პოლიტოლოგი ზაალ კასრელიშვილი სენსაციურ ინფორმაციას ამხელს და კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებს ასახელებს.
კასრელიშვილის განცხადებით, რუსეთს, აშშ-ს და იაპონიას კიბოს წამალი გამოგონებული აქვთ, თუმცა მასებს უმალავენ.
„კიბო, სიმსივნე, ანუ ვარამი „გულგატეხილთა" დაავადებაა, რომლის პირველ, მეორე და მესამე სტადიას აშშ-ში, იაპონიასა და რუსეთში, წარმატებით მკურნალობენ. მაგალითად, აშშ-ში კიბოს მკურნალობის ორი პრეპარატია, „ლენტინალი „და „ფორლაიფი"!, რუსეთში კიბოს მკურნალობენ პრეპარატ „ლევისტანით" და „რეფნოტით". რაც შეეხება იაპონურ მედიკამენტს, მისი სახელწოდება არ ვიცი, რადგან იაპონური ტრანსკრიპცია ძალიან სპეციფიკურია და შეიძლება შემეშალოს! თუმცა, დანამდვილებით ვიცი, რომ მათ კიბოს წამალი კაფსულების სახით აქვთ, რომელიც წარმოადგენს რომელიღაც წყალმცენარის და სოკოს ნაერთს", - აცხადებს კასრელიშვილი.
მისი თქმით, რუსეთს რომ კიბოს საწინააღმდეგო წამალი აქვს, ეს ვლადიმირ პუტინის მაგალითზეც კარგად ჩანს, რადგან მას ხერხემალზე სიმსივნე ჰქონდა და ახლა აღარ აქვს.
„აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კიბოს წამალი არსებობს და მსოფლიოს ფინანსური მაფია, მსოფლიოს ფარმაკოლოგიური მაფია ამ პრეპარატს მასებისთვის კრძალავს", აცხადებს კასრელიშვილი.
მისი ცნობით, „კაგებემ" წამლის რეცეპტი ქართველი ექიმის ოჯახიდან ამოიღო, მსგავსი რეცეპტი კი ამოღებულია შუა აზიიდან.
„ამერიკელებს პრეპარატის ფორმულა ბრაზილიიდან გაუტანიათ, ხოლო როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოღვაწე კავკასიელმა ექიმებმა დაგვიდასტურეს, უდაბნოში ხარობს მცენარე, რომელიც კიბოს მკურნალობისთვის შეუცვლელია",- განაცხადა კასრელიშვილმა.
(წყარო: press.mediamall.ge)
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)