reportiori.ge - ვინ არიან პაატა აბჟანდაძე და ნატო გოდერძიშვილი, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილს ნიუ-იორკში „მკვლელი“ ეძახეს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:02
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ვინ არიან პაატა აბჟანდაძე და ნატო გოდერძიშვილი, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილს ნიუ-იორკში „მკვლელი“ ეძახეს?
ავტორი:
29 სექტემბერი, 2014. 18:29


უკვე გაირკვა, ვინ მოუწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინასთან პროვოკაცია, ვინ უწოდა მას პუტინის მონა და მკვლელი! როგორც რადიო ამერიკის ხმის" ყოფილი თანამშრომელი, მე-9 არხის" ნიუ-იორკის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად ამერიკაში მცხოვრები, რუსუდან წერეთელი ამბობს ქრონიკასთან" საუბარში, ესენი არიან პაატა აბჟანდაძე და ნატო გოდერძიშვილი, რომლებიც დღემდე თემურ ალასანიას მიერ ფინანსდებიან, მათ სახელს ამერიკაში ბევრი ბინძური და არაკანონიერი საქმე უკავშირდება: 

 

 

 

- ეს ბატონი პაატა აბჟანდაძე, როცა 2012 წლის არჩევნები დაიწყო, იყო ნიუ-იორკში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მანამდე ის არაფერს არ წარმოადგენდა, იყო ჩვეულებრივი ემიგრანტი. ჩამოვიდა ამერიკაში, აქ განსაკუთრებით მამაკაცებისთვის ძალიან რთულია დამკვიდრება, პრობლემებია სამუშაოს მხრივ, ამიტომ ვერ გააკეთა ვერაფერი. შემდეგ ის რაღაც არხებით უკავშირდება თემურ ალასანიას, პოულობს საერთო ენას და ასრულებს მის დავალებებს. როდესაც ამერიკაში ჩამობრძანდებოდა ხოლმე გიული ალასანია, აბჟანდაძე მას ჰყავდა დაცვასავით. ეს ადამიანი არასოდეს არსად არ მუშაობს, მაგრამ კარგად ცხოვრობს. მას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, ცხოვრობს ნიუ-იორკში, ჩვენ არჩევნების პერიოდში საკმაოდ დიდხანს მოგვიხდა ურთიერთობა, ხშირად ვსაუბრობდით, თვითონაც მიდასტურებდა, რომ ამერიკაში არასოდეს უმუშავია. ამ ადამიანს თემურ ალასანია იყენებდა ასეთი საქმეებისთვის, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი ე.წ. საემიგრაციო სტატუსიც და მოქალაქეობაც ალასანიას ხელშეწყობით გააკეთა. 


- ვინ არის ნატო გოდერძიშვილი? 


