reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: მკვლელოო, პრემიერს რომ ეძახდნენ - ამ მართლა მკვლელებმა შეიძლება, ეს სიტყვები სხვას ეძახონ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:48
ინტერვიუ
ნიკოლოზ მჟავანაძე: მკვლელოო, პრემიერს რომ ეძახდნენ - ამ მართლა მკვლელებმა შეიძლება, ეს სიტყვები სხვას ეძახონ?
ავტორი:
30 სექტემბერი, 2014. 21:33



„ქრონიკას" ესაუბრება უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე.

 

- მიხეილ სააკაშვილი სარფში მარტო საპიაროდ არ ჩამოსულა, ის ძალიან აღშფოთებულია იმით, რაც ხდება საქართველოში და, კერძოდ, მისი თანამებრძოლების საკმაო პასიურობით. „ნაციონალებიდან" ზოგს საკმაოდ სერიოზული დეპრესია აქვს, რადგან ხვდებიან, რომ ის, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, ვეღარ განხორციელდება და ვეღარ დაბრუნდებიან სათავეში, რადგანაც ვერ აიყოლიეს ხალხი, ამიტომაც არ აპირებენ, სააკაშვილს ბოლომდე ჩაჰყვნენ სამარეში. თან ხედავენ, როგორ იჭერენ მათ თანამებრძოლებს და ამიტომ მხოლოდ რამდენიმე კაცის აქტიურობა შეინიშნება. ესენი არიან ირმა ნადირაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გივი თარგამაძე და მაჭავარიანი. სხვათა შორის, მაგათში ჩიორაც ერია, მაგრამ ამ ბოლო დროს თაქთაქიშვილი ცოტა მოსუსტდა. მოკლედ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მათ სარფში საუბარი მარტო მომავალ გეგმებზე არ ჰქონდათ, იქ ჩასულ ნაციონალებს საკმაოდ მკაცრად ესაუბრება სააკაშვილი და თავზე დაამხო, რათა ნაციონალების წარმომადგენლების აქტიურობა გაეძლიერებინა. ჩვენი ინფორმაციით, სააკაშვილი იმდენადაა გამწარებული, რომ ამათ დაჰპირდა, რომ თქვენს შავსა და ბნელ წარსულს საზოგადოება იხილავს, თუ ჭკუაზე არ მოხვალთო.


- რას გულისხმობს სააკაშვილი „შავი წარსულის ხილვაში?

 

- რას და ის 28 000 ფაილი, რომელიც ამათ შექმნეს ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს, არამარტო ოპონენტებზე, თავიანთ თანამებრძოლებზეც იყო შექმნილი, რათა ყურებით ჰყოლოდათ დაჭერილი და იჭერდნენ კიდეც. არ გამოვრიცხავ, რომ ამ უახლოეს დღეებში „ნაციონალებზე" გავრცელდეს კიდეც მედიაში ან სოციალურ ქსელში, რაღაც მასალები, რომელიც, ცხადია, ხელისუფლებას დაჰბრალდება და ამით სააკაშვილი, როგორც წესი, სამ კურდღელს დაიჭერს. ერთი, ამათ დააბრალებს გავრცელებულ ინფორმაციას, მეორე - რეპუტაცია შეერყევა მის ურჩ თანამებრძოლებს, რომლებიც კვლავ არ იზიარებენ მის პოზიციას და კიდევ: ეს იქნება სხვებისთვის მწარე გაკვეთილი, თუკი არ გამოცოცხლდებიან და კვლავ გააგრძელებენ  ჩირგვებში ჯდომას. ეს იქნება მესიჯი, თქვენც იგივე ბედი გეწევათო.

სხვათაშორის, ნაცების მიერ შექმნილ „თავისუფალ ზონას" წინა კვირას შეუმცირდა დაფინანსება და ამიტომაც ეს ხალხი გაჩერებულია და ვეღარ აქტიურობს და მათთან ლადო სადღობელაშვილი რომ მივიდა და აქცია ჩაუტარა, ნაციონალების ლიდერების ლანძღვას „ზონამ" პირდაპირ უპასუხა, რა ვქნათ, თქვენ დაფინანსებას არ გვაძლევთო, ასევე, უკმაყოფილოები არიან ციხეში მჯდომი „დისიდენტებიც", რადგანაც მათ არ სურთ არჩევნებს დაელოდონ, თუმცა არჩევნებიც რას მოუტანთ, ეს კიდევ კაცმა არ იცის, და ისინიც გარკვეულწილად აქეზებენ გადამწყვეტი ნაბიჯებისკენ გარეთ მყოფებს დ ამის დასტურია უგულავას წერილის სხვადასხვა მონაკვეთი და ამიტომ საბოლოოდ ძალიან დაიძაბა სიტუაცია... აქვე მინდა შევეხო იმ სულმდაბალ და ყოვლად მიუღებელ პიკეტს ამერიკაში, როცა ნამდვილად კარგი გამოსვლა ჰქონდა ღარიბაშილს და სააკაშვილის შეკრებილი ექვსი კაცი ქუჩაში რომ უყვიროდა პრემიერს და რა სიტყვებით მიმართავდა? ამ დროს ხომ ვიცით, რომ სწორედ მიშამ აყვირა ამ ჯგუფს ის, რასაც თავად იმსახურებს? მკვლელოო, პრემიერს რომ ეძახდნენ, რა მკვლელი? ღარიბაშვილმა ვინ მოკლა? ამ მართლა მკვლელებმა შეიძლება, ეს სიტყვები სხვას ეძახონ? დღეს რომ ლაპარაკობენ დანაშაულის მატებაზე და ჩვენ სტატისტიკა არ გვაინტერესებსო, რომ აცხადებენ ხმამაღლა, მათ ხომ ჰყავთ ორგანიზაციები და ჩაატარონ კვლევები, დადონ ეს მონაცემი ოფიციალურად, არის თუ არა სინამდვილეში გაზრდილი კრიმინალი? და ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ სხვა რიცხვს მიიღებენ.


