reportiori.ge - ლალი ეგაძე: „ძმები ჩხენკელები“ ვიღაცას ყელზე ადგება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:42
მთავარი თემა
ლალი ეგაძე: „ძმები ჩხენკელები“ ვიღაცას ყელზე ადგება!
ავტორი:
29 სექტემბერი, 2014. 17:28


ბოლო ხანს მედიასივრცეში ახალი სალაპარაკო თემა გაჩნდა: რა ხდება TV3-ზე? რა ურთიერთობა აქვს ლალი ეგაძეს ძმებ ჩხენკელებთან? პატრონობს თუ არა ტელეკომპანიას ზვიად ჯანყარაშვილი?

 

ვითარებაში გასარკვევად „რეპორტიორი" ქალბატონ ლალი ეგაძეს დაუკავშირდა:

 

 

- ქალბატონო ლალი, რამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი TV3-ს გარშემო?

 

- ბოლო ერთი კვირაა ჟურნალისტები  TV3-ზე  რეკავენ და გაურკვეველ კითხვებს მისვამენ, აინტერესებთ, ზვიად ჯანყარაშვილი და  ჩხენკელი დგანან თუ არა TV3 -ის და ჩემს უკან.


რა უბედურებაა, აღარ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში „უკან დგომის" ეჭვები? რამე ეტყობა TV3-ის საინფორმაციო პოლიტიკას, რომ ვინმე ერევა? ჰკითხონ თავად საიფორმაციოს ხელმძღვანელს და ნებისმიერ ჟურნალისტს,  ოდესმე რამე ზეწოლა უგრძვნიათ ჩვენგან ?


მეტიც: ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი კარგი საინფორმაციოს ხელმძღვანელი ჰყავს TV3 -ს იმედა დარსალიას სახით!


დამფუძნებლები საერთოდ არ ვერევით საინფორმაციო პოლიტიკაში. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა! მე კი, როგორც არხის გენერალური დირექტორი, ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობ არხის ახალ კონცეფციაზე.    


სხვათაშორის, მჯერა, რომ აუცილებლად დადგება დრო ამ ქვეყანაში და თან ძალიან მალე, როცა პოლიტიკა ასე საინტერესო აღარ იქნება...

 

- რეალურად რა ურთიერთობა გაქვთ ლაშა ჩხენკელთან და ზვიად ჯანყარაშვილთან?


- რაც შეეხება ზვიად ჯანყარაშვილს და ლაშა ჩხენკელს... ამ ადამიანებს  არ აქვთ უფლება თანამდებობაზე იყვნენ? არ აქვთ გამოცდილება? თუ ბიზნესს ვერ მართავენ? მე რამდენადაც ვიცი, ზვიად ჯანყარაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო კადრი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია (სხვათაშორის, არ ვიცნობ მას) და რატომ არ უნდა გამოიყენოს ქვეყანამ ასეთი კადრი, ამიხსნას ვინმემ! ეს დანაშაულია? ჟურნალისტებმაც უნდა ვისწავლოთ მორალი, ვის ვარტყამთ და რის სანაცვლოდ? ასე ქვეყანა ვერასოდეს განვითარდება. ტელევიზიას რაც შეეხება, დამფუძნებლები მე და დავით მჟავია დავრჩით.


რა არის ამაში ცუდი ან კითხვის ნიშნის დასმა ვის სჭირდება?


ლაშა ჩხენკელს, მე და კახა ბაინდურაშვილს, ძალიან გვინდოდა ბიზნესის და ეკონომიკის კონცეფციით და მიმართულებით გაგვეკეთებინა ტელევიზია. რადგან ეს ადამიანები ძალიან დაკავებულები აღმოჩდნენ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, მათი წილები გასხვისდა ჩემს პარტნიორზე და მეგობარზე დავით მჟავიაზე. რა ფინანსური შესაძლებლობებიც გვექნება, ისეთ არხს გავაკეთებთ და  ახლაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყნის ბიზნესწრეებთან.


- ქალბატონო ლალი...


- მაპატიეთ, დაასრულებ... ზუსტად ვიცი, საიდანაც მოდის ეს კითხვები და რატომ! და რას ეძებენ ჩემი კოლეგა ჟურნალისტები... არა, მეგობრებო! მორალი მაინც კარგი რამეა და ვეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, რომ თუნდაც ჩვენი დასმული კითხვებისა არ შეგვრცხვეს!


„ძმები ჩხენკელები ვინ არიან თქვენიო", - ერთ-ერთი ჟურნალისტი მეკითხება... გამეცინა და ვუპასუხე - „ძმები"-მეთქი.  პარტნიორები ვიყავით და მერე ადამიანმა დროის არქონის გამო უარი თქვა არხზე, რა იყო  ამაში ცუდი? ძმები ჩხენკელები ვიღაცას ყელზე ადგება! მით უმეტეს, უნდა გვიხაროდეს, თუ ერთი ოჯახის სამ წევრს აღმოაჩნდა იმის უნარი, რომ რაღაცა კარგი აკეთონ ამ ქვეყნისთვის.

 

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს აჟიოტაჟი ვიღაცის მიერ ხელოვნურადაა გამოწვეული?


- გამორიცხული არაფერია. ამ ქვეყანაში, ვიღაცა ვიღაცის ახლობელი ყოველთვის არის და ვფიქრობ, რომ ეს დანაშაული სულაც არ არის. ასე, რომ ჩემო ძვირფასო კოლეგებო, რა თქმა უნდა ვწეროთ სიმართლე, მაგრამ არა სუფლიორის  დახმარებით!


იმის იმედიც მაქვს, რომ მავანთ ხელისუფლებაშიც ეყოფათ გონება, რომ ერთ მაგიდასთან დასხდნენ და ნორმალურად წაიყვანონ ამ ქვეყნის ბედი, რომ არ იყოს განხეთქილება და ერთმანეთის კინკლაობაში არ დაღუპონ ქვეყანა, მოაძლიერონ ბიზნესი და კონკრეტულ ადამიანებზე დარტყმით არ გაერთონ!


დიახ, ცალსახად ვურჩევ მავანთ: ფული სხვა რამეში დახარჯონ და არა დაკვეთილ კითხვებში!


ესაუბრა ანი მათიაშვილი


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016