reportiori.ge - სოსო ჯაჭვლიანი: "ზონდერებს" უნდა მივუჩინოთ თავიანთი ადგილი. საჭიროა "ნაციონალების" მხილება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:53
პრეს-დაიჯესტი
სოსო ჯაჭვლიანი: "ზონდერებს" უნდა მივუჩინოთ თავიანთი ადგილი. საჭიროა "ნაციონალების" მხილება!
ავტორი:
29 სექტემბერი, 2014. 16:04



27 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში მისულ ირაკლი ღარიბაშვილს იქაური "ნაციონალების" 5-კაციანმა ბანდამ პროვოკაცია მოუწყო - ისინი დაახლოებით 200 მეტრში მოულოდნელად გამოჩნდნენ, პრემიერ-მინისტრს აგინეს, შემდეგ კი მკვლელი და პუტინის მონა ეძახეს. საზოგადოებაში ამ პროვოკაციას მძაფრი რეაქცია მოჰყვა, ყველა ნორმალური ადამიანი უკვე თანხმდება იმაზე, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოსო ჯაჭვლიანი ამბობს "ქრონიკასთან" საუბარში, ქვეყნიდან გაქცეული და მაწანწალა მიხეილ სააკაშვილი უკვე ასეთ მეთოდებზე გადავიდა: 



- ესენი არიან ბინძურები, ესენი არიან თახსირები, გარყვნილები, სექტანტები. მსოფლიოში არის ერთი ყველაზე თახსირი ადამიანი, რომლის სახელი და გვარია მიხეილ სააკაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია, ბუზიდან სპილო გააკეთოს, მე მას მაინც ვეუბნები: მიხეილ, სანამ არ დაგიკიდებ ერთ ადგილას და არ გატრიალებ ისე, როგორც საჭიროა, გონს ვერ მოეგები! ველოდები შენს პასუხს, შემეხმიანე, დეტალურად მერე აგიხსნი, სად დაგიკიდებ და როგორ გატრიალებ. აი, ასე, ჩაიხითხითა ბეჰემოტმა და ხის ტოტზე გაუჩინარდა. 



- კი, სოსო, ბეჰემოტმა რომ ჩაიხითხითა და ხის ტოტზე შეინავარდა, ეგ ვნახეთ, მაგრამ ჩვენ ვდგავართ ფაქტის წინაშე - "ნაციონალები" ღია ომზე არიან გადასულები. სამწუხაროდ, არ ჩანს პასუხი, ის ადამიანები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილს ახლდნენ ამერიკაში და რომლებიც ინფორმაციის გავრცელებით უნდა იყვნენ დაკავებულები, მხოლოდ თავიანთ პირად ფოტოებს გვთავაზობენ, მათ საკუთარი თავის გარდა, არაფერი აინტერესებთ. ეს უკვე პარადოქსი და მარაზმია! 



- მე ადრეც გითხარი, ესენი არიან ის ბოზები, რომლებსაც წაასწრეს, მაგრამ "ტრუსიკების" ამოწევა მოასწრეს და ახლა აქეთ გვედავებიან, თქვენ რეებს კადრულობთო? ყველაზე კარგი ის არის, რომ ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ხვდება. ერთ მაგალითს მოგიყვან: რამდენიმე დღის წინ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში იყო დებატები, ერთ მხარეს იჯდა ლერი ხაბელოვი, მეორე მხარეს ისხდნენ ის "ნაციონალი" მოჭიდავეები, რომლებიც ლუკა კურტანიძეს აუჯანყდნენ. დაისვა შეკითხვა, - უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები ჭიდაობის ფედერაციაში? ინტერაქტივის მიხედვით, 70 პროცენტი თანახმა იყო, უნდა ჩატარდესო. როგორც კი ხაბელოვმა სიტუაცია ახსნა, ეს მაჩვენებელი უცებ შეტრიალდა, 30 პროცენტზე ჩამოვიდა. 



- მეც მაგას არ ვამბობ, რომ საზოგადოებას სწორი ახსნა-განმარტებები სჭირდება? 

 