- ეს ქალბატონი ცხოვრობს ნიუ-იორკში, მისი ძმაც და რძალიც აქ არიან, აქვთ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი "ფესვები", ნატო გოდერძიშვილს აქვს "მწვანე ბარათი" მოგებული და ისეა შემოსული შეერთებულ შტატებში. ნიუ-იორკში არის ქართული თეატრი და ნატო გოდერძიშვილი იქ ვითომ მსახიობობს, თან მღერის, უკრავს და ცეკვავს, თუმცა პოლიტიკური ორიენტაციით და ასეთი პროვოკაციული გამოხტომებით, ესეც მთლიანად არის დაკავშირებული თემურ ალასანიასთან. ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, ამერიკაში ცხოვრება იოლი არ არის, საათობრივი მუშაობით ვერაფერს მიიღებ, უნდა იმუშაო 24 საათის განმავლობაში. ქართველების უმეტესობა აქ შავ მუშად მუშაობს, როდესაც ადამიანი არსად მუშაობ და მხოლოდ შენთვის უკრავ თუ ცეკვავ და მაინც კარგად ცხოვრობ, ეს უკვე გასაგებია. აქ, საშუალოდ, საათში გაძლევენ 10 დოლარს, აქედან გექვითება და ხელში გრჩება 6 დოლარი. ახლა მე ვსვამ კითხვას, როგორ ცხოვრობენ პაატა აბჟანდაძე და ნატო გოდერძიშვილი?.. თუმცა ყველა ემიგრანტმა კარგად იცის, რომ ესენი დაკავშირებული არიან თემურ ალასანიასთან, რომელიც მათ იყენებს ასეთი ბინძური საქმეებისთვის. როდესაც "მე-9 არხის" ბიურო გვქონდა გახსნილი ნიუ-იორკში, ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა მათგან დაზარალებული, ისინი ყვებოდნენ, როგორ ჰპირდებოდათ მათ აბჟანდაძე ლეგალური სტატუსის გაკეთებას, როგორ ახდევინებდათ ფულს, შემდეგ ვითომ ეძებდა ვიღაცებს, ვითომ აკეთებდა დოკუმენტებს, ამ დროს, ყველა რჩებოდა მოტყუებული. ფულიც ქრებოდა და აბჟანდაძეც. ამ თემაზე ჩვენ ვაპირებდით სერიოზული გადაცემის მომზადებას, მაგრამ ვეღარ მოვასწარით, "მე-9 არხიც" დაიხურა და ჩვენი ბიუროც გაუქმდა. ახლა გეტყვით იმაზე, რას აკეთებდა პაატა აბჟანდაძე არჩევნების დღეს. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა საარჩევნო უბანზე, მთელი ემიგრაცია მოაწყდა, აბჟანდაძე სპეციალურად არ ხსნიდა უბანს, ვიღაცას მოსდო შარი, საბუთი არ გაქვსო, გამოიძახა ნიუ-იორკის პოლიცია, სინამდვილეში ამ პოლიციის ჩარევა ხდება თემურ ალასანიას ინიციატივით, მაგრამ როდესაც სამართალდამცავებმა დაინახეს, იქ არაფერი არ ხდებოდა, არ იყო მტვრევა და ნგრევა, მშვიდად წავიდნენ უკან. აბჟანდაძეს ჰყავდა დაქირავებული „ნაციონალების" დიდი გუნდი, რომლებსაც არ ჰქონდათ არავითარი მოწმობები და საარჩევნო უბანზე დაატრიალეს ე.წ. კარუსელი, ეტაპობრივად შემოჰყავდა ხან 100 და ხან 200 კაცი. ეს ჩვენ დავაფიქსირეთ და ატყდა ერთი ამბავი, დაიწყო გაწევ-გამოწევა. ამ დროს იქ ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტებიც იყვნენ, მოგეხსენებათ, ესენი მაშინ მიშას ჟურნალისტები იყვნენ, ესენიც სიტუაციის პროვოცირებას ახდენდნენ. აბჟანდაძეს ცალკე კიდევ ჰქონდა ბიულეტენები, თავის ხალხს აძლევდა და აყრევინებდა. ხმების დათვლის დროსაც ძალიან ბევრი იმაიმუნა, ბოლომდე იქ ვიყავი და ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. 


- ქალბატონო რუსუდან, როდესაც თქვენ გაეროს შტაბ-ბინის წინ გადაღებულ ვიდეოფირი ნახეთ, აბჟანდაძისა და გოდერძიშვილის გარდა, სხვებიც ხომ არ ამოიცანით?.. 

 

- აბჟანდაძე კადრში გამოჩნდა, შემდეგ ნატო გოდერძიშვილიც, მაგრამ უცებ ტრანსპარანტი დაიფარეს. სავარაუდოდ, სხვებიც ვიცი, ვინ იყვნენ, მაგრამ გვარებსა და სახელებს ვერ ვიტყვი. სხვათა შორის, საქართველოს უშიშროებამ ამ ხალხს უნდა მოსთხოვოს პასუხი. აგერ არის საკონსულო, აგერ არის საელჩო, ძალიან მაინტერესებს, რას აკეთებენ საერთოდ, ამათ არა აქვთ ურთიერთობა ემიგრაციასთან, დღეს არავინ კითხულობს, რა პრობლემები გვქონდა ჩვენ ამერიკაში 2012 წლის არჩევნებამდე და მას შემდეგაც. მე, როგორც ჟურნალისტს, საელჩოსა და საკონსულოში კარს არ მიღებდნენ, აქეთ ვიყავი ზეწოლის ქვეშ. თქვენ ნუ გგონიათ, ვინც „ქართულ ოცნებას" ხმა მისცა, მათთვის ამ ყველაფერმა მარტივად ჩაიარა. აბჟანდაძის გუნდის წევრები ამ ადამიანებს ატერორებდნენ, აშინებდნენ. 


