reportiori.ge - რა საიდუმლო დავალება მისცა სააკაშვილს რიზეში თურქეთის ხელისუფლებამ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:03
ინტერვიუ
რა საიდუმლო დავალება მისცა სააკაშვილს რიზეში თურქეთის ხელისუფლებამ?
ავტორი:
29 სექტემბერი, 2014. 17:52


ანტიმართლმადიდებლური კამპანია, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდში დაიწყო და რომლის უმთავრეს მიზანსაც ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის, დისკრედიტება წარმოადგენდა, ბოლო დროს განსაკუთრებით მწვავე ხასიათს იძენს. სოციალურ ქსელებში საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა პიკს აღწევს, ამ პროცესის მედროშედ კი, წესისამებრ, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები გვევლინებიან. პარალელურად წინ იწევს რელიგიური უმცირესობების უფლებების საკითხიც. ზოგიერთ ვაიუფლებადამცველს თუ დავუჯერებთ, საქართველოში თურმე ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა და ხელისუფლებამ სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს. მოკლედ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსგავსი საკითხებით მანიპულირება გარკვეულ ძალებს აწყობთ და ის, რაც თუნდაც ბოლო პერიოდში აჭარაში ხდება (მუსლიმან და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაპირისპირებას ვგულისხმობ) ხელოვნურად ინსპირირებული პროცესია. 


რა საფრთხეებს უქმნის ეს ყველაფერი სახელმწიფოს და რა ძალები დგას ამ პროვოკაციების უკან, ქრონიკას" ესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე): 


- მამა გიორგი, ანტიმართლმადიდებლური კამპანია, კარგა ხანია საქართველოში უცხო მოვლენა არ არის, მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ, პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, ამ მხრივ არაფერი იცვლება. ვიდრე კონკრეტულ საკითხებზე გადავალთ, მოკლედ გვითხარით თქვენი მოსაზრება, ვინ და რა ინტერესები დგას ამ ყველაფრის უკან? 


- ეს პროპაგანდა არ დასრულდება. პირიქით, აწი და აწი კიდევ უფრო მძაფრ ხასიათს მიიღებს, იმიტომ რომ რამდენი ხელისუფლებაც არ უნდა შეიცვალოს, დამოკიდებულება ეკლესიასა და ხელისუფალს შორის რჩება უცვლელი. საერთოდ, ეკლესიის აზრს ითვალისწინებდნენ მხოლოდ მირონცხებული მეფეები. ესენი კი, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებასაც ვგულისხმობ და დღევანდელსაც, ემსახურებიან ევროპასა და ამერიკას, ამ დიდ მეძავს (ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მაგრამ სხვას მე ვერაფერს დავარქმევ) რომელსაც ღმერთი არ უყვარს. რაც შეხება კონკრეტული სასულიერო პირების დისკრედიტების მცდელობას, ზუსტად ვიცი, რომ ეს გეგმები დგებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩერგოლეიშვილი და ბოკერია ხელისუფლებაში იყვნენ მოკალათებული. იკერებოდა საქმეები, აწყობდნენ პროვოკაციებს და დაქირავებული ხალხით ცდილობდნენ, წყობიდან გამოეყვანათ სასულიერო პირები. 


- თქვენი აზრით, დღესაც ჩერგოლეიშვილისა და ბოკერიას მიერ შემუშავებული გეგმები მუშაობს? 


- ცხადია, ეს გეგმები მუშაობს. თქვენ რა გგონიათ, ეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, სოკოებივით რომ მომრავლდნენ, ვისი ხელდასხმით მოქმედებენ? 


- ვისი? 


- ევროპისა და ამერიკის დაქირავებული ყურმოჭრილი მონების, ისეთების, როგორებიც ბოკერია და მისი ცოლი ჩერგოლეიშვილი არიან. ასევე ბევრია მათი ყურმოჭრილი მონა დღევანდელ ხელისუფლებაშიც. თქვენ რა გგონიათ, კორძაია რომაა პარლამენტში და "რესპუბლიკელები", რამეთი უკეთესები არიან?! ეს აბსოლუტურად ერთი და იგივეა, ვაის გავეყარეთ, უის შევეყარეთ. მე კონკრეტულ სიტუაციაში ვგულისხმობ "რესპუბლიკურ პარტიას", რომელიც პირდაპირ ებრძვის ეკლესიას. 


