reportiori.ge - „ბავშვს პირში სისხლი ჩასდიოდა, პედაგოგი და ძიძა კი ურეაქციოდ უყურებდნენ“ - რა მოხდა სკოლა-ბაღ „სადუნში"?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:33
მთავარი თემა
„ბავშვს პირში სისხლი ჩასდიოდა, პედაგოგი და ძიძა კი ურეაქციოდ უყურებდნენ“ - რა მოხდა სკოლა-ბაღ „სადუნში"?
ავტორი:
29 სექტემბერი, 2014. 17:27


ბაქრაძის ქუჩაზე მდებარე სკოლა-ბაღ სადუნში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო მოკვლევას იწყებს. აუტიზმით დაავადებული 4 წლის ბიჭის მშობლები ბაღის მასწავლებელს ბავშვის ცემაში ადანაშაულებენ. ოჯახმა უკვე მიმართა დამოუკიდებელ ექსპერტს.


"4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძეს დაზიანებები მკვრივი, ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით აქვს მიყენებული", - ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალისტებს  გაბრიელ ნიშნიანიძის მამამ ავთანდილ ნიშნიანიძემ გააცნო.


მცირეწლოვან გაბრიელ ნიშნიანიძეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა საფეთქლის ორისისხლნაჟღენთისა და მარცხენა ლოყის და ზემო ტუჩის თითო ნაჭდევის სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე", - ნათქვამია ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის დასკვნაში.



აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძეს დაზიანებები 26 სექტემბერს ბაღში მიაყენეს. მშობლების ინფორმაციით, საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება ცემის მუხლით.



მომხდარს გუშინ გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნატა ასათიანის განცხადებით, განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს განათლების სისტემაში ინკლუზიური პრინციპების გაძლიერებაზე.



რაც შეეხება პატარა გაბრიელის შემთხვევას, ცხადია, რომ საუბარია ძალიან მძიმე და შემაშფოთებელ ფაქტზე. პირველ ეტაპზე აუცილებელია გამოძიების დასრულება და ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნება. კონკრეტულ გარემოებებზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი. მოგეხსენებათ, შემთხვევა მოხდა კერძო სკოლის ბაღში - თუმცა, ცხადია, უფლებამოსილებაზე და კომპეტენციის სფეროებზე საუბარი აქ უადგილოა, რადგან საქმე ეხება ბავშვის უფლებების დაცვას, რის სადარაჯოზეც განათლების სამინისტრო ყოველთვის განუხრელად იდგება", - აცხადებს ნატა ასათიანი.



სკოლა-ბაღის სადუნის" დირექტორი მარინა ცინცაძე 4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას არ ენდობა. მარინა ცინცაძე კატეგორიულად უარყოფს ბლაგვი საგნის გამოყენებით ოთხი წლის გაბრიელ ნიშნიანიძის დაზიანებას. სკოლა-ბაღის დირექტორი აცხადებს, რომ გაბრიელ ნიშნიანიძემ ნაფხაჭნი ბავშვთან წაკინკლავების დროს მიიღო.



"ბავშვი იმდენად ჰიპერაქტიული იყო, იქნებ სახლში დავარდა, მე რა ვიცი. მე არ ვენდობი ამ ექსპერტიზას. ჯერ ერთი, თუ ამ ბავშვს ასეთი დაზიანებები ჰქონდა, ჩემთან რატომ არ მოვიდა? მე თვითონ წავიყვანდი და ერთად შევამოწმებდით . საინტერესოა, ვინ დგას მაგ ბავშვის უკან. შემეძლო, უარი მეთქვა ამ ბავშვის მიღებაზე, მაგრამ შემეცოდნენ. ყველა ერთად იყვნენ მოსული. არაჩვეულებრივი შესახედავი ბავშვია. მე მყავს ასეთი ბავშვები, გაბრიელი პირველი კი არ იყო. ვფიქრობდი, ერთობლივი მუშაობით, მხარში დგომით იქნებ გაბრიელი საზოგადოებისთვის დაგვებრუნებინა", - განაცხადა ცინცაძემ.