- გამოდის, ძალიან გამოცდილი პროვოკატორები არიან. 


- რა თქმა უნდა, გამოცდილი კი არა, გაქნილი პროვოკატორები არიან, შეკრულები თემურ ალასანიასთან, მიხეილ სააკაშვილთან და ასე შემდეგ. მე ვსვამ კითხვას, რატომ არის ჩვენი საელჩო და საკონსულო ასე ინერტული?.. რატომ არ მიდის სათანადო ორგანოებთან ინფორმაციები?.. მე პირადად არც საკონსულოში და არც საელჩოში კარს არ მიხსნიან, არ მცნობენ, ელჩი არის არჩილ გეგეშიძე, ამიხსნას, რას აკეთებს და სად იყო იმ დროს, როცა ირაკლი ღარიბაშვილს აგინებდნენ?.. კონსული გახლავთ ირაკლი ჩიქოვანის მეუღლე, რომელიც ასევე არ ჩანს, წვეულებებზე პატიჟებენ ისევ განსაკუთრებულ ემიგრანტებს, თუ ჩამოვა ირაკლი ღარიბაშვილი, იწვევენ თავიანთ ახლობლებს, ეს ხდება შეგნებულად. მე არ მაინტერესებს, რაც უნდათ ის გააკეთონ, მაგრამ რატომ ხდება ასეთი გაუგებრობები?!. ნამდვილად არ შეიძლება, ირაკლი ღარიბაშვილს უწოდონ ასეთი სიტყვები. როცა სააკაშვილს უწოდეს, მან დაიმსახურა, ღირსი იყო. სხვათა შორის, ამ ფაქტმა სიგუა გამახსენა, ეს უზნეო ადამიანი, რომელიც ჩამოიყვანეს საქართველოში და ტურიზმის სფერო ჩააბარეს. ამ ადამიანს 2012 წლის არჩევნების დროს თითი თითზე არ დაუკარებია, მაგრამ მყვირალაა და იცის, როგორ გაიკეთოს პიარი, ფულზეც არასოდეს ამბობს უარს. გიორგი სიგუას აქ ხალხი ჰყავს გადაგდებული, მაგალითად, ლაშა დარბაიძეს გამოართვა 15 ათასი დოლარი და მერე იძახდა, მაჩუქაო. არაფერი არ უჩუქებია, დარბაიძეს დღემდე აქვს შენახული ის სია, რომელიც სიგუამ გადმოუგზავნა. საკუთარი ხელით დაწერა, რომ საქართველოში მინისტრები რომ არ მექეიფებინა რესტორნებში და აიფონები არ მეჩუქებინა, ისე თანამდებობაზე ვინ დამნიშნავდაო?.. ეს სია არსებობს და უახლოეს დღეებში გადმოგიგზავნით. 


- ქალბატონო რუსუდან, ერთი რამ დავაზუსტოთ, გიორგი სიგუამ 15 ათასი დოლარი გამოართვა ამერიკაში მცხოვრებ ლაშა დარბაიძეს, შემდეგ წამოვიდა საქართველოში, მინისტრები აქეიფა რესტორანში, აჩუქა აიფონები და ამის შემდეგ დანიშნეს თანამდებობაზე?.. 