- რაც შეეხება რელიგიური უმცირესობების საკითხს, ბოლო დროს აჭარაში სულ უფრო იძაბება ურთიერთობა მუსლიმან და ქრისტიან მოსახლეობას შორის. დაახლოებით სამი კვირის წინ ინციდენტიც მოხდა ისლამურ პანსიონთან, რომლის კარებზეც ღორის თავი მიაჭედეს. ბევრი ამბობს, რომ ეს პროცესი ხელოვნურადაა ინსპირირებული და მიზნად სწორედ ეკლესიის დისკრედიტებას ისახავს. თქვენ რას ფიქრობთ? 


- პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის რელიგიური ექსპანსია, რომელსაც ახორციელებს თურქეთის ხელისუფლება. ანუ, რაც "ნაციონალების" დროს ვერ შეძლეს, იმას აკეთებენ ახლა. თქვენ რა გგონიათ, თურქეთის ტერიტორიაზე რომ იყო ამას წინათ სააკაშვილი შემოსული და თავისუფალ ზონაში შეხვდა თავის ხროვას, ეს შემთხვევით მოხდა? მან ზუსტად ეს მითითებები მიიღო, რომ დაიწყონ რელიგიურ ფონზე ადამიანების დისკრედიტაცია; ასე რომ, მომავალში ეს კიდევ უფრო მძაფრ ხასიათს შეიძენს. 


- ე.ი. თურქეთის ხელისუფლება აწყობს პროვოკაციებს აჭარაში და ამაში მას ნაცმოძრაობა" ეხმარება? 

 

- ზოგადად, „ნაცმოძრაობა" რომ ყველაფერზეა წამსვლელი, ამაში, ალბათ, დამეთანხმებით. რაც შეეხება თურქეთის ხელისუფლებას, ისინი რელიგიურ ექსპანსიას ახორციელებენ არა მხოლოდ საქართველოში, საბერძნეთშიც კი. სხვათა შორის, ამას წინათ ერთ-ერთი თურქი სახელმწიფო მოხელე იყო ჩასული სალონიკში, დიმიტრი თესალონიკელის საფლავზე და როცა აქეთ-იქით მიმოიხედა, პირდაპირ თქვა: შესანიშნავი ადგილი იქნებოდა მეჩეთის ასაშენებლადო. ეს რა არის, პროვოკაცია არაა? და ვერც ერთმა ბერძენმა ჩინოვნიკმა მას პასუხი ვერ გასცა, იმიტომ რომ თურქეთი მაშინ ეკონომიკურად ეხმარებოდა საბერძნეთს. 


- ეკონომიკურად ჩვენც ვართ თურქეთზე გარკვეულწილად დამოკიდებული. 


- მაგას სააკაშვილის ხელისუფლება გვინერგავდა: თურქეთზე დიდი მეგობარი არა გვყავსო. ამ დროს რა ხდება და რას გვიმზადებს ეს სახელმწიფო, აჭარის მაგალითზეც ჩანს. ყველაფერს თავი დავანებოთ, მე, სასულიერო პირს, შესამოსელით არ შემიძლია თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა. აგერ სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ერთ-ერთი მამაო ჩამოვიდა საბერძნეთიდან თურქეთის გავლით და მთელი ორი საათი გააჩერეს საზღვარზე იმის გამო, რომ შესამოსელის გახდას სთხოვდნენ. ამას აკეთებდნენ კომუნისტები, ანუ შესამოსელს რომ გახდიდნენ და წვერს გაპარსავდნენ, მერე ხელს აღარ ახლებდნენ. ეს იყო ღვთის უარყოფა და ზუსტად იგივე პოლიტიკა აქვს დღეს თურქეთის სახელმწიფოს. 


- აჭარაში პრობლემა ისაა, რომ მუსლიმანები მეჩეთის აშენებას ითხოვენ, ქრისტიანები კი წინააღმდეგნი არიან. როგორ წარმოგიდგენიათ ამ საკითხის გადაწყვეტა? 