მისივე თქმით, 90-იანი წლებიდან სკოლა-ბაღი რუდუნებით მუშაობს და შეეცდება, თავისი სახელი და იმიჯი აღიდგინოს, რომელიც ერთ დღეში დაენგრა. მარინა ცინცაძე აპირებს, დარღვეული უფლებები თავად დაიცვას.



ბაღის პედაგოგი ციური გულიშვილი ირწმუნება, რომ ავთო ნიშნიანიძის შვილმა დაზიანებები სხვა ბავშვებთან თამაშის დროს მიიღო.



ნიშნიანიძის მშობლებმა მთხოვეს, რომ მათი შვილი მივაჩვიო ბავშვებთან ურთიერთობას. დავსვი ბავშვებთან სათამაშოდ, მას სხვა ბავშვებმა სათამაშო სთხოვეს, რასაც ნიშნიანიძის ბავშვის მხრიდან აგრესია მოყვა. ამ დროს მოხდა კონფლიქტი. ჩვენ ხელით არავის არ ვეხებით", - განაცხადა ბაღის პედაგოგმა.



გთავაზობთ წერილს, რომელიც დაზარალებულის დედამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ღია წერილში გაბრიელის დედა შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს.


"მოგმართავთ საზოგადოებას, იქნებ გულთან ახლოს მიიტანოთ ჩემი ეს ტკივილი!!! მე ვარ ოთხი წლის გაბრიელ ნიშნიანიძის დედა, რომელსაც დაუდგინეს ბავშვთა აუტიზმი და გადავწყვიტეთ მიგვეყვანა ბაღში აგვისტოში მივაკითხეთ საბავშვო ბაგა ბაღ "სადუნს" ვესაუბრეთ დირექტორს და კარგად ავუხსენით გაბრიელის მდგომარეობა.

 

დირექტორმა პასუხი არც კი დააყოვნა და გვითხრა, რომ სეთი ბავშვები აღუზრდიათ და მათთვის ეს პრობლემა საერთოდ არ იყო და დაიბარეს ბავშვი, რომ ენახათ. მივიყვანეთ, რომ შეხედეს მკითხეს- ნამდვილად აქვს აუტიზმიო? ჩვენ ცოტა მძიმე ფორმები გვინახავსო, რა თქმა უნდა, გახარებული წამოვედით მთელი ოჯახი, მივიყვანეთ პირველ სექტემბერს და ბოლო ორი კვირაა დაიწყო პრობლემები.

 

ყოველდღიურად ვისმენდით ძიძისგან, ქალბატონი ლიასგან საწყალი ბავშვი ხან გაბრაზებული გვხვდებოდა, რაც აუტანელი იყო. რამოდენიმე დღის უკან პედაგოგს როცა ვესაუბრებოდით, კიბეზე ვიდექით. ვიღაც მამაკაცი გაბრაზებული სახით დაჟინებული და გაცეცხლებული მზერით კიბეზე ამობრუნდა და მუცელში იდაყვი მომხვდა, ჯერ მეგონა მოუხვდა, რაც არ გავდა მოხვედრილზე ცოტა მძიმედ მომხვდა, მეგონა ბაღზე იყო გაბრაზებული ორ დღეში ძიძა სიხარულით მეუბნება, რომ დირექტორთან ვარ დაბარებული.


მივდივარ და მეუბნება, რომ მშობელი არის გაბრაზებული - მე ფულს იმაში არ ვიხდი რომ ჩემი შვილი ავადმყოფთან იზრდებოდესო. მე ვკითხე - ეს ბაბუა ხომ არ არისთქო და მიპასუხა კიო, თურმე ფიზიკურადაც შეიძლება გაგისწორდენ, მხოლოდ იმიტომ, რომ გაბრიელის დედა ხარ...


