მიხეილ სააკაშვილი ქონების ნაწილის დაყადაღების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა და ტელეეკრანებიდან აღარ ჩამოდის. სწორედ ამ საკითხის განხილვით დავიწყეთ ინტერვიუ აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძესთან.
– ბატონო ელიზბარ, დაყადაღებული სააკაშვილი მაინც არ ცხრება...
– ძალიან არ მინდა ვიფიქრო, რომ პროკურატურამ სააკაშვილს ეს სასაცილო ქონება მისი ტანჯულის მანტიით აღჭურვისთვის დაუყადაღა! ამიტომაც არის, რომ გაგულისებული მიშიკო გამოდის და სურათებს აფრიალებს, შეადარეთ ჩემი პატარა ქოხი და ბიძინას უზარმაზარი სასახლეო!
ახლა, სააკაშვილი მილიარდერია!
რომ ტირის, მეტროთი და ავტობუსით დავდივარო, იმას რატომ არ ამბობს, მრავალმილიონიანი იახტებით რომ არის განცხრომაში, თავის ჰარამხანის ქალებთან ერთად?!
სააკაშვილისთვის რაღაც მიწის ნაკვეთი და დედამისის ბინა კი არ უნდა დაეყადაღებინათ, არამედ მრავლმილიონიანი ქონება, რომელიც თავის ოჯახის წევრებს კაპიკებად აჩუქა!
განა ეს ის სააკაშვილი არ არის, რომელმაც აგვისტოს ომის დღეებში, როდესაც საქართველო სისხლისგან იცლებოდა, დედამისს ტექნიკური უნივერსიტეტის უზარმაზარი კორპუსი უფეშქაშა?!
და ეს არარაობა კიდევ ბედავს ლაპარაკს!
სააკაშვილი კუდის ძირამდე უნდა გაატყაონ! მას უნდა ჩამოართვან ყველა ის მილიარდი, რომელიც ქართველ ხალხს მოჰპარა! დიახ, დაიწყონ სააკაშვილით და ჩამოვიდნენ მისი ბანდის ბოლო ბოსამდე! ყველა, ყველა უნდა დააყადაღონ – ბოკერიაც, ბარამიძეც, მაჭავარიანიც, თარგამაძეც, ბეჟუაშვილიც!
ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ კონსტიტუციით აეკრძალოს პრეზიდენტს სახელმწიფო ქონების გაჩუქება! თორემ რა გარანტია გვაქვს, რომ ეს მარგველაშვილიც იმავეს არ გააკეთებს?!
– რატომ გაქვთ ეს ეჭვი?
– იმიტომ, რომ მარგველაშვილი და სააკაშვილი ერთი ბოსტნის სარეველები არიან და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს!
სააკაშვილისა არ იყოს, მარგველაშვილსაც ჰგონია, რომ ქართველი ხალხი ნახევრად დებილი და ჩამოუყალიბებელია!
სააკაშვილისა არ იყოს, მარგველაშვილსაც სძულს ქართული ტრადიციები და სულიერება, რადგან პირწავარდნილი სოროსელია!
ალბათ, გემახსოვრებათ, როგორი რიხით გვპირდებოდა მარგველაშვილი წინასაარჩევნოდ, როგორც კი პრეზიდენტი გავხდები, მეორე დღესვე დასრულდება კოჰაბიტაციაო! არადა, მართლაც, შეასრულა ეს დანაპირები!
– როგორ, ბატონო ელიზბარ?!
– როგორ და, როგორც კი მარგველაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, მან ნაცებთან თანაცხოვრება კი არ დაამთავრა, ერთ-ერთი მათგანი გახდა!
მინდა, ყველა დავარწმუნო: გიორგი მარგველაშვილი თავიდან ფეხებამდე არის ჩართული იმ გადატრიალების მომზადებაში, რომელიც პირადად, ირაკლი ღარიბაშვილისა და საერთოდ, საქართველოს წინააღმდეგ მზადდება!
ამ შეთქმულებას დასაყრდენი აქვს პარლამენტშიც – ნაცების, რესპუბლიკელებისა და ალასანიას გუნდის ნაწილის ჩათვლით!
ახლა, გადაავლეთ თვალი, რა ხდება რეგიონებში: თითქმის ყველგან, გაოცნებებულ ნაცებს მიჰყავთ აღლუმი! მათ შეინარჩუნეს ქონებაც, ძალაუფლებაც და, როგორც კი ამის დრო დადგება, ისევ ხუთნომრიან მაისურებს გადაიცვამენ! ამათ რომ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, მერე კოჰაბიტაციას კი არ გამოაცხადებენ, არამედ თითოეულ ჩვენგანს ან ქუჩაში მოკლავენ გურამ შარაძესავით, ანდა – ციხეში გამოგვალპობენ!