- როდესაც ლაშა დარბაიძე მას მოედავა ფულის თაობაზე და ჰკითხა, ჩემი მოცემული ფულით რა გააკეთეო, მან წარმოუდგინა ხარჯთაღრიცხვა, მინისტრებს აიფონები ვაჩუქე და რესტორნებში ვაქეიფე, აბა, რა უნდა მექნა, ფული მაგათ მოვახმარეო. ეს ადამიანი ჩვეულებრივი ავანტიურისტია, სიგუას მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ აქ ადამიანებს, რომლებმაც თავი გადადეს, ყურადღება საერთოდ არ მიაქციეს და თანამდებობა მისცეს ისევ მატყუარასა და ავანტიურისტს, ამერიკაში ჩვენი დიასპორა უფუნქციოდ არის, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თავისუფლად დასეირნობს ნიუ-იორკის ქუჩებში, მას არავინ აწუხებს, მეტიც, ბოლო დროს თავის ნაცნობ ოჯახებში დაიწყო სიარული, თუ ჩვენ არავის აღარ ვახსოვართ, ბუნებრივია, ჩვენც დაგვავიწყდება „ქართული ოცნება". ჩვენ არ დავღუპულვართ და ჩვენ-ჩვენი გზა მოვძებნეთ, მაგრამ საწყენია, როცა იბრძოლებ და სუფრას სხვები უსხდებიან. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს მიშა სააკაშვილის სცენა, ჩვენ სხვანაირად ვერც საერთაშორისო ასპარეზზე მოვიპოვებთ ავტორიტეტს და ვერც ქვეყნის შიგნით. სააკაშვილის თემა უნდა დამთავრდეს გამოძიებით და ის წარდგეს სასამართლოს წინაშე. აქ მაკკეინმა რაც არ უნდა თქვას, ჩვენ არ გვაინტერესებს. ყველა მამალი "ნაციონალი" აქ არის, მაგალითად, თემურ იაკობაშვილი მუშაობს ერთ-ერთ ამერიკულ ორგანიზაციაში, მშვენივრად გრძნობს თავს, აქ არის კახა ლომაიაც, ესენი ძალიან კარგად მუშაობენ ემიგრანტებზე და სააკაშვილიც დაჰყავთ სხვადასხვა ოჯახებში. ამას წინათ ფილადელფიაში იყო შენგელიების ოჯახში და ეს ხალხიც თემურ ალასანიასთან არის დაახლოებული. დაუკვირდით, თვითონ პაატა აბჟანდაძე და ნატო გოდერძიშვილი ისეთი მშიშრები არიან, რომ, როცა ირაკლი ღარიბაშვილს აგინებდნენ, თავზე ტრანსპარანტები ჰქონდათ ჩამოფარებული, რათა არ გამოჩენილიყვნენ. თუ შნო არა გაქვს, ვინმეს შეაგინო პირდაპირ, რაღას გამოდიხარ ქუჩაში, თუმცა, როცა შეფი თემურ ალასანია დაგავალებს, მაინც უნდა გააკეთო... აქ, ჩვენთან, რომ „ქართულ ოცნებას" სხვანაირად ემუშავა, ჩვენთვის რომ ყურადღება მოექციათ, ასეთი პროვოკაციული მიტინგი არ გაიმართებოდა. ჩვენს ემიგრაციაში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც ურთიერთობა აქვს ამერიკის პოლიტიკურ წრეებთან, ბევრი ჩემი ამერიკელი მეგობარი წამყვან გაზეთებში მუშაობს, ჩემი ყოფილი პროფესორი, როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, დღეს არის „სიენენის" პოლიტიკური მიმომხილველი, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ბევრი რამის გაკეთებაც შემიძლია, მაგრამ ეს ვის სჭირდება?!. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება" ჩვენ ვერ გვიყენებს. არიან ადამიანები კერძო ბიზნესში, მედიცინაში, კულტურაში, მათი მეშვეობითაც კარგის გაკეთება შეიძლება. მე არ მინდოდა ამ თემაზე ასე საუბარი, მაგრამ სხვა გზა არ დატოვეს. ჩვენთან რომ ხელისუფლებას ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს, აბჟანდაძეები და გოდერძიშვილები ასეთ რამეს ვერ გაბედავდნენ. 

 

 

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016