reportiori.ge - ნაბახუსევთან ბრძოლის უცნაური ხერხები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:23
სხვადასხვა
ნაბახუსევთან ბრძოლის უცნაური ხერხები
ავტორი:
01 ოქტომბერი, 2014. 16:34


ნაბახუსევი - ყველაზე საშინელი და უსიამოვნო შეგრძნება. ამ სიტყვის გაგონებაც კი ბევრ ადამიანში თავის ტკივილს და არასასურველ შეგრძნებებს იწვევს. ადამიანების უმეტესობა მხიარულად გატარებული ღამის შემდეგ ძილს და ასპირინს არჩევს, ზოგი მათგანი დილით ლუდს ან ხაშს ეძალება, ზოგი კიდევ არაყით აგრძელებს დღეს.



ნაბახუსევს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ებრძვიან და ნაბახუსევთან ბრძოლის უცნაური ხერხები აქვთ, რომლის გამოყენებას ბევრი ალბათ არც ისურვებს.


1.ნამიბია - ამ ქვეყნის მცხოვრებნი ნაბახუსევთან ბრძოლის 100%-იან ხერხს იყენებენ - ესაა კამეჩის რძის კოქტეილი. სასმელი შეიცავს შემდეგ კომპონენტებს: აჭრილი ნაღები, შავი რომი, სანელებლებიანი რომი, ნაღების ლიქიორი და ნაღები. ალბათ, ამ საშინელი ნარევის დალევა, მას შემდეგ, რაც თქვენ მთელი ღამე სპირტიან სასმელს სვამდით, არცთუ ისე სასიამოვნო იქნება. გამოდის, რომ გათავისუფლდეთ ნაბახუსევისაგან, ისევ უნდა დათვრეთ.


2. პერუ - პერუელებს ძალიან უყვართ ღამღამობით ხმაურიანი წვეულებები და გართობა, შესაბამისად, მათ იციან ამ ხმაურიანი ღამეების შედეგის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები: დილით ისინი ჭამენ განსაკუთრებული ჯიშის თევზისაგან დამზადებულ სუპს, რომელსაც დამატებული აქვს ლიმონის წვენი, ლაიმის წვენი, ნიორი და იმბირი. მგონი, საკმაოდ გემრიელი კერძი უნდა იყოს.


3. ველური დასავლეთი - ლაღი და უშიშარი კოვბოების ველურ დასავლეთში ამ მაგარი ბიჭებისათვის ნაბახუსევთან ბრძოლის თანამედროვე საშუალებები, რაღა თქმა უნდა, ხელმიუწვდომელი იყო. როგორ აღწევდნენ თავს ისინი ვისკით სავსე ღამის შედეგად გამოწვეულ უსიამოვნებებს? ისინი სვამდნენ გრანულირებულ ჩაის. გინდათ შეიტყოთ მაინც რა ჩაი იყო ეს? კოვბოები კურდღლის ცურცლებს ადუღებულ წყალს ასხამდნენ და.... მგონი არ ღირს ამის გაგრძელება.


4. ავსტრალია - ავსტრალიელებს ძალიან უყვართ ვეჯიმაითი, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ნაბახუსევის დროს ხსნას მასში ეძებენ. იცით, რა არის ვეჯიმაითი? ესაა საფუარზე დამზადებული სქელი პასტა, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს ნუტელას, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული გემო აქვს და სულაც არაა ტკბილი.


5. კანადა - თუ კანადელმა გუშინ საკმარისზე მეტი დალია, დღეს ის აუცილებლად მიირთმევს კარტოფილ-ფრის ყველის ნაჭრებით და ცხელი სოუსით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კერძს არც ნაბახუსევის გარეშე დაიწუნებდა ადამიანი, რადგან ის ძალიან გემრიელია.


6. ბანგლადეში - ბანგლადეშელები გვირჩევენ, ნაბახუსევის დროს დავლიოთ ქოქოსის რძე. მასში ძალიან ბევრი კალიუმია, რომელიც სპირტიანი სასმელის მოქმედებას ანეიტრალებს.


7. უნგრეთი - როგორც ჩანს, უნგრელები ძალიან კატეგორიული ხალხია. თუ თქვენ ამ ქვეყანაში დალევამ მოგიწიათ და გსურთ, ნაბახუსევისგან თავი დაიხსნათ, უნგრელი მასპინძელი აუცილებლად შემოგთავაზებთ, დალიოთ ბრენდი, რომელშიც ბეღურის სკინტლია დამატებული. სასიამოვნოა, რას იტყვით?


8. პუერტო-რიკო - პუერტო-რიკოელებს მშვენიერი საშუალება ააქვთ ნამთვრალევთან საბრძოლველად. მანამ, სანამ თქვენ სპირტიანი სასმელის დალევას დაიწყებთ, ხელისგულზე უნდა გასრისოთ ლაიმის ან ლიმონის ნაჭერი და მორჩა, სასმელი აღარ მოგეკიდებათ. რა თქმა უნდა, ამ მეთოდს სამეცნიერო მტკიცებულება არ გააჩნია, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს.


9. ჰაიტი - ჰაიტიზე მიაჩნიათ, რომ ნაბახუსევთან ხუმრობა არ შეიძლება. მისგან რომ თავი დაღწიონ, ნასვამი ადამიანები ვუდუს მაგიას მიმართავენ. საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ 13 ცალი შავთავიანი ქინძისთავი ჩაარჭოთ იმ ბოთლის სახურავში, საიდანაც სვამდით სასმელს და თქვენი ტანჯვა უკვალოდ გაივლის. შთამბეჭდავი მეთოდია, არა?


10. ისლანდია - ისლანდიური ტრადიციის თანახმად, ნაბახუსევთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა მდინარის პირას სილაში კისრამდე ჩაფლვა. რა თქმა უნდა, მეცნიერება ამ მეთოდის ეფექტურობასაც ეჭვის ქვეშ აყენებს, მაგრამ ერთი მხრივ, ეს ცივი შხაპის ალტერნატივაა, ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, მან შვება მოგანიჭოთ ნაბახუსევის დროს.

წყარო : intermedia.ge



(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016