გაბრიელი ავადმყოფი არ არის, ხალხო, უბრალოდ ვერ ლაპარაკობს, მე ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი ძიძისგან გამომდინარე ხდება, იმიტომ რომ ბევრჯერ შევესწარით სეთ დიალოგს, როდესაც მშობელი ეკითხებოდა თუ რა ისწავლეს ბავშვებმა, ხელით უთითებდა გაბრიელზე, რომ აი, ამას რომ უყურებთ ერთი ადამიანი სჭირდება და თუ არ მოსწონდათ ბაღი სხვაგან წაეყვანათ, ჩემი აზრით, ძიძა ზეგავლენას ახდენდა მშობლებზე, რომ გაბრიელი გაეგდოთ ბაიდან, ესეც მითხრა დირექტორმა - მშობელი ითხოვს გააგდეთ გაბრიელი ბაღიდანო, მე უპასუხე, რომ გაბრიელს გასაგდები არაფერი სჭირდა და თვითონ წავიყვანდი, რაზეც სასტიკი უარი მითხრა, ჩვენ მივხედავთო, ოღონდ ორ საათამდე იყოსო, ალბათ, ეს იმიტომ რომ ბაბუას არ ენახა, მერე მითხრა, რომ ძიძას აქვს ოჯახური პრობლემები და ჩვენ ხელს ვუწყობთო, მაგრამ, დღეს აუცილებლად დაველაპარაკებიო .


ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, მიგვეყვანა ბავშვის პირადი ფსიქოლოგი, რომელთანაც ყოველდღიური შეხება გვაქვს, ერთი კვირის განმავლობაში ვეუბნებოდით, რომ მოენახულებინა ბავშვი და გაერკვია თუ რა პრობლემები ქონდა, რადგან ძალიან გადატვირტული იყო ვერ ახერხებდა და გუშინ მივიდა, დირექტორი საქმის კურსში იყო, რომ უნდა შეხვედროდა ფსიქოლოგს და არ დახვდა ადგილზე, როდესაც დაურეკეს, თქვა რომ მოვიდოდა, მაგრამ არ გამოჩენილა.

 

ფსიქოლოგი როდესაც შევიდა ჩუმად, რადგან დაკვირვებოდა რას აკეთებდა, ბავშვი დარბოდა წყნარად ოთახში, როდესაც შემობრუნდა ბავშვს ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა და პედაგოგი და ძიძა ურეაქციოთ უყურებდნენ. ბავშვს პირში სისხლი ჩასდიოდა. შეკითხვაზე თუ რა მოხდა რამოდენიმე ვერსია უთხრეს.

 

მერე ჩამოვიდა ძალიან აღშფოთებული და ათას ბოდიშს გიხდითო აქ როგორ მოიყვანეთ ბავშვიო და მეგონა, ცოტას როგორც ყველა მშობელი ამეტებდით რამესო და გვთხოვა შესაბამის სტრუქტურებს შეატყობინეთო. ჩვენ მივმართეთ ბაღების სააგენტოს და გვითხრეს, რო კერძო ბაღი მათ არ ეკუთვნის. მერე "რუსთავი2"-მა გადაიღო ბავშვი, მე, ფსიქოლოგი და ბაღიც. ინტერვიუ მიცემული გვაქვს და ველოდებით რეპორტაჟს, გაიგოს ხალხმა რა საფრთხის წინაშე ვართ მშობლები და ბავშვი, შეიძლება ფიზიკურად გვისწორდებოდნენ?

 

რა გავაკეთო ამ დღის მერე? ჩემი ანგელოზი შვილი ვის ხელში შეიძლება ჩავარდეს?! იქნებ არსებობს ბაღი, სადაც შვილს არ დამიზიანებენ ამ ბავშვისთვის სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს უკიდურეს მდგომარეობაში ჩაგდებას. ეს ადამიანები დღეს-ხვალ უარესს იზამენ და მე ვეღარავის ვეღარ ვენდობი. შვილს ალბათ შრამი გაყვება, მხოლოდ იმისთვის, რომ ის ბუნებამ აუტისტად დაბადა.

 

განა დააშავა რამე გაბრიელმა, ეს პედაგოგსაც ვკითხე და მიპასუხეს არაო, ხალხო, გეკითხებით განა ეს ანგელოზი რამეს გიშავებთ საიმისოს, რომ შრამი დამიტოვეთ? რომ გამოჯამრთელდეს და მკითხოს ვისგან მაქვს ეს შრამი, ალბათ მეტყვის, ნეტა ისევ აუტიზმი მქონდესო. გთხოვთ მიიტანეთ გულთან, ნახეთ ფოტოები, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს ორი დღეა მაწყნარებს და მადლობა უფალს, რომ მაძლიერებს" - ნათქვამია მიმართვაში.


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016