– ნაცები შესაფერის მომენტს ელოდებიან რევოლუციისთვის, რადგან არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, რომ „ოცნების“ მთავრობა ძალიან უუნაროდ ირჯება!
– ძნელია, ამ შემთხვევაში, არ დაეთანხმო ნაცებს! მართლაც ძალიან სუსტი მთავრობა გვყავს! სისუსტეს რომ თავი დავანებოთ, ამ მთავრობაში აშკარა მავნებლებიც გვყვანან!
– ვის გულისხმობთ?
– მაგალითად, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ჩემთვის მავნებელია! ეს ქალბატონი აბსოლუტური პროფანია განათლების სისტემაში და ამ თანამდებობაზე იმიტომაც დაინიშნა, რომ მარგველაშვილის ბუღალტერი იყო!
ახლა, ეს ქალბატონი, იცით რას აკეთებს? სკოლებში პირადი ერთგულების ნიშნით ნიშნავს დირექტორებს! ანდა შეხედეთ, რას ჰგავს ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი! იქ ისევ ნაცების აღლუმია! თითქმის ყველა წამყვან თანამდებობაზე მიშას ერთგული ნაცები დარჩნენ! ეს უნიფხვო გოგო-ბიჭები სწორედ სააკაშვილმა მოიყვანა უნივერსიტეტში, ღვაწლმოსილი პროფესორ-მასწავლებლების „ჩარეცხვის“ შემდეგ!
უნივერსიტეტი მიხუინებისგან უნდა გაიწმინდოს!
განათლების სამინისტრო სანიკიძისა და მისი სოროსელი მოადგილეებისგან უნდა გათავისუფლდეს!
ხელისუფლება უნდა დაეხმაროს რექტორად არჩეულ ლადო პაპავას, რომელიც პატიოსანი კაცია და უჭირს ამ „მამალ ნაცებთან“ გამკლავება!
ხელისუფლების მესვეურები ხშირ-ხშირად იძახიან, სანთლით ვეძებთ პროფესიონალებსო. აი, ბატონო, პროფესიონალი – თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის დირექტორი ავთო წილოსანი! ამ დაქცეულ, გაუბედურებულ საქართველოში, ეს კაცი ვაგონებს კი არ შეაკეთებს, არამედ – ახლიდან აკეთებს!
ამასწინათ გაიმართა ამ ქარხნის ნაწარმის პრეზენტაცია და იქ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გია ალიბეგაშვილის გარდა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა!
ანდა, აგერ, მეცნიერი, ქიმიკოსი რამაზ გახოკიძე! ამ სწავლულმა ისეთი ტექნოლოგია გამოიგონა, რომლის დახმარებითაც, მარცვლეულის თუ ბოსტნეულის მოსავალი ლამის ხუთმაგდება! ამ კაცით ჩინეთშიც კი დაინტერესდნენ, მაგრამ, ჩვენს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, როგორც იტყვიან, ყურზე სძინავთ!
„ოცნების“ მთავრობაში ჰგონიათ, რომ ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნების შიშით, ხალხი სამარის კარამდე მათი ერთგული იქნება!
– ცდებიან?
– რა თქმა უნდა, ცდებიან! ამათ ვერც კი დაესიზმრებათ ის მხარდაჭერა, ზვიად გამსახურდიას რომ ჰქონდა... მაგრამ, პუტჩისტთა რამდენიმე პროვოკაციამ ქვეყანა ისე არივდარია, რომ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობით მხარდაჭერილი პრეზიდენტი ქვეყნიდან გააქციეს!
ნაცები რომ უდიდესი პროვოკატორები არიან, ამას ბევრი ფიც-მტკიცილი არ სჭირდება, ამიტომ, ისინი აუცილებლად მოაწყობენ რაღაც 1991 წლის 2 სექტემბრის მსგავს პროვოკაციას, რათა ღარიბაშვილის მთავრობას ძირი გამოუთხარონ!
ამიტომაც ვამბობ ხშირად და კვლავაც გავიმეორებ: ნაცმოძრაობა, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია, უნდა აიკრძალოს!
– და თუ ნაცები მაინც მოაწყობენ პროვოკაციას და რევოლუციისკენ წაიყვანენ სიტუაციას?
– ხალხი აღარ დაელოდება ხელისუფლებას, გამოვა ქუჩაში და სულ ფიცრებითა და ნიჩბებით გაუსწორდება ნაცებს!
ესაუბრა გიორგი გიგაური
გაზეთი „ასავალ-დასავალი“