შემთხვევა ჩინეთში - ქალმა მძღოლმა ფეხის ფრჩხილებზე ლაქის წასმა და გაშრობა ფეხის ფანჯრიდან გადაყოფით გადაწყვიტა.
შემთხვევის შემსწრე მამაკაცი ჰყვება:
„დილაადრიან გზაზე მივდიოდი. დავინახე, რომ ჩემს წინ მიმავალი მანქანიდან ხელი ჰქონდა გადმოყოფილი ადამიანს.
მეგონა, მე მანიშნებდა რამეს და მივუახლოვდი. სახტად დავრჩი, რადგან ხელი კი არა, ფეხი იყო. ვიფიქრე, ადამიანს რაღაც უჭირდა და ვცადე, გამერკვია, რა ხდებოდა მის თავს.
სალონში მზის სათვალეებით იჯდა გამოპრანჭული ქალბატონი, რომელიც გულმოდგინედ იშრობდა ლაქს ფეხზე", - აღნიშნავდა აღშფოთებული მამაკაცი.
კაცი ისე გამწარდა, რომ ქალის მანქანის მონაცემები ადგილობრივ გამომცემლობას გადასცა.
საქმეში სამართლადამცველები ჩაერთვნენ და ქალი, რომელსაც ავტომობილში სილამაზის სალონი ჰქონდა გახსნილი, 32 დოლარით დააჯარიმეს.
(მოამზადა ანა ნოდიამ)
(წყარო: 2.etanews.ge)