- ავიღოთ შვეიცარიის, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოს მაგალითი, იქ როდესაც დადგა ეს საკითხი, ანუ როცა ადგილობრივმა მუსლიმანებმა მეჩეთის აშენება მოითხოვეს, ხელისუფლებამ თქვა: დავეკითხოთ ხალხს. ჩაატარეს რეფერენდუმი და 99-მა პროცენტმა უარი განაცხადა მეჩეთის აშენებაზე. იგივეს გაკეთება შეიძლება საქართველოშიც. ეს მთავრობა რომ იძახის, ხმა მომეცით და თქვენი ნების გამტარებელი ვიქნები ხელისუფლებაშიო, კარდაკარ რომ დაწანწალებენ წინასაარჩევნოდ და სათითაოდ აგროვებენ ხმებს, მერე რატომ ავიწყდებათ ეს დაპირება? მოვლენ, მოჯდებიან სკამებზე და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ, აღარავინ აინტერესებთ, აღარც რწმენას სცემენ პატივს არც ხალხს. 


- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, თქვენი აზრით, კონკრეტულად რა საფრთხეები შეიძლება შეუქმნას სახელმწიფოს ამ პროცესებმა? როგორ ფიქრობთ, ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ რელიგიური ნიშნით დაპირისპირება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ ნაციონალებმა" და მოაწყონ დესტაბილიზაცია, ვინაიდან სხვა გზა, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, მათ აღარ დარჩათ. 

 

- ხელისუფლებაში ეგენი საერთოდ ვეღარ მოვლენ, უბრალოდ, საკვირველი ის არის, რომ დღესაც ხმას აღებინებენ ამ ადამიანებს. ესენი უნდა გაქრნენ საერთოდ, მაგრამ ნამუსი არ აქვთ და რა უნდა ელაპარაკო... ესენი ცოცხთან ერთად უნდა იძინებდნენ და იღვიძებდნენ, მთელი ცხოვრება ცოცხი უნდა ჰქონდეთ გვერდით ამოყუდებული, რომ ახსოვდეთ, რას აკეთებდნენ; ესენი ხალხი არაა, ეს არის სექტა, ხროვა, რომელიც პირდაპირ ეშმაკს ემსახურება. როგორ შეიძლება, რომელიმე "ნაციონალს" დღეს აზრად მოუვიდეს ხელისუფლებაში დაბრუნება?! 


- თუმცა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა ამას წინათ, ჩვენ მალე დავბრუნდებითო. 


- ამ ადამიანს ელემენტარულად ფსიქიკური შეტევები აქვს. შეხედეთ, სახეზეც ეტყობა, რომ ვერ არის მთლად დალაგებული. ეს არის ჩვეულებრივი ავადმყოფი, რომელიც დღედაღამე აბოდებს ცოცხსა და სააკაშვილზე. მაგას შესაძლოა, ფილმებს ურთავენ და აყურებინებენ სახლში... რა უნდა ვთქვა ამაზე, მე მგონი, საუბარიც არ ღირს. 


- რა შეიძლება დაუპირისპიროს ეკლესიამ მის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას? საინფორმაციო სივრცე საპირისპირო ბანაკის ხელშია. 


- ნაპოლეონი ამბობდა: ათ გაზეთს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ასი ათას კბილებამდე შეიარაღებულ ადამიანს! ეკლესიას შეუძლია დაუპირისპიროს სიმართლე და ლოცვა. ყოველთვის ასეა, რაც მეტად ებრძვიან ჭეშმარიტებას, ის უფრო და უფრო ძლიერდება. მთავარია, ჩვენ არ ვუღალატოთ ჩვენს რწმენას და ვიდგეთ იქ, სადაც აუცილებელია, დღევანდელ დღეს ქრისტიანი იდგეს. ამას თუ შევძლებთ, ღმერთი არ მიგვატოვებს. რაც შეეხება იმ ზიზილ-პიპილებს, აი, ამის სანაცვლოდ ევროპა იქნება, ფოჩიანი კამფეტი იქნებაო, ეს ბაბუშკინის ზღაპრები მოუყვნენ მათნაირად მოაზროვნე ადამიანებს. ფულსა და კეთილდღეობას კიდევ ვინ არის დახარბებული, კარგად ვიცით, - ე.წ. არასამთავრობოები და ის ხალხი, ვინც დღედაღამე ეკლესიას ებრძვიან. 

 

გიორგი ჭიქიაშვილი

გაზეთი კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016