reportiori.ge - კედელში ნივთების ჩაშენების ყველაზე წარმოუდგენელი შემთხვევები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:33
სხვადასხვა
კედელში ნივთების ჩაშენების ყველაზე წარმოუდგენელი შემთხვევები
ავტორი:
01 ოქტომბერი, 2014. 16:25


კედელში ნივთების ჩაყოლება გავრცელებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში. წარმოგიდგენთ კედლებში აღმოჩენის 5 გასაოცარ შემთხვევას


1. ჩვილები - 1850 წელს პარიზში, ერთ-ერთი სახლის კედელში მუმიფიცირებული ჩვილი აღმოაჩინეს. წყვილი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, მკვლელობაში დაადანაშულეს, თუმცა მათი ბრალეულობა უარყოფილ იქნა, როდესაც ფიზიკოსებმა ჩვილის გარდაცვალების დრო დაადგინეს. უკანასკნელად ასეთი შემთხვევა 2007 წელს მოხდა ტორონტოში. მაკლერმა ბობ კინგჰორნმა სახლის კედელში გაზეთში გახვეული ჩვილის ცხედარი აღმოაჩინა.


2. ცოცხალი ბავშვები - ორი წლის შემდეგ, რაც 6 წლის რიჩარდ ჩეკევდია დედასთან ერთად გაუჩინარდა, ის ბებიის სახლის კედელში დამალული აღმოაჩინეს. რიკი 2007 წელს გაუჩინარდა, როდესაც მისი მშობლების განქორწინების პროცესი დაიწყო. ბავშვის ბებია ირწმუნება, რომ ბიჭი ძირითად დროს გარეთ ატარებდა, კედელში კი მხოლოდ მაშინ იმალებოდა, როცა საჭიროება მოითხოვდა. თუმცა პოლიციამ დაადგინა, რომ ბიჭს იშვიათად უშვებდნენ გარეთ და მას უარს ეუბნებოდნენ სამედიცინო დახმარებაზე, განათლებასა და თანატოლებთან კონტაქტზე. პოლიციამ ბიჭი დედამისთან ერთად საძინებლის კედელში დამალული აღმოაჩინა.


3. ფული - ოჰაიოში ბობ კითსმა რემონტის დროს აბაზანის კედელში 182 000 ამერიკული დოლარი აღმოაჩინა, რომელიც დიდი დეპრესიის პერიოდში გადამალეს.


4. ფეხსაცმელი - გერმანიაში, „გოთიკ ლიდბერგ პალასის" კედლში ფეხსაცმლის 300 წლის წინანდელ კოლექციას მიაგნეს. ინგლისში კი ფეხსაცმელები „პაპილონ ჰოლის" კედელში აღმოაჩინეს - იქ მცხოვრები ოჯახი მიიჩნევდა, რომ ამ გზით საშინელ წყევლასთან დაკავშირებული უბედურებების სერიას აიცილებდა თავიდან. მსგავსი შემთხვევები მრავლად ფიქსირდება ევროპასა და ამერიკაში, ასობით ფეხსაცმელია ნაპოვნი კოტეჯებსა და ეკლესიებში. ზოგს სწამს, რომ კედელში ფეხსაცმლის ჩაყოლება ბოროტ სულებს აფრთხობს და იღბალს იზიდავს.


5. კატები - კედლებში კატების ჩაყოლება ძველი ტრადიცია იყო, რომლითაც ბოროტი სულების განდევნა ხდებოდა. მთელ ბრიტანეთში მუმიფიცირებული კატები ხშირად ცვივა XVII-XVIII საუკუნეების შენობების კედლებიდან.

 

 

წყარო -  mentalfloss.com

(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016