1. სიმდიდრე - ეს გულის მდგომარეობაა!
„მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ვიქნებოდი მდიდარი. არც ერთი წამით, არასოდეს შემპარვია ამაში ეჭვი". - უორენ ბაფეტი.
2. წარმატება უფრო მეტია, ვიდრე მსხვილი საბანკო ანგარიში!
CNBC-ის კორესპონდენტის შეკითხვაზე - თუ რა მიაჩნია წარმატების მთავარ საიდუმლოდ, ბაფეტმა უპასუხა: „როცა ადამიანი ჩემს ასაკამდე ცოცხლობს და ირგლივ ჰყავს ადამიანები, რომელთაც ის უყვართ, სწორედ ეს არის წარმატება. არ არის მნიშვნელოვანი, რამდენი ფულია შენს საბანკო ანგარიშზე. მნიშვნელოვანია, აკეთო ის, რაც გიყვარს და რაც მთავარია, აკეთო კარგად. არასოდეს შემხვედრია წარმატებული ადამიანები, რომლებიც აკეთებდნენ იმას, რაც არ მოსწონდათ.
3. დახარჯეთ ნაკლები, ვიდრე გამოიმუშავებთ!
„თუკი თქვენ ნავი წყალს უშვებს, უმჯობესია, დახარჯოთ ენერგია მის შეცვლაზე, ვიდრე დაზიანებული ადგილების ამოვსებაზე". - უორენ ბაფეტი.
თქვენ ვერ გახდებით ფინანსურად წარმატებული ადამიანი, თუკი არ შეგიძლიათ შეკვეცოთ თქვენი ხარჯები. უორენ ბაფეტი იმითაა ცნობილი, რომ მრავალმილიარდიანი ქონების მიუხედავად, მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევა. ის ჯერ კიდევ ცხოვრობს სახლში, რომელიც 1958 წელს 31 800 აშშ დოლარად იყიდა და ჰყავს მეორადი „Lincoln".
4. არ აიღოთ სამომხმარებლო სესხები!
რაც უფრო სწრაფად გაიგებთ, რომ მომხმარებლობა თანამედროვეობის სოციალური შავი ჭირია, რომელიც მსხვილი ორგანიზაციებით იკვებება, ისინი კი თავის მხრივ გაიძულებენ იმუშაოთ მათთვის, მით უფრო სწრაფად შეძლებთ უარი თქვათ უსარგებლო ნივთებზე. მხოლოდ სულელი ყიდულობს დღეს იმას, რისთვისაც გადახდას მხოლოდ ხვალ შეძლებს. გაითვალისწინებთ, ერთხელაც თქვენი სამუშაო დასრულდება, ხოლო ვალი ისევ გადასახდელი დაგრჩებათ.
5. სწორად აირჩიეთ ფავორიტი ადამიანი!
„გაატარეთ დრო იმ ადამიანებთან, რომელთაც თქვენზე უკეთესად მიიჩნევთ. ეს დაგეხმარებათ განაგრძოთ სვლა სწორი მიმართულებითა". - უორენ ბაფეტი.
6. აზარტული თამაშები სულელებისთვისაა!
„წესი № 1. არასოდეს დაკარგოთ ფული. წესი № 2. არასოდეს დაგავიწყდეთ წესი № 1" - უორენ ბაფეტი.
ერთხელ ბილ გეიტსმა აღიარა, რომ ხშირად დებს ბაფეტთან სანაძლეოს, ოღონდ, არაუმეტეს 1 დოლარზე.
7. გულუხვობა და შემოსავალი „მეგობრები არიან"!
„იმ მილიარდერებს შორის, რომელთაც ვიცნობ, არავინაა ისეთი, ვისაც ფული ისე შეცვლიდა, რომ ვერ მეცნო. თუ ისინი გამდიდრებამდე სულელები იყვნენ, გამდიდრების შემდეგ, უბრალოდ, იქცნენ მილიარდერ სულელებად". - უორენ ბაფეტი.
რომ ფლობდეთ მეტს, მეტი უნდა გასცეთ. უორენ ბაფეტი ასევე ცნობილია როგორც ფილანტროპი და გულუხვი ქველმოქმედი. 2006 წელს მან 30 მილიარდი დოლარი გადარიცხა „ბილ და მელინდა გეიტსების" ფონდში, რაც იქცა ყველაზე დიდ შემოწირულობად ქველმოქმედების ისტორიაში.
(წყარო:b2p.ge)