reportiori.ge - ცხინვალის დე-ფაქტო პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 21:09
კონფლიქტები
ცხინვალის დე-ფაქტო პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს
29 სექტემბერი, 2014. 20:16


 

ცხინვალის დე-ფაქტო პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამხრეთ ოსეთს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან კავშირი არ აქვს.


"სამხრეთ ოსეთს არავითარი კავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან არ გააჩნია. არ დავიწყებდი ჯანსაღი აზრის ძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, თუნდაც ეს გაეროს ტრიბუნიდან იყოს ნათქვამი. ჩვენ ასეთი განცხადებები ქართველი პოლიტიკოსებისგან არაერთხელ მოგვისმენია", - განაცხადა ე.წ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იგორ კოჩიევმა. ინფორმაციას სააგენტო "რესი" ავრცელებს.

 


მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობა დაფუძნებულია ხალხის ნების გამოვლინებაზე, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებებმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას საფუძველი გაუმყარა. კოჩიევმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ არაერთხელ გამოხატა შერიგების სურვილი თუ საქართველო აღიარებს ოსი ხალხის გენოციდს, შეიარაღებულ აგრესიასა და რესპუბლიკის დამოუკიდებლობას. 


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016