-  რაში გვაინტერესებს სტატისტიკა, ტელევიზორში ვხედავთ, გარეთ ქუჩაში რაც ხდებაო.

 

- ტელევიზორში შეიძლება დღე და ღამე უბედურება აჩვენონ და ის, რომ ქვეყანა ინგრევა, მაგათი ტელევიზიები რასაც უნდა, იმას აჩვენებენ და იმას აკეთებენ, და რაც უნდა, იმ ციფრებს ისედაც იღებენ. ვიმეორებ, გამოითხოვონ ოფიციალური ინფორმაცია, რა ხდებოდა მაშინ და რა ხდება ახლა და შეადარონ, ელექტრონული აღრიცხვა ხომ ხდება ყველაფრის?

 

რა ჰონორით ლაპარაკობენ ესენი და ციხეს საერთოდ როგორ ახსენებენ? როგორ საუბრობენ საერთოდ, დანაშაულზე? იქ მათი მხრიდან იყო ლაპარაკი, რომ აი, ვაზაგაშვილი, გირგვლიანი და რობაქიძე შეეწირნენ რეჟიმსო, ამ დროს უამრავი დანაშაული ხდებოდა ისეთი, როცა ოჯახში რომელიმე წევრს მოკლავდნენ და შემდეგ „ნაციონალები" უკვე ემუქრებოდნენ ოჯახის სხვა წევრებსაც და ის საცოდავი ხალხი ფიქრობდა: ახლა რომ ხმა ამოვიღო, მეორე შვილსაც მომიკლავენო და ჩუმდებოდა. რა, ზოგადად, დაშინებები როგორ ხორციელდებოდა, არ გახსოვთ? სამწუხაროდ, ყველა არ იყო ირინა ენუქიძე, ვაზაგაშვილი, გამცემლიძე და რობაქიძე, რომლებმაც ყველაფერი გვერდზე გადადეს და ბოლომდე მიიყვანეს სიმართლე! აი, ამის თქმა მინდოდა და ვერ მოვახერხე! ეს უნდა მეთქვა! ასევე უნდა მეთქვა, სოსო ჩიქობავას გახმაურებულ მკვლელობაზე, რომელიც იმიტომ მოკლეს, რომ კონტროლის პალატის აუდიტის დასკვნა დაწერა სასამართლოებში არსებული კუბლაშვილებისა და ბეჟაშვილების კორუფციულ სქემებზე და ეს ადამიანი რომ მოკლეს, პირდაპირ სასამართლო დარბაზში მკვლელი დაემუქრა მოკლულის ცოლს: ხომ იცი, თქვენც იგივეს გაგიკეთებთო. ასევე ვერ იღებდა ხმას კარგა ხანი დათო შათირიშვილი, რომელმაც „ოცნების" მაისურები დაამზადა და ამის გამო ნარკოტიკი ჩაუდეს და დაიჭირეს და იმიტომ იყო ჩუმად, რომ შვილი ჰყავდა და ეშინოდა, რომ მეორე დღეს შეიძლება ოჯახის სხვა წევრებიც ციხეში აღმოჩენილიყვნენ. ამ დროს ეს ზურა ჯაფარიძე, ეს სამარცხვინო ადამიანი, გამოდის და შს მინისტრს ასეთ შეურაცხყოფას აყენებს და გავიხსენოთ, ვინმეს რომ ვანო მერაბიშვილზე ირიბად სიტყვა დაესველებინა, არ გააქანებდნენ იმ წამს ციხეში?


- მანამდე კარგად გაძუყნიდნენ და ისეთ დღეში ჩააგდებდნენ, სახელს დაავიწყებდნენ.

 

- აბა, რა! პოლიციის პრესინგიო და რა პრესინგი? ანდა როგორ ატრიალებენ „პოლიციას" ყველა ბრუნვაში? ეს ერთი თავის დროზე გაებედათ, სად იყვნენ ასეთი მამაცები? კლიპი იყო, თუ სიმღერა, ყველგან პოლიციელი იყო გაჩხერილი, ბოლოს ბავშვებიც პოლიციის ფორმით გამოიყვანეს, რადგანაც პოლიციური სახელმწიფო ააშენეს და ეს იყო კარგი? ახლა რომ ეს შიში ხალხს მოეხსნა, არაფერია? კი, დანაშაული ხდება და ეს ცუდია, მაგრამ თავად სახელმწიფო არ სჩადის დანაშაულს და ეს უნდა დავინახოთ!




თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016