- დიახ, ყოველ წუთს, ყოველ წამს ამათ პასუხი უნდა გასცე ისე, როგორც საჭიროა. ჩვენ, "ქართულ ოცნებას", რა დაპირებებიც გვქონდა, იმის შესრულება იმ ტემპში და იმ ვადაში არ მიდის, როგორც გვინდოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ამ გათახსირებულების სიბინძურეებზე არ უნდა ვილაპარაკოთ, რომლებიც ხელს გვიშლიან. საამისო ფაქტებსაც ახლავე დავდებ: გიგი უგულავა რისთვისაა დაჭერილი, მილიონების მითვისებისთვის, ხომ? მე ამ დღეებში გავეცანი თბილისის მერიაში ერთ საკითხს და გაოგნებული დავრჩი, შენ იცი, რა ხალხი ფინანსდებოდა დღემდე მერიიდან? მილიონები იხარჯებოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც ისევ "ნაციონალების" დაკრულზე ცეკვავენ. ამიტომ აუხტნენ ლუკა კურტანიძეს, ნიშანი მისცეს პატრონებმა, კვერცხები დაუშინეთ და გააძევეთო. ჯერ ერთი, რა კაცობაა ეს?! თუ ტრაკი გაქვს, მიდი და ხელით შეეხე, სიტყვით შეეხე! არა, ამათ მაგისი ტრაკიც არა აქვთ! ქართველი კაცი ზურგით დგას და კვერცხს ესვრი?! გელა, ჩვენ ვიცით, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რას აკეთებდნენ ეს ვითომ მოჭიდავეები სააკაშვილის დროს? ძალიან კარგად ვიცით, ვინ ვინ იყო. ლუკა კურტანიძე ამათთან არის ათასი პროცენტით მართალი! როდესაც ჭიდაობის ფედერაციამ შედეგი ვერ აჩვენა, მან დააყენა საკითხი, იქნებ რამდენიმე მწვრთნელი შევცვალოთო? იმ დღესვე დადგეს სპექტაკლი, მივიდა ტელევიზია და დაიწყეს კარის აჭედვა. როცა ამის შემდეგ საქმის განხილვა იყო, მე სხდომას ვესწრებოდი. მე ყველას ვკითხე, მიზეზი მითხარით, რა გინდათ ამ კაცისგან-მეთქი? ერთი ამბობს, ვარჯიშის დროს დარბაზში შემოვიდა და მუსიკა ჩართოო. მეორე იძახის, ჩვენთან შემოვიდა და ჭიდაობა დაიწყოო. მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი რომ შენთან ჭიდაობას დაიწყებს, უნდა იამაყო და მერე იტრაბახო. როცა ლუკა კურტანიძე მივიდა ჭიდაობის ფედერაციაში, ანგარიშზე 2500 ლარი იდო, ახლა იქ ნახევარი მილიონი დევს. კურტანიძეს ედავებიან დამნაშავეები, რომლებიც დღემდე ისევ ფულს იღებენ "ნაციონალებისგან", გადახედეთ, ვინ იყვნენ ესენი 2012 წლამდე და რას აკეთებდნენ. ერთი ხანობა დაიწყეს ლაპარაკი, ეს ყველაფერი პოლიტიკური არ არის, სოსო ჯაჭვლიანი ცდილობს, ასე წარმოაჩინოსო. მაშინ მე მათ ვუსვამ შეკითხვას: 26 მაისს რაც მე და ლუკას გაგვიკეთეს, ერთმა მათგანმა მაინც რატომ არ ამოიღო ხმა? კურტანიძეს საჭიდაო დარბაზში არ უშვებდნენ, იქიდან გამოაგდეს, მაშინ სად იყვნენ? 



- იცი, ეს რატომ ხდება? ყველაფერი რომ შერჩათ. სად დაიკარგა "ზონდერი" მოჭიდავეების თემა, ჩაიარა? 

 


- არა, არ ჩაიარა, ვინც დარბევებში მონაწილეობდა, იმათი სია არსებობს და ჩვენ ჩავხედავთ ცოტა სხვანაირად. იცი, რატომ შერჩათ დღემდე და რატომ ბლატაობენ? დღემდე ფულს იღებენ. მე რამდენიმე დღეში გადმოგცემთ სიას და მერე ილაპარაკონ. ეგენი ანგარიშვალდებულები არიან "ნაციონალებთან", მათ დავალებებს ასრულებენ დღესაც. თუ ყველასა და ყველაფერს არ დაერქმევა თავისი სახელი, ასე გაგრძელდება დიდხანს. 



- ყველაფერს თავისი სახელი არ ერქმევა, ხალხი უკვე ფსიქიკურად დაავადდა, შენ კიდევ ამბობ, ბეჰემოტმა ჩაიხითხითაო. უაზროდ იხარჯება ენერგია, ნერვები, სიტუაცია არ ლაგდება. 



- სიტუაცია არის სასწრაფოდ გამოსასწორებელი, "ზონდერებს" უნდა მივუჩინოთ თავიანთი ადგილი. საჭიროა "ნაციონალების" მხილება და დამნაშავეების დასჯა. 



- როგორც ვიცი, ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს გთხოვათ, გააქტიურდითო, მაგრამ ქარავანი ისევ თავისი გზით მიდის, გააქტიურებულს ვერავის ვხედავ. 



- მე ამ შეხვედრას ვერ დავესწარი, ვილნიუსში ვიყავი, მაგრამ ვიცი, რაზეც იყო ლაპარაკი. მე გააქტიურებული ვიყავი ყოველთვის. 



- შენზე არ არის ლაპარაკი, შენ რამდენჯერმე ზედმეტადაც კი გააქტიურდი. 

 


- მე დიდი სიამოვნებით დავუჯდები პირდაპირ ეთერში მამალ "ნაციონალებს" და ვაჩვენებ, როგორი უნდა იყოს დეპუტატი, მაგრამ ესენი არ მისხდებიან. ახლა არ მინდა, წინასწარ ვილაპარაკო, მალე საზოგადოებას დავანახებ, რას ნიშნავს დეპუტატი. ასე დაწერე პირდაპირ, ვიმუქრები. 



- რა გაქვს ჩაფიქრებული? 

 


- ამას მერე ნახავს საზოგადოება. 



- იმედია, არ აგვაფეთქებ. 



- არა, აფეთქებას არ გიპირებთ. თუ მართლა ყველა არ გააქტიურდება და თანადგომა არ იქნება, არაფერი არ გამოვა. რაც მთავარია, ნაძირალებმა ვერ უნდა იბლატაონ. ახლა წავიკითხე, ნუგზარ წიკლაური ედავება გიორგი ვოლსკის, ცეკას ყოფილ ინსტრუქტორებს ხელისუფლებაში რა გინდათო? ჩემი აზრით, კომუნისტური პარტიის წევრობა უფრო საამაყოა, ვიდრე ნაბოზარი სააკაშვილის გუნდის წევრობა! 





(გაზეთი "კვირის ქრონიკა", გელა ზედელაშვილი)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016