგვარი ქმედებებით საშიშროებას უქმნიდა სახელმწიფოს და  უბიძგებდა მას ავტორიტარიზმისკენ" - მ.რ. 



განათლების სამინისტროს მტკიცებით, საჯარო სკოლების დირექტორების არჩევნები კანონის სრული დაცვით წელს პირველად გაიმართა. ახალი ხელისუფლების მოსვლამდე კი  ყველაფერი სხვაგვარად იყო:  შაშკინის დავალებით, დირექტორებს ღამის 12 საათზე აღვიძებდნენ, სამინისტროში მისვლას აიძულებდნენ, ჩხრეკდნენ, დაჭერით ემუქრებოდნენ, გათავისუფლებაზე განცხადებას დაშინებით აწერინებდნენ. შემდეგ კი, სამეურვეო საბჭოებს აიძულებდნენ, სამინისტროსთვის სასურველი დირექტორი აერჩიათ.წინააღმდეგობას ვერავინ ბედავდა!



ეს და მრავალი სხვა უკანონო ფაქტი დავიწყებას მიეცა დაროგორც ჩანს რამინაშვილს ის დარღვევებიც გადაავიწყდა, რომელიც მას აუდიტის სამსახურმა რამდენიმე თვის წინ დაუდგინა. დასკვნაში წერია, რომ მის სკოლაში 6 საკლასო ოთახით ისე სარგებლობდა კერძო პირი, სარგებლობის თანხას არ იხდიდა და ხელშეკრულებაც არ არსებობდა. დანარჩენ შემთხვევებში, ხელშეკრულებები არსებობდა, მაგრამ მოიჯარეების მიერ თანხების გადახდა დარღვევით ხდებოდა. არაერთ მოიჯარეს თვეობით ჰქონდა სარგებლობაში სკოლის ოთახები ხელშეკრულებისა და საფასურის გადახდის გარეშე. შესაბამისი ორგანოები ალბათ მალე გაარკვევენ სად მიდიოდა საკმაოდ სოლიდური უკანონო შემოსავლები.არ არის გამორიცხულიეს თანხები კოლექტივშიც ნაწილდებოდა, რადგან არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ამ უკანონობებს ამხელდა. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა არა ფინანსურ, თუმცა სკოლისთვის სერიოზულ დარღვევებს. კერძოდ, არ იყო შევსებული არცერთი პირველკლასელის პირადი საქმე, მოსწავლეთა ჩარიცხვა ხდებოდა აუცილებელი დოკუმენტაციის გარეშე, ჟურნალები იყო გადასწორებული, არ იყო სრულად დამტკიცებული სასკოლო სასწავლო გეგმა და ა.შ.



სამაგიეროდ, დირექტორი რამინაშვილი 53-ე სკოლაშიმასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად სკოლის ადმინისტრაციის ოთახებში წვეულებებს აწყობდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, „საგანამანთლებლო ალიანსის" რეპუტაცია აშკარად საეჭვო ხდება. მითუმეტეს, არანაკლებ საინტერესო ფიგურაა ამ ალიანსის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი, 51-ე სკოლის ყოფილი დირექტორი დავით ლაგვილავა. სამინისტროს აუდიტის დასკვნა მის მიმართაც არანაკლებ მძიმეა.  როგორც რამინაშვილი, ლაგვილავასაც სკოლის ფართის იჯარით გაცემის არაერთი დარღვევა დაუდგინდა (ლაგვილავა-რამინაშვილის საქმეები ამჟამად სასამართლოში განხილვის ეტაპზეა).



ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ ამ უცნაურ ალიანსს კიდევ ერთი საეჭვო ორგანიზაცია დაემატა. პედაგოგი დავით ფერაძე "პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" სახელით აცხადებს, რომ უწყება სასკოლო ინტერნეტის მართვის პროცესში ცენზურას მიმართავს და გარკვეული ვებ-გვერდები დაბლოკი აქვს. ამ ინფორმაციის გადამოწმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-ცენტრსში შევეცადეთ, სადაც განგვიმარტეს, რომ სკოლებში დაბლოკილი  მხოლოდ ის ვებ-გვერდებია, რომლებიც 18 წლამდე მოსწავლეებისთვის არ არის რეკომენდებული. შესაბამისად, რატომ თვლის ფერაძე, რომ სკოლის მოსწავლეებს წვდომა უნდა ჰქონდეთ უხამსი შინაარსის ვებ-გვერდებთან, ეს მომავალი სტატიის თემაა.



დაბოლოს, ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვერკვია გარდა ამ პერსონებისა, კიდევ ვინ არიან „საგანამანთლებლო ალიანსში" გაწევრიანებული. უცნაურია, მაგრამ ორგანიზაციაზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით მოქმედი დირექტორებისა და პედაგოგების სახელით საუბრობს, ინფორამციის მოძიება ფაქტობრივად ვერ მოხერხდა. კიდევ უფრო საინტერესო ერთი კითხვაა: როდემდე შეიძლება მსგავსი წარსულის მქონე ადამიანებმა პედაგოგების სახელით ისაუბრონ.პარალელურად,საზოგადოება კი წუხდეს, რომ მასწავლებლებმა პატივისცემა და ღირსება დაკარგეს.




(წყარო: ახალი თაობა)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016